Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რამ განაპირობა 2020 წლის ყველაზე წარმატებულ დეპარტამენტად მისი დასახელება?

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბის

დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი თეა გერ­გე­და­ვა

 

თსუ-ის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი გა­სუ­ლი წლის (2020) ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ დე­პარ­ტა­მენ­ტად და­სა­ხელ­და. ქალ­ბა­ტო­ნო თე­ას მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ებ­ები, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფო­რუ­მე­ბი თუ პრე­ზენ­ტა­ცი­ები ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­ული და სა­ინ­ტე­რე­სოა არა მარ­ტო სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ებ­ის­ათ­ვის, არ­ამ­ედ ცოდ­ნის გაღ­რმა­ვე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გაც­ნო­ბის, მი­ღე­ბი­სა და გა­ზი­არ­ებ­ის მსურ­ველ­თათ­ვის. თუ რო­გორ მი­აღ­წია ამ წარ­მა­ტე­ბას თსუ-ის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა, ამ­ის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი თეა გერ­გე­და­ვა.

 

— რო­გორც ამ­ბო­ბენ, თსუ-ის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ერ­თგვა­რად მე­დი­ატ­ორია, რომ­ლის სა­შუ­ალ­ებ­ით­აც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი გა­რე სამ­ყა­როს უკ­ავ­შირ­დე­ბა. თსუ-ის დღეს 300-მდე პარ­ტნი­ორი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, 100-ზე მე­ტი გაც­ვლი­თი და 20-ზე მე­ტი უცხო­ენ­ოვ­ანი პროგ­რა­მა აქ­ვს, რაც უდ­ავ­ოდ თქვე­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტის ეფ­ექ­ტუ­რი და ნა­ყო­ფი­ერი მუ­შა­ობ­ის შე­დე­გია. თქვე­ნი სამ­სა­ხუ­რი, ცო­ტა ხნის წინ, გა­სუ­ლი წლის თსუ-ის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ დე­პარ­ტა­მენ­ტა­დაც და­სა­ხელ­და... რა არ­ის თქვე­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­მა­გა­ლი­თო საქ­მი­ან­ობ­ის სა­იდ­უმ­ლო და თქვე­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა?

 

— თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტს უცხო­ეთ­ის 50-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში 300-მდე მეტ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან და კვლე­ვით ცენ­ტრთან აქ­ვს აქ­ტი­ური თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მო­იც­ავს რო­გორც სა­მეც­ნი­ერო ურ­თი­ერ­თო­ბებს, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ას, ას­ევე, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­არ­ებ­ას, სტუ­დენ­ტე­ბი­სა და პერ­სო­ნა­ლის მო­ბი­ლო­ბას და სხვ. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­ხე­ლით ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის რო­გორც დამ­ყა­რე­ბა, ას­ევე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და გამ­ყა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა ჩვე­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტის უმ­თავ­რე­სი ამ­ოც­ანაა და ჩვე­ნი მცი­რე­რიცხო­ვა­ნი გუნ­დი ამ საქ­მეს სი­ამ­აყ­ით ემ­სა­ხუ­რე­ბა. ცხა­დია, კო­ვიდ-პან­დე­მია ჩვე­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტის საქ­მი­ან­ობ­ის­თვი­საც გა­მოწ­ვე­ვაა და ამ პი­რო­ბებ­ში ათ­მა­გად სა­სი­ამ­ოვ­ნოა, რომ ჩვე­ნი შრო­მა და მონ­დო­მე­ბა შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩათ ჩვენს კო­ლე­გებს. ძა­ლი­ან მე­ამ­აყ­ება, რომ 2020 წლის სა­უკ­ეთ­ესო დე­პარ­ტა­მენ­ტის ტი­ტუ­ლი მი­ვი­ღეთ — ეს ჩვენ­თვის დი­დი მო­ტი­ვა­ციაა.

 

რაც შე­ეხ­ება სა­იდ­უმ­ლოს, ჩე­მი აზ­რით, წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა სა­იდ­უმ­ლო არაა — ეს არ­ის ცოდ­ნის, გა­მოც­დი­ლე­ბის და თავ­და­უზ­ოგ­ავი შრო­მის შე­დე­გი. ამ­ას­თა­ნა­ვე, თუ ერ­თი სიტყვით უნ­და და­ვა­ხა­სი­ათო ჩე­მი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და საქ­მი­სად­მი ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ეს ერ­თი სიტყვა აუც­ილ­ებ­ლად გუნ­დუ­რო­ბა იქ­ნე­ბა.

 

გარ­და ამ­ისა, პი­რა­დად ჩემ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია მთე­ლი სი­ცოცხლის მან­ძილ­ზე სწავ­ლა და ვცდი­ლობ — მა­გა­ლი­თი და მო­ტი­ვა­ცია მივ­ცე ჩემს თა­ნამ­შრომ­ლებს. სწავ­ლა, უცხო­ურ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში მიმ­დი­ნა­რე სი­ახ­ლე­ებ­ის გაც­ნო­ბა, უცხო­ელი კო­ლე­გე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის შეს­წავ­ლა ჩე­მი ყო­ველ­დღი­ურ­ობ­ის ყვე­ლა­ზე სა­სი­ამ­ოვ­ნო ნა­წი­ლია.

 

— თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში უკ­ვე ათე­ული წე­ლია წარ­მა­ტე­ბუ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბა ევ­რო­კო­მი­სი­ის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და მო­ბი­ლო­ბის პროგ­რა­მე­ბი. და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი გრან­ტე­ბის რა­ოდ­ენ­ობა უკ­ვე ასე­ულ­ებს ით­ვლის... გვი­ამ­ბეთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თქვე­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტის მი­ერ გა­წე­ული მუ­შა­ობ­ის შე­სა­ხებ, რა­მაც ას­ეთ შე­დე­გე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა..

 

— ნამ­დვი­ლად, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ევ­რო­კო­მი­სი­ის მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის რა­ოდ­ენ­ობ­ით უპ­ირ­ობო ლი­დე­რია. 1995-2020 წლებ­ში თსუ-მ კო­ორ­დი­ნა­ცია გა­უწია და მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღო ინ­სტი­ტუ­ცი­ური გან­ვი­თა­რე­ბის 50-მდე პრო­ექ­ტში, ერ­აზ­მუს მუნ­დუ­სის 7 კონ­სორ­ცი­უმ­ში, ერ­აზ­მუ­სის ერ­თობ­ლივ სა­მა­გის­ტრო 3 და ჟან-მო­ნეს 2 პრო­ექ­ტში. მხო­ლოდ 2015-2020 წლებ­ში თსუ მო­ნა­წი­ლე­ობ­ას იღ­ებ­და მო­ბი­ლო­ბის 259 პრო­ექ­ტში ევ­რო­პის 26 ქვე­ყა­ნა­ში 106 უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან ერ­თად, ხო­ლო ერ­აზ­მუს პლუ­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო კრე­დიტ-მო­ბი­ლო­ბის ბო­ლო სა­კონ­კურ­სო გა­ნაცხად­ზე ჩვე­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­ით შე­სუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის რა­ოდ­ენ­ობ­ამ 140-ს გა­და­აჭ­არ­ბა; მათ შო­რის, 95 საპ­რო­ექ­ტო გა­ნაცხად­მა და­ფი­ნან­სე­ბა მო­იპ­ოვა. ეს ასე­ულ­ობ­ით ახ­ალი სტი­პენ­დი­ის გა­ცე­მის სა­შუ­ალ­ებ­ას მოგ­ვცემს უახ­ლო­ესი 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს წარ­მა­ტე­ბა, ცხა­დია, შემ­თხვე­ვი­თი არ არ­ის და მის უკ­ან მთე­ლი გუნ­დის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი შრო­მა დგას, რო­მე­ლიც მო­იც­ავს საქ­მი­ან­ობ­ის მთელ ციკ­ლს გეგ­მის და­სახ­ვი­დან პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბულ გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ამ­დე.

 

— მსოფ­ლი­ოში მიმ­დი­ნა­რე მწვა­ვე ეპ­იდ­ემი­ის ფონ­ზე რო­გორ ახ­ერ­ხებ­დით საქ­მი­ან­ობ­ას და რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე და­დე­ქით?

 

— კო­ვიდ-პან­დე­მია უდ­ავ­ოდ რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით და­საწყის­ში, შარ­შან გა­ზაფხულ­ზე. არა­ერ­თი სირ­თუ­ლის წი­ნა­შე დავ­დე­ქით: გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბით საზღვარ­გა­რეთ მყოფ ჩვენს სტუ­დენ­ტებ­თან და მათ მშობ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, სტუ­დენ­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მოგ­ზა­ურ­ობ­ას­თან, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, სა­ჭი­რო­ებ­ის შემ­თხვე­ვა­ში, საზღვარ­გა­რეთ მყო­ფი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა; თსუ-ში გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­მო­სუ­ლი უცხო­ელი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სერ­ვი­სე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, მა­თი უს­აფ­რთხო დაბ­რუ­ნე­ბა მშობ­ლი­ურ ქვეყ­ნებ­ში და სხვა ძა­ლი­ან მრა­ვა­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­გან უმ­ოკ­ლეს დრო­ში და ყვე­ლა შე­საძ­ლო რის­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მოქ­მე­დე­ბას მო­ითხოვ­და. ვთვლი, რომ ყვე­ლა ძი­რი­თად გა­მოწ­ვე­ვას და დაბ­რკო­ლე­ბას ღირ­სე­ულ­ად გა­ვარ­თვით თა­ვი. ჩვე­ნი დე­პარ­ტა­მენ­ტის საქ­მი­ან­ობ­ის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პირ­და­პი­რი გა­გე­ბით, დღე-ღა­მე­ში 24 სა­ათი ვმუ­შა­ობ­დით და ამ­ის­თვის სპე­ცი­ალ­ური მო­რი­გე­ობა გვქონ­და და­წე­სე­ბუ­ლი, რა­თა და­ყოვ­ნე­ბის გა­რე­შე გვქო­ნო­და კონ­ტაქ­ტი ჩვენს კო­ლე­გებ­თან, რომ­ლე­ბიც ჩვენ­გან გან­სხვა­ვე­ბულ სა­ათ­ობ­რივ სარ­ტყელ­ში არი­ან. ვერ ვიტყვი, რომ ძა­ლი­ან იოლი იყო, მაგ­რამ რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცია, ნამ­დვი­ლად შე­დე­გი­ანი აღ­მოჩ­ნდა.

 

— დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბის შე­სა­ხე­ბაც გვე­სა­უბ­რეთ... ახ­ალი პარ­ტნი­ორ­ები ხომ არ შე­მოგ­ვე­მა­ტე­ბი­ან და რა მი­მარ­თუ­ლე­ბით აპ­ირ­ებთ ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­ფარ­თო­ებ­ასა და გაძ­ლი­ერ­ებ­ას?

 

— მი­უხ­ედ­ავ­ად ყვე­ლა სირ­თუ­ლი­სა, 2020 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 32 ახ­ალი ინ­სტი­ტუ­ცი­ური პარ­ტნი­ორი შე­ვი­ძი­ნეთ; 2021 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ან­ობა იქ­ნე­ბა ამ ახ­ალი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ღო­ნის­ძი­ებ­ათა ნა­წი­ლის გან­ხორ­ცი­ელ­ება; უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რა და გაძ­ლი­ერ­ება. ამ­ას­თა­ნა­ვე, გა­ვაგ­რძე­ლებთ ახ­ალი ინ­სტი­ტუ­ცი­ური პარ­ტნი­ორ­ებ­ის მო­ძი­ებ­ას; ას­ევე, შარ­შან რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პულ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან და­ვიწყეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბა ერ­თობ­ლი­ვი აკ­ად­ემი­ური პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­აზე, რა­საც გა­ვაგ­რძე­ლებთ მიმ­დი­ნა­რე წელს. ამ­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, ცხა­დია, აქ­ტი­ურ­ად გა­ვაგ­რძე­ლებთ გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას. ყვე­ლაფ­რის მი­უხ­ედ­ავ­ად, თსუ-ს წელ­საც არა­ერ­თი ევ­რო­პე­ლი გაც­ვლი­თი სტუ­დენ­ტი ეყ­ოლ­ება.

 

რო­გორც იც­ით, ჩვენ ყო­ველ­წლი­ურ­ად ვა­ტა­რებთ პერ­სო­ნა­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო კვი­რე­ულს, ის ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ჩვენს კო­ლე­გებს შო­რის და შარ­შან 150-მდე გა­ნაცხა­დი მი­ვი­ღეთ 20 ქვეყ­ნი­დან, თუმ­ცა პან­დე­მი­ის გა­მო, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ჩა­ვა­ტა­რეთ. წელს, გვი­ან შე­მოდ­გო­მა­ზე, ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ღო­ნის­ძი­ებ­ის მას­პინ­ძლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვექ­ნე­ბა, არა­ერ­თი ჩვე­ნი კო­ლე­გა უკ­ვე მო­უთ­მენ­ლად ელ­ოდ­ება თბი­ლის­ში ვი­ზიტს.

 

მო­ამ­ზა­და თა­მარ და­დი­ან­მა