Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორი ნინო ჩიხლაძე ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობის 10 წლიან შედეგებს აფასებს

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

თსუ მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი ნი­ნო ჩიხ­ლა­ძე ქარ­თულ-ნორ­ვე­გი­ული თა­ნამ­შრომ­ლო­ბის 10 წლი­ან შე­დე­გებს აფ­ას­ებს. თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებ­და ჯან­დაც­ვი­სა და რე­გის­ტრებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი­ის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნის ტრან­სფერს ნორ­ვე­გი­იდ­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­არ­ებ­ას რო­გორც პრაქ­ტი­კულ, ას­ევე გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში.

 

თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტი­სა და არ­ქტი­კუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის/ტრომ­სოს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის კო­ლა­ბო­რა­ცი­ული პრო­ექ­ტი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­დაც­ვა­ში და­ფი­ნან­სდა გა­ნათ­ლე­ბა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ნორ­ვე­გი­ული ცენ­ტრის (SIU) მი­ერ 2012 წელს, პრო­ექ­ტის ფაგ­რლებ­ში 2014 წელს სა­ქარ­თვე­ლოს და ნორ­ვე­გი­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებს შო­რის გა­ფორ­მდა აკ­ად­ემი­ური თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტორს ტრომ­სოს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სპე­ცი­ალ­ის­ტს, პრო­ფე­სორ ტო­რალფ ჰას­ვოლ­დის, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის, 2016 წელს თსუ სა­პა­ტიო დოქ­ტო­რის წო­დე­ბა მი­ენ­იჭა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში შე­მუ­შავ­და ახ­ალი სას­წავ­ლო კურ­სე­ბი, აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის­თვის ჩა­ტარ­და სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი და სე­მი­ნა­რე­ბი რო­გორც ნორ­ვე­გი­აში, ისე სა­ქარ­თვე­ლო­ში. ქარ­თვე­ლი და ნორ­ვე­გი­ელი სა­მეც­ნი­ერო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბით თსუ მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის და სა­ქარ­თვე­ლოს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტებ­მა წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლეს სა­ვალ­დე­ბუ­ლო სას­წავ­ლო კურ­სე­ბი.

 

სა­ქარ­თვე­ლო-ნორ­ვე­გი­ის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა 2016 წელს ევ­რა­ზი­ის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში გაგ­რძელ­და, სა­დაც 37 პრო­ექ­ტი­დან 13 სა­უკ­ეთ­ეს­ოს შო­რის პრო­ექ­ტი „სა­ქარ­თვე­ლო-ნორ­ვე­გი­ის კო­ლა­ბო­რა­ცია სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­დაც­ვა­ში“ იყო. პრო­ექ­ტის პარ­ტნი­ორი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებია: სა­ქარ­თვე­ლოს და­ავ­ად­ებ­ათა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, სა­ქარ­თვე­ლოს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, გა­ერ­ოს ბავ­შვთა ფონ­დი, კონ­სულ­ტი­რე­ბა და ინ­ფორ­მა­ცია ტექ­ნო­ლო­გე­ბის ინ­ოვ­აცი­ები.

 

„პრო­ექ­ტის პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვან ამ­ოც­ან­ად სა­ქარ­თვე­ლო­ში ახ­ალი, სა­ერ­თა­შო­რი­სო, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის გან­ვი­თა­რე­ბა გა­ნი­საზღვრა, რო­მე­ლიც რე­გის­ტრე­ბი­სა და მო­სახ­ლე­ობ­ის კვლე­ვის ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი­აზე იქ­ნე­ბო­და ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი. თსუ მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტეტ­ზე ახ­ალ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან პროგ­რა­მა­ზე მუ­შა­ობა 2016 წლი­დან ტრომ­სოს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­იწყო. ჩა­მო­ყა­ლიბ­და დარ­გობ­რი­ვი კო­მი­ტე­ტი. პროგ­რა­მის შე­მუ­შა­ვე­ბი­სას გა­მო­ვი­ყე­ნეთ ტრომ­სოს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­მოც­დი­ლე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნოს გა­ნათ­ლე­ბის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში სწავ­ლე­ბის სტან­დარ­ტე­ბი, ევ­რო­პუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ები სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჯან­დაც­ვა­ში სა­მა­გის­ტრო გა­ნათ­ლე­ბის­თვის და თუ­ნინ­გის გა­იდ­ლა­ინ­ები სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის დარ­გში კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ახ­ალ­მა ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან­მა პროგ­რა­მამ პირ­ვე­ლი აკ­რე­დი­ტა­ცია 2018 წელს მი­იღო და ამ­ავე წელს გან­ხორ­ცი­ელ­და სტუ­დენ­ტთა პირ­ვე­ლი ნა­კა­დის მი­ღე­ბა.

 

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და სტუ­დენ­ტთა ერ­თსე­მეს­ტრი­ანი და ხან­მოკ­ლე მო­ბი­ლო­ბა არ­ქტი­კუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის/ტრომ­სოს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში; სა­ქარ­თვე­ლოს და ნორ­ვე­გი­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტებ­მა მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღ­ეს ერ­თობ­ლივ სას­წავ­ლო კურ­სებ­ში, რომ­ლე­ბიც ორ­ივე ქვე­ყა­ნა­ში ქარ­თვე­ლი და ნორ­ვე­გი­ელი პრო­ფე­სო­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და; ნორ­ვე­გი­ელი პრო­ფე­სო­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ობ­ით გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის რამ­დე­ნი­მე სას­წავ­ლო კურ­სი; სტუ­დენ­ტე­ბის ნაშ­რო­მე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო, მათ შო­რის, იმ­პაქტ-ფაქ­ტო­რი­ან ჟურ­ნა­ლებ­ში.

 

მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე სამ­თავ­რო­ბო და არ­ას­ამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და მა­თი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­არ­ება, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კა ხელს უწყობს შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნებ­თან მა­თი კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ის შე­სა­ბა­მი­სო­ბას. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მომ­ზად­და სპე­ცი­ალ­ური კურ­სი „რე­გის­ტრებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგია“, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღ­ეს რო­გორც სა­მა­გის­ტრო, ისე სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტებ­მა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ცოდ­ნის მი­ღე­ბა და კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა სტუ­დენ­ტებს დი­დი მო­ცუ­ლო­ბის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის, მათ შო­რის, და­ბა­დე­ბის რე­გის­ტრის ბა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ას აძ­ლევს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 2016 წლი­დან ამ­ოქ­მედ­და“, — აღ­ნიშ­ნა თსუ მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის პრო­ფე­სორ­მა, პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა ნი­ნო ჩიხ­ლა­ძემ.

 

თსუ მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტეტ­ზე ბო­ლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ულ­მა სა­ქარ­თვე­ლო-ნორ­ვე­გი­ის კო­ლა­ბო­რა­ცი­ულ­მა პრო­ექ­ტებ­მა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო გა­ნათ­ლე­ბა მო­იც­ვა. სა­მო­მავ­ლოდ გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­არ­ება სხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის — მე­დი­ცი­ნი­სა და სტო­მა­ტო­ლო­გი­ის — მი­მარ­თუ­ლე­ბით იგ­ეგ­მე­ბა.