Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რატი მექვაბიშვილის სადისერტაციო ნაშრომი ეკონომიკის სფეროში

თა­მარ და­დი­ანი

 

თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის დოქ­ტო­რანტ რა­ტი მექ­ვა­ბიშ­ვი­ლის სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მის — „სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის რო­ლი პრო­სო­ცი­ალ­ური ქცე­ვის და ეფ­ექ­ტი­ანი ეკ­ონ­ომ­იკ­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ში“ — სა­ჯა­რო დაც­ვა გა­იმ­არ­თა (სა­მეც­ნი­ერო ხელ­მძღვა­ნე­ლი: ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი მა­რი­ნა ნაც­ვა­ლა­ძე, პრო­ფე­სო­რი კრის სტა­მე­რი (ოქ­სფორ­დის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან).

 

სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მის დაც­ვის კო­მი­სი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ოდ­ნენ აკ­ად­ემ­იკ­ოსი ვლა­დი­მერ პა­პა­ვა, პრო­ფე­სო­რი თე­იმ­ურ­აზ ბე­რი­ძე, პრო­ფე­სო­რი რე­ვაზ გვე­ლე­სი­ანი, პრო­ფე­სო­რი ელ­გუ­ჯა მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი, პრო­ფე­სო­რი ეთ­ერ ხა­რა­იშ­ვი­ლი და სხვე­ბი. ნაშ­რომ­მა მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, რაც დოქ­ტო­რან­ტის სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მის მა­ღალ ხა­რის­ხსა და მკვლევ­რის გა­მორ­ჩე­ულ სა­მეც­ნი­ერო მუ­შა­ობ­ის უნ­არ-ჩვე­ვებ­ზე მეტყვე­ლებს.

 

„დი­სერ­ტანტ რა­ტი მექ­ვა­ბიშ­ვი­ლის მი­ერ ეკ­ონ­ომ­იკ­ის დოქ­ტო­რის აკ­ად­ემი­ური ხა­რის­ხის მო­სა­პო­ვებ­ლად წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნაშ­რო­მი — „სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის რო­ლი პრო­სო­ცი­ალ­ური ქცე­ვის და ეფ­ექ­ტი­ანი ეკ­ონ­ომ­იკ­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ში“ წარ­მო­ად­გენს აქ­ტუ­ალ­ური პრობ­ლე­მე­ბი­სად­მი მიძ­ღვნილ დას­რუ­ლე­ბულ გა­მოკ­ვლე­ვას, რო­მე­ლიც მეც­ნი­ერ­ული კვლე­ვის დო­ნით და შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ვლი­ან­ობ­ით პა­სუ­ხობს მსგავ­სი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი­სად­მი წა­ყე­ნე­ბულ მოთხოვ­ნებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვა პრო­სო­ცი­ალ­ური ქცე­ვის პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი კვლე­ვაა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტარ­და. ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი დი­ზა­ინი ახ­ალია, რო­მელ­საც ან­ალ­ოგი არ გა­აჩ­ნია. კვლე­ვის შე­დე­გე­ბით მრა­ვა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნე­ბი და­ფიქ­სირ­და: მო­ცე­მუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტით სა­ქარ­თვე­ლო პრო­სო­ცი­ალ­ური ქცე­ვის და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დო­ნით ბევ­რად წინ აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე მრა­ვა­ლი სხვა ქვე­ყა­ნა. სა­ყუ­რადღე­ბო შე­დე­გე­ბი იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი „გა­და­დი­ნე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი“ და მო­ტი­ვა­ცი­ის „გან­დევ­ნა­ზე“ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური თე­ორი­ებ­ის­ათ­ვის. კვლე­ვის შე­დე­გებ­მა არ და­ად­ას­ტუ­რა გა­და­დი­ნე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური თე­ორია, მაგ­რამ კვლე­ვის შე­დე­გე­ბი მო­ტი­ვა­ცი­ის „გან­დევ­ნის“ თე­ორი­ის შე­სა­ბა­მი­სი აღ­მოჩ­ნდა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დაკ­ვირ­ვე­ბა და­ფიქ­სირ­და ძლი­ერი და სუს­ტი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის როლ­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თა­მა­შის სო­ცი­ალ­ური დი­ლე­მის პი­რო­ბებ­ში და მის გავ­ლე­ნა­ზე ეკ­ონ­ომ­იკ­ური ინ­დი­ვი­დე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით ქცე­ვა­ზე. შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ძლი­ერ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუტს შე­უძ­ლია ოპ­ორ­ტუ­ნიზ­მის დაძ­ლე­ვა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მა­ღა­ლი დო­ნის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ხო­ლო სუს­ტს — არა.

 

დოქ­ტო­რან­ტის ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი კვლე­ვით მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც თე­ორი­ული, ისე პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით. კვლე­ვი­თი შე­დე­გე­ბის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბა და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც სა­ჯა­რო, ისე კერ­ძო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის მმარ­თვე­ლო­ბი­თი ფუნ­ქცი­ონ­ერ­ებ­ის და მე­ნეჯ­მენ­ტის ნა­წილ­ში, ას­ევე სა­ხელ­მწი­ფო ეკ­ონ­ომ­იკ­ური პო­ლი­ტი­კის გან­საზღვრის დროს. კვლე­ვი­თი შე­დე­გე­ბი ას­ევე შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნეს აკ­ად­ემი­ურ სწავ­ლე­ბა­ში და შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფი­ლის საგ­ნე­ბის ლექ­ცი­ათა კურ­სებ­ში“, — ასე აფ­ას­ებს რა­ტი მექ­ვა­ბიშ­ვი­ლის სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რომს ერთ-ერ­თი სა­მეც­ნი­ერო ხელ­მძღვა­ნე­ლი, ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი მა­რი­ნა ნაც­ვა­ლა­ძე.

 

თუ რამ გა­და­აწყვე­ტი­ნა ამ თე­მა­ზე ნაშ­რო­მის მომ­ზა­დე­ბა და რამ­დე­ნად აქ­ტუ­ალ­ურია აქ გან­ხი­ლუ­ლი სა­კითხე­ბი, ამ­აზე თვი­თონ დოქ­ტო­რან­ტი რა­ტი მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა

 

რა­ტი მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი:

- ეკ­ონ­ომ­იკ­ური კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ის მე­თო­დო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით ჩემს დიდ ინ­ტე­რესს წარ­მო­ად­გენ­და, ვი­ნა­იდ­ან ეს მე­თო­დი ახ­ალია და აუთ­ვი­სე­ბე­ლი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მრა­ვა­ლი ახ­ალი სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნის გა­კე­თე­ბა და სი­ახ­ლის მიგ­ნე­ბა არ­ის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

 

რაც შე­ეხ­ება სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მის საკ­ვლევ თე­მას, ჩვე­ნი აზ­რით, თე­მა აქ­ტუ­ალ­ურია, ვი­ნა­იდ­ან იგი ეხ­ება სო­ცი­ალ­ური დი­ლე­მის გა­დაჭ­რის და უც­ნობ ინ­დი­ვიდ­თა შო­რის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ანი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მიღ­წე­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ძი­ებ­ას, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი დოვ­ლა­თის ეფ­ექ­ტი­ანი წარ­მო­ებ­ის­ათ­ვის. ეს თე­მა ერთ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მაა ეკ­ონ­ომ­იკ­აში, კერ­ძოდ, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ანუ პრო­სო­ცი­ალ­ური ქცე­ვა მრა­ვალ უც­ნობ ინ­დი­ვიდს შო­რის, რომ­ლის გა­რე­შე ვერ მი­იღ­წე­ვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი დოვ­ლა­თის საკ­მა­რი­სი რა­ოდ­ენ­ობ­ით წარ­მო­ება. ას­ეთ დროს იკ­ვე­თე­ბა სო­ცი­ალ­ური დი­ლე­მა: და­პი­რის­პი­რე­ბა კერ­ძო და სა­ზო­გა­დო ინ­ტე­რესს შო­რის. გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა ოპ­ორ­ტუ­ნის­ტუ­ლი ქცე­ვის რის­კი, რა­მაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ეკ­ონ­ომ­იკა და­ბა­ლე­ფექ­ტი­ან ეკ­ონ­ომ­იკ­ურ შე­დე­გე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნოს, რო­გო­რიც არ­ის, მა­გა­ლი­თად, და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი გა­რე­მო, კო­რუფ­ცია, უთ­ან­ას­წო­რო შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი და მრა­ვა­ლი სხვა. სწო­რედ აქ ჩნდე­ბა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის რო­ლი, რო­გორც ეკ­ონ­ომ­იკ­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ოპ­ორ­ტუ­ნიზ­მის რის­კის­გან დამ­ცვე­ლის. თუ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტი კომ­პე­ტენ­ტუ­რი და პა­ტი­ოს­ანია (ანუ ძლი­ერი), მა­შინ იგი უზ­რუნ­ველ­ყოფს ოპ­ორ­ტუ­ნის­ტუ­ლი ქცე­ვის რის­კე­ბის მი­ნი­მი­ზე­ბას. ჩვენს ექ­სპრი­მენ­ტში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი დოვ­ლა­თის თა­მა­შის პი­რო­ბებ­ში, რო­მე­ლიც პა­ტი­მარ­თა დი­ლე­მა­ზე ბა­ზი­რე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­ული თა­მა­შია, გა­მო­იც­ადა სუს­ტი და ძლი­ერი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის რო­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ურ ინ­დი­ვიდ­თა შო­რის ურ­თი­ერ­თსა­სარ­გებ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად სო­ცი­ალ­ური დი­ლე­მის პი­რო­ბებ­ში.

 

ნაშ­რომ­ში ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი გა­კეთ­და შემ­დეგ თე­მებ­ზე: 1) ექ­სპრი­მენ­ტუ­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით გან­გვე­საზღვრა პრო­სო­ცი­ალ­ურ­ობ­ის დო­ნე სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლით­ზე; 2) სო­ცი­ალ­ური დი­ლე­მის პი­რო­ბებ­ში გა­მოგ­ვე­ცა­და სუს­ტი და ძლი­ერი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტის რო­ლი და გავ­ლე­ნა ინ­დი­ვიდ­თა პრო­სო­ცი­ალ­ური ქცე­ვის, კერ­ძოდ, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და ეფ­ექ­ტი­ანი ეკ­ონ­ომ­იკ­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ში.

 

ჩვე­ნი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ თუ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტი ძლი­ერია, კერ­ძოდ, ეფ­ექ­ტი­ან­ად უზ­რუნ­ველ­ყოფს ოპ­ორ­ტუ­ნის­ტუ­ლი ქცე­ვის მი­ნი­მი­ზე­ბას, მა­შინ ინ­დი­ვიდ­თა შო­რის მი­იღ­წე­ვა ურ­თი­ერ­თსა­სარ­გებ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მა­ღა­ლი დო­ნე და ხდე­ბა სა­ერ­თო სარ­გებ­ლის მაქ­სი­მი­ზე­ბა. რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტი სუს­ტია, ას­ეთ დროს ოპ­ორ­ტუ­ნის­ტუ­ლი ქცე­ვა მძლავ­რობს და სა­ერ­თო სარ­გე­ბე­ლის მაქ­სი­მი­ზე­ბა ვერ ხდე­ბა. ამ­დე­ნად, უც­ნობ ინ­დი­ვიდ­თა შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მა­ღა­ლი დო­ნის მი­საღ­წე­ვად ძლი­ერი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი კრი­ტი­კუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით გარ­და­მა­ვა­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბი­სათ­ვის, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოა.

 

ამ­ას­თა­ნა­ვე, იმ­ედ­ის მომ­ცე­მია ის, რომ ჩვე­ნი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და პრო­სო­ცი­ალ­ურ­ობ­ის (ანუ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი დო­ნე სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლით­ზე, იგი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი აღ­მოჩ­ნდა 16 სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბულ ან­ალ­ოგი­ური ექ­სპრი­მენ­ტის შე­დე­გებს შო­რის (ის­ეთი ქვეყ­ნე­ბის, რო­გორც არ­ის აშშ, შვე­იც­არია, დი­დი ბრი­ტა­ნე­თი, რუ­სე­თი, უკ­რა­ინა, ბე­ლო­რუ­სია, სა­უდ­ის არ­აბ­ეთი, თურ­ქე­თი, სა­ბერ­ძნეთ და სხვა)).

 

და ბო­ლოს, მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩე­მი სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მის ხელ­მძღვა­ნე­ლებს: თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ულ პრო­ფე­სორს მა­რი­ნე ნაც­ვა­ლა­ძეს და ნო­ტინ­გე­მის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორს, ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელს კრის სტრა­მერს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის და მე­ტად სა­ჭი­რო თუ სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვა-და­რი­გე­ბე­ბი­სათ­ვის.

 

* * *

რო­გორც პრო­ფე­სორ­მა მა­რი­ნე ნაც­ვა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა: „სა­მეც­ნი­ერო სა­ზო­გა­დო­ება რა­ტი მექ­ვა­ბიშ­ვი­ლის სა­ხით შე­იძ­ენს კარგ მეც­ნი­ერს, სა­იმ­ედო, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან და კვა­ლი­ფი­ცი­ურ კო­ლე­გას, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტის­თვის (ეკ­ონ­ომ­იკ­ური ტერ­მი­ნე­ბით თუ ვიტყვით) „იშ­ვი­თი და ძვირ­ფა­სი რე­სურ­სია“, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ქცე­ვი­თი და ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­მეც­ნი­ერო წრე­ებ­ში მეც­ნი­ერ­თა სიმ­წი­რეა.“

 

აქ­ვე უნ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ რა­ტიმ უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა კარ­ლო­ვის სა­ხე­ლო­ბის პრა­ღის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მი­იღო, სა­დაც მას ბა­კა­ლავ­რის და მა­გის­ტრის ხა­რის­ხი ეკ­ონ­ომ­იკ­აში, ხო­ლო ნო­ტინ­გე­მის უნ­ივ­ერ­ის­ტეტ­ში მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მი­ენ­იჭა ქცე­ვით ეკ­ონ­ომ­იკ­აში.

 

სა­დოქ­ტო­რო სწავ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში რა­ტიმ შეძ­ლო ორ­ჯერ მო­ეპ­ოვ­ებ­ინა „შო­თა რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის“ მი­ერ დოქ­ტო­რან­ტე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი გრან­ტი (2013-2014 და 2019-2020 წლებ­ში). აღ­ნიშ­ნუ­ლი გრან­ტე­ბით და­ფი­ნან­სდა მი­სი სა­დოქ­ტო­რო სას­წავ­ლო კომ­პო­ნენ­ტი და სა­მეც­ნი­ერო ეკ­ონ­ომ­იკ­ური ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი კვლე­ვა.