Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რას გვწერს დუბაიდან თსუ-ის ყოფილი სტუდენტი

ნინო კაკულია

 

,,დუბაის სასტუმროში - Atlantis The Palm - ერთადერთი თსუ-ელი ვარ, რომელიც ამ სასტუმროში დავსაქმდი“, - ამბობს თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების სტუდენტი თამაზ ციციშვილი, რომელმაც სამსახურის გამო აკადემიური აიღო. თამაზი, იგივე თაზო,   კატარის საემიროში  ჰილტონის წამყვან რესტორანში მიიწვიეს სამუშაოდ. ამჟამად  მას  დუბაის შვიდ ვარკვლავიანი სასტუმროს წამყვან რესტორანში ყველაზე პოპულარულ და პროფესიონალ მიმტანად იცნობენ. თაზომ უნივერსიტეტის გაზეთს შეტყობინება გამოუგზავნა იმ მოტივით, რომ სურს თავი შეახსენოს მის უნივერსიტეტს, სადაც სწავლა ენატრება. დუბაიდან თაზო მოკითხვას უთვლის პროფესორ მზექალა აჭაიძეს, რომელთან ურთიერთობაც, როგორც ჩანს, მისთვის ძვირფასი მოსაგონარია.

 

თამაზ ციციშვილი, რომელმაც მიზნად დაისახა, მხოლოდ მაღალი კლასის სასტუმროებში ემუშავა, თვლის, რომ საქართველოში, ამ სფეროში მომსახურების დონე გაცილებით დაბალია და რომ ჩვენს ქვეყანას მეტი განვითარება სჭირდება.

 

,,ეჭვი არ მეპარება, რომ თსუ გამიხსენებს და ჩემს ნოსტალგიებს საპასუხო რეაქციით შეხვდება. ვაპირებ სწავლა გერმანიაში გავაგძელო სტუმართ-მასპინძლობის კუთხით, რადგან ამ სფერომ გამიტაცა, თუმცა ყველგან ვიტყვი, რომ მე თსუ-ელი ვარ“, - გვწერს თაზო, რომელიც ფოტოებს გვიგზავნის მისი სახელისა და სიყვარულის უკეთ დასამახსოვრებლად.