Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მონოგრაფია „უარყოფის კატეგორია ქართველურ ენებში“ - კვლევის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ქარ­თუ­ლი ენ­ის ს/ს ინ­სტი­ტუ­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით ახ­ალი წიგ­ნის „უარ­ყო­ფის კა­ტე­გო­რია ქარ­თვე­ლურ ენ­ებ­ში“ პრე­ზენ­ტა­ცია გა­იმ­არ­თა, რო­მე­ლიც შო­თა რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით გა­მო­იცა. პრე­ზენ­ტა­ცი­აზე ავ­ტო­რებ­მა: პრო­ფე­სორ­მა რა­მაზ ქურ­და­ძემ, ას­ოც­ირ­ებ­ულ­მა პრო­ფე­სორ­მა მაია ლო­მი­ამ, ას­ოც­ირ­ებ­ულ­მა პრო­ფე­სორ­მა ქ. მარ­გი­ან­მა, ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ებ­ის ინს­ტი­ტუ­ტის მეც­ნი­ერ-თა­ნა­მშრო­მელ­მა ნ. ჭუმ­ბუ­რი­ძემ მო­ნოგ­რა­ფი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რეს. აღ­ინ­იშ­ნა ის­იც, რომ ნაშ­რომ­მა ფუნ­და­მენ­ტუ­რი კვლე­ვე­ბის კონ­კურ­სში გა­იმ­არ­ჯვა.

 

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტიც, რომ მო­ნოგ­რა­ფია უარ­ყო­ფის კა­ტე­გო­რი­აზე „ქარ­თვე­ლუ­რი ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ებ­ის“ სე­რი­ით გა­მო­ცე­მუ­ლი მე­ორე წიგ­ნია; პირ­ვე­ლი გახ­ლდათ „ევი­დენ­ცი­ა­ლ­ობ­ის კა­ტე­გო­რია ქარ­თვე­ლურ ენ­ებ­ში“; ას­ევე, დაწყე­ბუ­ლია მუ­შა­ობა სე­რი­ის მე­სა­მე წიგ­ნზე − „ინ­ფორ­მა­ცი­ის სტრუქ­ტუ­რა და ჰი­პო­ტაქ­სუ­რი მო­დე­ლე­ბი ქარ­თვე­ლურ ენ­ებ­ში“.

 

ღო­ნის­ძი­ებ­აზე ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა პრო­ფე­სორ­მა ნა­ნა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა ვრც­ლად ისა­უბ­რა ქარ­თვე­ლუ­რი ენ­ებ­ის მეც­ნი­ერ­ული შეს­წავ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ერ­ოვ­ნუ­ლი მო­ნო­ლი­თუ­რო­ბი­სა და ერ­თი­ანი ენ­ობ­რი­ვი მსოფ­ლხედ­ვის კონ­ტექ­სტში. მან სა­გან­გე­ბოდ გა­უს­ვა ხა­ზი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ავ­ტორ­თა ჯგუ­ფის მუ­შა­ობ­ის პრო­დუქ­ტი­ულ­ობ­ას და მად­ლო­ბა გა­და­უხ­ადა რუს­თა­ვე­ლის ფონ­დს მნიშ­ვნე­ლო­ვან ერ­ოვ­ნულ საქ­მე­ში თა­ნა­დგო­მი­სა და მხარ­და­ჭე­რის­თვის.

 

აკ­ად­ემ­იკ­ოს­მა მზე­ქა­ლა შა­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა: „დი­დია ინ­ტე­რე­სი უნ­ივ­ერ­სა­ლუ­რი კა­ტე­გო­რი­ებ­ის მი­მართ სა­ერ­თოდ მსოფ­ლი­ოში; იქ­მნე­ბა ახ­ალ-ახ­ალი ლინ­გვის­ტუ­რი თე­ორი­ები, ტერ­მი­ნე­ბი. ამ ჩარ­ჩოს მი­ხედ­ვ­ით ჩვე­ნი მდი­და­რი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ემ­პი­რი­ული მა­სა­ლის შეს­წავ­ლა არ­ის აქ­ტუ­ალ­ური და სა­შუ­რი საქ­მე. წიგ­ნი გუ­შინ მი­ვი­ღე, გა­და­ვათ­ვა­ლი­ერე სარ­ჩე­ვი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან და­ტ­ვირ­თუ­ლია, სა­კითხე­ბი სა­ინ­ტე­რე­სოდ არ­ის და­ლა­გე­ბუ­ლი; ინ­ტე­რე­სით გა­ვეც­ნო­ბი და უფ­რო მეტს ნაშ­რო­მის დე­ტა­ლუ­რად გაც­ნო­ბის შემ­დეგ მო­გახ­სე­ნებთ; მეც­ნი­ერ­ებს შო­რის აზ­რთა გაც­ვლა და მსჯე­ლო­ბა, რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ცოცხა­ლი პრო­ცე­სია და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად წა­ად­გე­ბა ერ­ოვ­ნუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მეს“.

 

ემ­ერ­იტ­უს პრო­ფე­სორ­მა და­მა­ნა მე­ლი­ქიშ­ვილ­მა ყუ­რადღე­ბა გა­ამ­ახ­ვი­ლა საკ­ვლე­ვი თე­მის სირ­თუ­ლე­ზე: „უარ­ყო­ფა თა­ვი­სი არ­სით რთუ­ლი კა­ტე­გო­რიაა, ამ­იტ­ომ დიდ­ძა­ლი მა­სა­ლის სკრუ­პუ­ლო­ზურ ან­ალ­იზს ითხოვს. სი­ამ­ოვ­ნე­ბით ვუს­მენ­დი ავ­ტო­რებს; კვლე­ვი­სას იმ­დე­ნი რამ გაუ­თვა­ლის­წი­ნე­ბი­ათ და, რაც მთა­ვა­რია, ნათ­ლად, გა­სა­გე­ბად იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­წო­დე­ბუ­ლი“.

 

წიგ­ნის ერთ-ერ­თი ავ­ტო­რის რა­მაზ ქურ­და­ძის თქმით, მო­ნოგ­რა­ფია მო­იც­ავს ქარ­თვე­ლუ­რი ენ­ებ­ის სის­ტე­მურ აღ­წე­რა­სა და ან­ალ­იზს ქარ­თველ და უცხო­ელ ავ­ტორ­თა თე­ორი­ული ნა­აზ­რე­ვის მი­ხედ­ვით: „კვლე­ვის შე­დე­გე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბის­თვის, რო­მ­ლ­ებ­საც აინ­ტე­რე­სებთ კოგ­ნი­ცი­ის ენ­ობ­რივ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბი; ას­ევე, ქარ­თუ­ლი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ენ­ის ის­ტო­რია, ქარ­თვე­ლურ ენ­ათა ტი­პო­ლო­გია ის­ტო­რი­ულ-შე­და­რე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბი­სა და სინ­ქრო­ნი­ული მო­ნა­ცე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით“.

 

მო­ნოგ­რა­ფი­აზე მუ­შა­ობ­ის პრო­ცეს­ში გა­მოვ­ლე­ნილ სპე­ცი­ფი­კურ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზე, შე­დე­გის ეფ­ექ­ტუ­რო­ბა­სა და სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე ისა­უბ­რეს სხვა ავ­ტო­რებ­მაც: „სა­ინ­ტე­რე­სოა იმ­ის ახ­სნა, ზოგ­ჯერ რა­ტომ „ირ­ღვე­ვა“ ტრა­დი­ცი­ული გრა­მა­ტი­კის ნორ­მე­ბი სა­სა­უბ­რო მეტყვე­ლე­ბა­სა და ქარ­თუ­ლი ენ­ის დი­ალ­ექ­ტებ­ში. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქ­ვს არ ვი­ცი და ვერ ვი­ცი ფორმ­ებ­ის მო­ნა­ცვლე­ობა; ას­ევე, სა­ინ­ტე­რე­სოა სხვა­დას­ხვა ემ­ოცი­ურ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი ნი­უან­სის ას­ახ­ვა მწერ­ლ­ის ენ­აში არა/არ უარ­ყო­ფი­თი ნა­წი­ლა­კის სა­შუ­ალ­ებ­ით. ამ­ის ერთ-ერ­თი ნი­მუ­შია მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ან­ის ლექ­სი, რომ­ლის სა­ხელ­წო­დე­ბაა „არა“. „არა“ რეფ­რე­ნად გას­დევს ლექ­სს და სხვა­დას­ხვა შემ­თხვე­ვა­ში სხვა­დას­ხვა სე­მან­ტი­კუ­რი ნიუანსი შე­მო­აქ­ვს“, − გა­ნაცხა­და ნი­ნო ჭუმ­ბუ­რი­ძემ.

 

„უარ­ყო­ფის ენ­ობ­რივ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბი მა­ინ­ტე­რე­სებ­და ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტო­ბის დრო­იდ­ან; სა­დიპ­ლო­მო შრო­მაც კი მი­ვუ­ძ­ღვე­ნი უარ­ყო­ფის ას­ახ­ვას ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ურ ენ­ებ­სა და სვა­ნურ­ში. სვა­ნუ­რი უარ­ყო­ფი­თი ნა­წი­ლა­კე­ბის სიმ­რავ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა და უარ­ყო­ფი­თი სე­მან­ტი­კის ლექ­სი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბი­თაც მრა­ვა­ლმხრი­ვია; კერ­ძოდ, შე­უძ­ლია საგ­ნის ან ფაქ­ტის გა­მო­ხატ­ვის კონ­კრე­ტი­ზა­ცია და მის მი­მართ მთქმე­ლის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვა“, — აღ­ნიშ­ნა ქე­თე­ვან მარ­გი­ან­მა.

 

მაია ლო­მი­ამ აქ­ცენ­ტი გა­აკ­ეთა კვლე­ვის შე­დე­გე­ბის ეფ­ექ­ტუ­რო­ბა­ზე. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა: „მო­ნოგ­რა­ფი­აში მო­ცე­მუ­ლი დიდ­ძა­ლი ემ­პი­რი­ული მა­სა­ლა გა­ან­ალ­იზ­ებ­ულია ახ­ლე­ბუ­რი ხედ­ვით − ლინ­გვის­ტი­კის კო­მუნ­კა­ცი­ური, ან­თრო­პო­ცენ­ტრუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც იძ­ლე­ვა ტრა­დი­ცი­ული ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ებ­ისა და კოგ­ნი­ცი­ური ცნო­ბი­ერ­ებ­ის შერ­წყმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და ახ­ალ პერ­სპექ­ტი­ვებს აჩ­ენს ენ­ობ­რი­ვი მა­სა­ლის ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი კვლე­ვის თვალ­საზ­რი­ს­ით. პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნაშ­რო­მის პრაქ­ტი­კულ ღი­რე­ბუ­ლე­ბას გან­საზღ­ვრავს მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი და სას­წავ­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბით.

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ქარ­თვე­ლუ­რი ენ­ები და­არ­სე­ბის დღი­დან ის­წავ­ლე­ბო­და. დი­დი ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და მი­სი მო­წა­ფე­ები, თა­ნა­მო­აზ­რე­ები − იოს­ებ ყიფ­ში­ძე, აკ­აკი შა­ნი­ძე და სხვე­ბი სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო კონ­ცეფ­ცი­აში დიდ ად­გილს უთ­მობ­დნენ ქარ­თუ­ლი და სხვა ქარ­თვე­ლუ­რი ენ­ებ­ის კვლე­ვი­სა და სწავ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას. ტრა­დი­ცი­ად ქცე­ულ მეც­ნი­ერ­ულ მემ­კვიდ­რე­ობ­ას, რო­მელ­საც სა­უკ­უნე­ებ­ის წინ ჩა­უყ­არ­ეს სა­ფუძ­ვე­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის და­მა­არ­სებ­ლ­ებ­მა, ღირ­სე­ულ­ად აგ­რძე­ლებს თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ქარ­თუ­ლი ენ­ის ს/ს ინ­სტი­ტუ­ტი“, — ამ­ბობს მაია ლო­მია.