Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რა არის ნეორომარკეტინგი?

თა­მარ და­დი­ანი

 

რა არ­ის ნე­ორ­ომ­არ­კე­ტინ­გი, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს მას ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში? რა­ში და­ეხ­მა­რე­ბა ნე­ირ­ომ­არ­კე­ტინ­გის ცოდ­ნა სტუ­დე­ნე­ტებს? — ამ სა­კითხე­ბის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში 19 ნო­ემ­ბერს სა­ჯა­რო ლექ­ცი­ას წა­იკ­ითხა მოწ­ვე­ულ­მა ქო­უჩ­მა, კომ­პა­ნია MBG Group-ის პერ­სო­ნა­ლის მე­ნეჯ­მენ­ტის და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ული გან­ვი­თა­რე­ბის დი­რექ­ტორ­მა ლა­შა მი­ქი­აშ­ვილ­მა.

 

ღო­ნის­ძი­ებ­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი.

 

ლექ­ცი­აზე სა­უბ­არი იყო ნე­ირ­ომ­ეც­ნი­ერ­ებ­აზე და მის როლ­ზე ბიზ­ნეს­ში, ნე­ირ­ომ­არ­კე­ტინ­გზე, რო­გორც რეკ­ლა­მის ეფ­ექ­ტი­ან სა­შუ­ალ­ებ­აზე და ას­ევე თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის გა­მო­ყე­ნე­ბით მომ­ხმა­რე­ბელ­თა ქცე­ვის მე­ნეჯ­მენ­ტის შეს­წავ­ლა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. თუ რა არ­ის ნე­ორ­ომ­არ­კე­ტინ­გი, რას შე­ის­წავ­ლის, რო­მელ ინ­დუს­ტრი­აში გა­მო­იყ­ენ­ება და რა­ში და­ეხ­მა­რე­ბა მი­სი ცოდ­ნა სტუ­დენ­ტებს ამ­ის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა ქო­უჩი ლა­შა მი­ქი­აშ­ვი­ლი.

 

„ნე­ირო მარ­კე­ტინ­გი თა­ნა­მედ­რო­ვე მარ­კე­ტინ­გის ერთ-ერ­თი მი­მარ­თლე­ბაა, რო­მე­ლიც სა­თა­ვეს იღ­ებს 2002 წლი­დან და ერ­თა­მეთ­ში აერ­თი­ან­ებს თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­სა და ნე­ირ­ომ­ეც­ნი­ერ­ებ­ას, იკ­ვლევს პრო­დუქ­ტის და სერ­ვი­სის გავ­ლე­ნას მომ­ხმა­რე­ბელ­ზე და ამ­ით სა­შუ­ალ­ებ­ას გვაძ­ლევს გავ­ზო­მოთ, და­ვა­კო­რექ­ტი­როთ და გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ პრო­დაქ­შე­ნის ეფ­ექ­ტი — იქ­ნე­ბა ეს რეკ­ლა­მა, ნივ­თი, რო­მელ­საც მომ­ხმა­რე­ბე­ლი ფი­ზი­კუ­რად ეხ­ება, თუ სერ­ვი­სი, რო­მელ­საც მომ­ხმა­რე­ბე­ლი იღ­ებს.

 

იქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში რეკ­ლა­მა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­და, სა­ჭი­როა ვი­ცო­დეთ — თუ რა ახ­დენს ჩვენ­ზე, რო­გორც მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე, გავ­ლე­ნას. მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გვაძ­ლევს სა­შა­ლე­ბას გა­ვარ­ჩი­ოთ ერ­თა­ნეთ­სა­გან ეფ­ექ­ტურ­სა და ეფ­ექ­ტი­ან გზას შო­რის რა გან­სხვა­ვე­ბაა და რა პრინ­ცი­პებ­ზე დაყ­რდნო­ბით შეგ­ვიძ­ლია ჩვენ, მი­ნი­მა­ლურ დრო­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გი მი­ვი­ღოთ. ყვე­ლა­ფერს რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ, სა­ჭი­როა ვი­ცო­დეთ რა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ას აგ­რო­ვე­ბენ კომ­პა­ნი­ები და რო­გორ ახ­დე­ნენ გავ­ლე­ნას ჩვენ­ზე.

 

ლექ­ცია სტუ­დენ­ტს და­ეხ­მა­რე­ბა აღ­მო­აჩ­ინ­ოს თა­ნა­მედ­რო­ვე მარ­კე­ტინ­გის ყვე­ლა­ზე მოთხოვ­ნა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა, გა­იგ­ოს რამ­ხე­ლა ეფ­ექ­ტს ახ­დენს შეგ­რძნე­ბა და ემ­ოცია გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე, რო­გორ იმ­არ­თე­ბა ად­ამი­ანი და რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს ვა­ლი­და­ცი­ას სტრა­ტე­გი­ული გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის დროს“, — გა­ნაცხა­და ლა­შა მი­ქი­აშ­ვილ­მა.