Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რა პრინციპით არჩევენ წევრებს სტუდენტურ პარლამენტში

ესა­უბ­რა ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

სა­ქარ­თვე­ლოს სტუ­დენ­ტუ­რი პარ­ლა­მენ­ტი ათე­ულ­ობ­ით აქ­ტი­ვო­ბას — ტრე­ნინ­გებს, სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მებს, სა­ჯა­რო ლექ­ცი­ებს და ა.შ. აერ­თი­ან­ებს. პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მი­ღე­ბა ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სტუ­დენ­ტს შე­უძ­ლია. კონ­კრე­ტუ­ლად რა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია და რო­გორ შე­უძ­ლე­ბა ჩა­ერ­თონ ახ­ალ­გაზ­რდე­ბი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ექ­ტებ­ში, „და­მო­უკ­იდ­ებ­ელ ბავ­შვთა და სტუ­დენ­ტთა გა­ერ­თი­ან­ებ­ის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ან­ზორ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

 

რა პრინ­ცი­პით არ­ჩევთ წევ­რებს და რო­გორ მოგ­მარ­თონ მათ სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მი­სა­ღე­ბად?

 

შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პი ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია — სტუ­დენ­ტე­ბი უნ­და იყ­ვნენ მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი, სო­ცი­ალ­ურ­ად აქ­ტი­ურ­ები, ენ­ერ­გი­ულ­ები და მი­ზან­სწრა­ფუ­ლე­ბი. მათ შე­უძ­ლი­ათ ჩვენს ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე — სა­ქარ­თვე­ლოს სტუ­დენ­ტუ­რი პარ­ლა­მენ­ტი — შე­ავ­სონ აპ­ლი­კა­ცია და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­აში ყვე­ლა­ზე დი­დი სტუ­დენ­ტუ­რი ოჯ­ახ­ის წევ­რე­ბი გახ­დნენ.

 

თქვენ სულ ახ­ლა­ხანს შეხ­ვედ­რა გქონ­დათ თსუ-ის რექ­ტორ­თან გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძეს­თან, ას­ევე თსუ-ის პრო­ფე­სო­რებ­თან...

 

დი­ახ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და პრო­დუქ­ტი­ული შეხ­ვედ­რა შედ­გა ბა­ტონ გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძეს­თან, რი­თაც ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან ახ­ალ­გაზ­რდე­ბი. ძა­ლი­ან დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ბა­ტონ გი­ორ­გის აქ­ტი­ური თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის და ას­ევე ყვე­ლა იმ ლექ­ტორს, რომ­ლე­ბიც სტუ­დენ­ტე­ბის თხოვ­ნით, პი­რა­დად თუ დის­ტან­ცი­ურ­ად, სხვა­დას­ხვა სა­შუ­ალ­ებ­ით, ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­არ­ებ­ენ ათ­ას­ობ­ით „სტუ­დენტ პარ­ლა­მენ­ტარ“ ახ­ალ­გაზ­რდას.

 

თქვე­ნი მი­ზა­ნია არ­აფ­ორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, ახ­ალი თა­ობ­ის ლი­დე­რე­ბის წარ­მო­ჩე­ნა, სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბის გან­მტკი­ცე­ბა. ამ­ის­ათ­ვის რა პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ას გეგ­მავთ სა­მო­მავ­ლოდ?

 

ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია, ა(ა)იპ „და­მო­უკ­იდ­ებ­ელ ბავ­შვთა და სტუ­დენ­ტთა გა­ერ­თი­ან­ება" — ICSU — 12 მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ექ­ტს ახ­ორ­ცი­ელ­ებს და გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ას­ევე მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში: ICSU-Courses — არ­აფ­ორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის კურ­სე­ბი ეკ­ონ­ომ­იკ­აში, ეკ­ოლ­ოგი­აში, იურ­ის­პუ­დენ­ცი­აში, ევ­რო­პულ ლი­დერ­შიპ­ში, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ტექ­ნი­კა­ში და ა.შ.; ICSU-Parliament — სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მა პარ­ლა­მენ­ტში მე­რი­ასა თუ სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ში, სა­დაც ახ­ალ­გაზ­რდე­ბი და­საქ­მე­ბის პერ­სპექ­ტი­ვას­თან ერ­თად ფას­და­უდ­ებ­ელ გა­მოც­დი­ლე­ბას შე­იძ­ენ­ენ; ICSU-Municipality board — ცალ­კე აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია PBL-Internship -ის მე­თო­დი, რომ­ლის მეშ­ვე­ობ­ით­აც მო­მა­ვალ თა­ობ­ას ვას­წავ­ლით მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის სა­ფე­ხუ­რებ­რივ გა­მოვ­ლე­ნა-შეს­წავ­ლა-ან­ალ­იზს და შემ­დეგ მა­თი გა­დაჭ­რის მე­თო­დე­ბის სა­ჯა­რო პრე­ზენ­ტა­ცი­ას; ICSU-Events — კულ­ტუ­რულ-მა­სობ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ებ­ები, შეკ­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­ტარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ქა­ლაქ­სა და რაიონში ნი­ჭი­ერი, ხე­ლო­ვა­ნი ახ­ალ­გაზ­რდე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და ჩარ­თუ­ლო­ბით; ICSU-Speaker — სა­დაც ახ­ალი თა­ობ­ის ლი­დე­რებს სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბის ტექ­ნი­კას და აუდ­იტ­ორი­ას­თან თუ მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სპე­ცი­ფი­კურ უნ­არ­ებს შე­ვას­წავ­ლით; ICSU-Master Class — მას­ტერ­კლა­სე­ბი მხო­ლოდ ლი­დე­რე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­საც წა­იკ­ითხა­ვენ მოწ­ვე­ული უცხო­ელი და ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბი და ლექ­ტო­რე­ბი; ICSU-Winter School — „ლი­დერ­თა ზამ­თრის სკო­ლა“ — იმ ახ­ალ­გაზ­რდა ლი­დე­რე­ბის შეკ­რე­ბა, რო­მე­ლიც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ქა­ლაქ­სა და რაიონში სხვა­დას­ხვა წარ­მა­ტე­ბულ პრო­ექ­ტებს ან­ხორ­ცი­ელ­ებ­ენ; ICSU-Camp-“ზაფხუ­ლის ახ­ალ­გაზ­რდუ­ლი ქა­ლა­ქი“ — სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­აში ყვე­ლა­ზე დი­დი და მას­შტა­ბუ­რი ახ­ალ­გაზ­რდუ­ლი შეკ­რე­ბა-პრო­ექ­ტი მთლი­ან­ად აგ­ებ­ულია Crowdfounding-ის პრინ­ცი­პებ­ზე და სა­ფუძ­ვლებ­ზე, რაც გუ­ლის­ხმობს ახ­ალ­გაზ­რდე­ბის თა­ნა­ჩარ­თუ­ლო­ბას და ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რაიონში და ქა­ლაქ­ში ინ­ოვ­აცი­ური მე­თო­დე­ბით ახ­ალ­გაზ­რდა ლი­დე­რე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და მა­თი უნ­არ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბას; ICSU- გა­იც­ანი სა­ქარ­თვე­ლო — მო­იც­ავს მა­ღა­ლი ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ალ­ის მქო­ნე ქა­ლა­ქებ­ში ათ­ას­ობ­ით მო­ქა­ლა­ქის გან­თავ­სე­ბას სოფ­ლის სახ­ლებ­ში, რი­სი მეშ­ვე­ობ­ით­აც ხდე­ბა სოფ­ლის, ქა­ლა­ქი­სა თუ რაიონის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ეკ­ონ­ომ­იკ­ური ნა­კა­დე­ბის შე­დი­ნე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის და­საქ­მე­ბა და რაიონში არ­სე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი, ის­ტო­რი­ული, რეკ­რე­აცი­ული და ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ალ­ის გაც­ნო­ბა; ICSU – My Magical Weekend — აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა წარ­მო­ად­გენს სო­ცი­ალ­ურ პრო­ექ­ტს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ახ­ალ­გაზ­რდებს სა­შუ­ალ­ება ეძ­ლე­ვათ, რომ და­ის­ვე­ნონ ზამ­თრის კუ­რორ­ტებ­ზე წარ­მო­უდ­გე­ნელ ფა­სად; ICSU — სა­ჩუ­ქა­რი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს — პრო­ექ­ტში ჩარ­თულ ახ­ალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რუ­ლი უნ­არ­ებ­ით, სა­შუ­ალ­ება ეძ­ლე­ვათ SEU Art Project-ის პრო­ფე­სი­ონ­ალ პე­და­გო­გებ­თან და ცნო­ბილ მომ­ღერ­ლებ­თან თუ მსა­ხი­ობ­ებ­თან ერ­თად მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს და­უვ­იწყა­რი შოუ-კონ­ცერ­ტი აჩ­უქ­ონ; ICSU – European Summer (Winter) Camp — ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თულ სა­უკ­ეთ­ესო, აქ­ტი­ურ ახ­ალ­გაზ­რდებს სა­შუ­ალ­ება ეძ­ლე­ვათ გა­იც­ნონ ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა. უახ­ლოს მო­მა­ვალ­ში და­მა­ტე­ბით პრო­ექ­ტს თუ რა­მეს შევ­მა­ტებთ, აუც­ილ­ებ­ლად გა­გა­გე­ბი­ნებთ.

 

თქვენ გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ეთ პრო­ექ­ტი — „აღ­მო­აჩ­ინე სა­ქარ­თვე­ლო“, რო­მე­ლიც ტუ­რის­ტუ­ლი სერ­ვი­სე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­კე­ნაც იყო მი­მარ­თუ­ლი...

 

ამ პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით ვი­ღებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­ეთ წერ­ტი­ლებს (და­სახ­ლე­ბას – სო­ფელს, რაიონს), რო­მელ­თაც ტუ­რის­ტუ­ლი კუთხით დი­დი პერ­სპექ­ტი­ვა გა­აჩ­ნია და ვიწყებთ ამ წერ­ტი­ლე­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლურ-ტუ­რის­ტუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბას. პირ­ვე­ლი ას­ეთი წერ­ტი­ლი, რო­მე­ლიც სა­პი­ლო­ტედ ავ­იღ­ეთ, არ­ის ხო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფე­ლი გორ­დი, ავ­იღ­ეთ 25-მდე სოფ­ლის სახ­ლი და და­ვიწყეთ ამ სახ­ლე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა ჩვე­ნი სა­ზაფხუ­ლო ახ­ალ­გაზ­რდუ­ლი ბა­ნა­კის მეშ­ვე­ობ­ით, რა­თა ამ სახ­ლე­ბის თან­მიმ­დევ­რუ­ლი და­ახ­ლო­ება მომ­ხდა­რი­ყო სა­ოჯ­ახო ტი­პის სას­ტუმ­რო­ებ­ის სტან­დარ­ტებ­თან. ბა­ნა­კის მიმ­დი­ნა­რე­ობ­ის­ას სე­ზონ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი სახ­ლე­ბის მას­პინ­ძლე­ბის შე­მო­სა­ვა­ლი 4-დან 6-ათ­ას ლა­რამ­დეა, რომ­ლის ნა­ხე­ვარ­საც, ჩვე­ნი შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, ის­ინი სახ­ლე­ბის ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბას ახ­მა­რენ, რა­თა, რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, ამ სახ­ლე­ბის ჯერ და­ახ­ლო­ება და შემ­დეგ მთლი­ანი გარ­დაქ­მნა მოხ­დეს სა­ოჯ­ახო ტი­პის სას­ტუმ­რო­ებ­ად. მოწ­ვე­ული გვყავს უცხო­ელი მო­ხა­ლი­სე­ები, რომ­ლე­ბიც ბა­ნა­კის მო­ნა­წი­ლე­ებს რო­გორც არ­აფ­ორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო ლექ­ცი­ებს, ას­ევე ნე­ბის­მი­ერი ახ­ალ­გაზ­რდი­სათ­ვის ეს­ოდ­ენ სა­ჭი­რო უცხო ენ­ის კურ­სებს (native-speaker party) სთა­ვა­ზო­ბენ. კულ­ტუ­რულ-გა­სარ­თო­ბი სეგ­მენ­ტი – დის­კო­თე­კე­ბი, პო­ეზი­ის სა­ღა­მო­ები, კონ­ცერ­ტე­ბი, სპე­ცი­ალ­ური სტუმ­რე­ბი და ცნო­ბი­ლი სა­ხე­ები, სპორ­ტუ­ლი ჩემ­პი­ონ­ატ­ები, კუ­ლი­ნა­რუ­ლი მას­ტერ-კლა­სე­ბი, ფე­რე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი, ლაშ­ქრო­ბე­ბი, ცეკ­ვე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი, ქარ­თუ­ლი სოფ­ლის ნა­წარ­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ები – ეს არ­ას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ისა, რომ­ლე­ბიც სოფ­ლის მო­სახ­ლე­ობ­ის­ათ­ვის, დამ­სვე­ნე­ბე­ლი ახ­ალ­გაზ­რდე­ბი­სათ­ვის და ტუ­რის­ტე­ბი­სათ­ვის კომ­ფორ­ტულ, მიმ­ზიდ­ველ და სა­ინ­ტე­რე­სო გა­რე­მოს ქმნის. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი 2019 წლის ზაფხულს გა­იმ­არ­თა სა­ქარ­თვე­ლოს რვა რე­გი­ონ­ში.