Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ომის ევოლუცია, ისტორიული გამოცდილება და თანამედროვე გამოწვევები

შურ­თია ბე­როშ­ვი­ლი

 

თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ახ­ალი და უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რან­ტის კა­ხა­ბერ ჭა­ფო­ძის კვლე­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენს ომ­ის ევ­ოლ­უცია, ის­ტო­რი­ული გა­მოც­დი­ლე­ბა და თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბი. კვლე­ვის ფარ­გლებ­ში სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა იყო სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა პო­ლო­ნე­თის სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნალ­ში Ante Portas – SecurityStudies („კა­რიბ­ჭეს­თან — უს­აფ­რთხო­ებ­ის კვლე­ვე­ბი“), რო­მე­ლიც ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი რე­ფე­რი­რე­ბა­დი ჟურ­ნა­ლია.

 

ახ­ალ­გაზ­რდა მკვლევ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტა­ტი­აში „ომ­ის ევ­ოლ­უცია. ომ­ის ბუ­ნე­ბი­სა და ხა­სი­ათ­ის ცვა­ლე­ბა­დო­ბი­სა თუ მდგრა­დო­ბის (უც­ვლე­ლო­ბის) სა­კითხე­ბი“ გან­ხი­ლუ­ლია ომ­ის ბუ­ნე­ბი­სა და ხა­სი­ათ­ის ცვა­ლე­ბა­დო­ბი­სა თუ მდგრა­დო­ბის სა­კითხე­ბი, ომ­ის ბუ­ნე­ბი­სა და ომ­ის ხა­სი­ათ­ის შე­და­რე­ბა ომ­სა და ომ­ის წარ­მო­ებ­ას­თან, ას­ევე, წარ­მოდ­გე­ნი­ლია ხედ­ვა ომ­ებ­ის ევ­ოლ­უცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ნაშ­რომ­ში გა­ან­ალ­იზ­ებ­ულია ის­ეთი სამ­ხედ­რო თე­ორ­ეტ­იკ­ოს­ებ­ის ნაშ­რო­მე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: სუნ-ძი, კლა­უზ­ევ­იცი, მა­იკლ ჰო­ვარ­დი, მარ­ტინ ვან კრე­ველ­დი, მაქს ბუ­ტი, მიუეტი, მე­რი კალ­დო­რი და ა.შ. ან­ტი­კუ­რი ხა­ნის სამ­ხედ­რო თე­ორ­ეტ­იკ­ოს­ის სუნ-ძის ნაშ­რო­მის „ომ­ის ხე­ლოვ­ნე­ბის“ ძი­რი­თა­დი აზ­რი წარ­მო­ჩე­ნი­ლია დღე­ვან­დე­ლო­ბის კონ­ტექ­სტში.

 

„სტა­ტი­ის მი­ზა­ნი ომ­ის ბუ­ნე­ბი­სა და ხა­სი­ათ­ის ევ­ოლ­უცი­ის სპე­ცი­ფი­კუ­რი ას­პექ­ტე­ბის წარ­მო­ჩი­ნე­ბაა. მას­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ომ­ის ოთხი თა­ობ­ის ან­ალ­იზი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ­ის გა­გე­ბი­სათ­ვის, თუ რა იყო ომ­ის თა­ობ­ათა ცვლის ამ­ძრა­ვი. ამ მიდ­გო­მას მივ­ყა­ვართ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბის, რო­გო­რი­ცაა „თა­ნა­მედ­რო­ვე ომ­ის წარ­მო­ებ­ით გა­მოწ­ვე­ული დი­ლე­მე­ბის“ (რომ­ლებ­მაც ომი შე­იყ­ვა­ნეს აბ­სტრაქ­ტულ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში) გა­დაწყვე­ტამ­დე. ნაშ­რომ­ში მოყ­ვა­ნი­ლია კლა­უზ­ევ­იც­ის თე­ორი­ებ­ის მხარ­დამ­ჭე­რი, ას­ევე სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თე­ორი­ები და მო­საზ­რე­ბე­ბი, კერ­ძოდ, კრე­ველ­დის, მაქს ბუ­ტის, მე­რი კალ­დო­რი­სა და სხვე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც ომ­ის ბუ­ნე­ბა და ხა­სი­ათი სულ სხვა კუთხი­დან გააანალიზეს და და­ინ­ახ­ეს, მაგ­რამ, მი­უხ­ედ­ავ­ად ამ­ისა, ომ­ის აბ­სტრაქ­ტულ ბუ­ნე­ბას ე.წ. „ომ­ის ბუ­რუს­ში“ შევ­ყა­ვართ და თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ხედ­რო თე­ორ­ეტ­იკ­ოს­ებ­ის­თვი­საც კი ომ­ის ჭეშ­მა­რი­ტი სა­ხის ამ­ოც­ნო­ბა გა­და­უჭ­რელ დი­ლე­მად რჩე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ, ნაშ­რომ­ში დას­მუ­ლია და გა­მოკ­ვე­თი­ლია პრობ­ლე­მა, რომ სა­ჭი­როა სწო­რად გა­ვა­ან­ალ­იზ­ოთ ურ­თი­ერ­თგა­მომ­რიცხა­ვი თე­ორი­ები, თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი, ის­ტო­რი­ული გა­მოც­დი­ლე­ბა და კონ­ტექ­სტი. აუც­ილ­ებ­ელია, ამ ურ­თუ­ლე­სი სა­კითხის რე­ლე­ვან­ტუ­რო­ბის დად­გე­ნა თა­ნა­მედ­რო­ვე ეპ­ოქ­ას­თან. ომ­ის ბუ­ნე­ბი­სა და ხა­სი­ათ­ის ევ­ოლ­უცი­ის თე­ორი­ული ან­ალ­იზ­იდ­ან ნათ­ლად ჩანს, რომ ომ­ის ჩა­ტა­რე­ბა­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს ტექ­ნო­ლო­გი­ები, სა­მარ­თა­ლი, ეთ­იკა, კულ­ტუ­რა, სო­ცი­ალ­ური, პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხედ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მე­თო­დე­ბი და სხვა ფაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც იც­ვლე­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში და მათ­თან ერ­თად იც­ვლე­ბა ომ­ის წარ­მო­ებ­ის მე­თო­დე­ბი და ხერ­ხე­ბი, მაგ­რამ ომ­ის ბუ­ნე­ბა უც­ვლე­ლი რჩე­ბა“, — ამ­ბობს ახ­ალ­გაზ­რდა მკვლე­ვა­რი.