Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მომავალი მენეჯერების ციფრული კომპეტენციების განვითარების საკითხი

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ახ­ალი ტალ­ღა, რო­მე­ლიც ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან ტექ­ნო­ლო­გურ ცვლი­ლე­ბებს უკ­ავ­შირ­დე­ბა, მო­იც­ავს ციფ­რულ ტრან­სფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც ინ­დუს­ტრია I4.0-ის (I4.0) სა­ხელ­წო­დე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი. სა­ზო­გა­დო­ებ­ის ცხოვ­რე­ბა დღეს ამ გა­რე­მო­ში ვი­თარ­დე­ბა და ეს ეხ­ება გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტორ­საც. I4.0-ის და უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ურ­თი­ერ­თგავ­ლე­ნის სა­კითხებ­ზე თსუ-ის მოწ­ვე­ული პრო­ფე­სო­რი, ეკ­ონ­ომ­იკ­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი ნი­ნო პა­პა­ჩაშ­ვი­ლი უკ­ვე წლე­ბია მუ­შა­ობს, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი კი­ევ­ის ვა­დიმ ჰეტ­მა­ნის ერ­ოვ­ნუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო-პრაქ­ტი­კულ კონ­ფე­რენ­ცი­აზე — „ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის სტრა­ტე­გია VUCA რე­ალ­ობ­ის პი­რის­პირ“ — წა­რად­გი­ნა. „აბ­რე­ვი­ატ­ურა VUCA არ­ას­ტა­ბი­ლურ, გა­ურ­კვე­ველ, რთულ და ბუნ­დო­ვან ვი­თა­რე­ბას (Volatile, Nncertain, Complex, and Ambiguous) აღ­ნიშ­ნავს.

 

„I4.0-ის და უმ­აღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის სა­კითხებს რამ­დე­ნი­მე პუბ­ლი­კა­ცია და სა­კონ­ფე­რენ­ციო მოხ­სე­ნე­ბა მი­ვუძ­ღვე­ნი. ამ კონ­ფე­რენ­ცი­აზე ვრცე­ლი კვლე­ვის ერთ-ერ­თი ას­პექ­ტი წარ­ვად­გი­ნე: „მო­მა­ვა­ლი მე­ნე­ჯე­რე­ბის ციფ­რუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­კითხი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სექ­ტო­რის პერ­სპექ­ტი­ვი­დან“. ვფიქ­რობ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში უფ­რო მე­ტად აქ­ტუ­ალ­ური გახ­დე­ბა ციფ­რუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ში ინ­ტეგ­რი­რე­ბის სა­კითხი, რად­გან ზო­გა­დი ინ­ტე­ლექ­ტის (IQ) და ემ­ოცი­ური ინ­ტე­ლექ­ტის (EQ) მსგავ­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია DQ — ციფ­რუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბაც. ჩე­მი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, ერ­თი მხრივ, ავ­ით­არ­ებს კონ­ცეფ­ტუ­ალ­ურ ჩარ­ჩოს უმ­აღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის I4.0-ის კონ­ტექ­სტში გა­აზ­რე­ბის­თვის და მე­ორე მხრივ, სა­სარ­გებ­ლო პრაქ­ტი­კულ მიგ­ნე­ბებს გვთა­ვა­ზობს უმ­აღ­ლეს სა­გა­ნა­მან­თლებ­ლო პროგ­რა­მებ­ში (და მათ შო­რის ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის პროგ­რა­მებ­ში) ციფ­რუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ის ას­ახ­ვის­თვის.

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მი­უხ­ედ­ავ­ად რი­გი კვლე­ვე­ბი­სა, უმ­აღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ში ციფ­რუ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ებ­ის ინ­ტეგ­რი­რე­ბის სა­კითხი ჯერ კი­დევ არ არ­ის ფარ­თოდ შეს­წავ­ლი­ლი,“ — გან­მარ­ტავს მკვლე­ვა­რი.

 

კი­ევ­ის ვა­დიმ ჰეტ­მა­ნის ერ­ოვ­ნუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო-პრაქ­ტი­კულ კონ­ფე­რენ­ცია — „ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის სტრა­ტე­გია VUCA რე­ალ­ობ­ის პი­რის­პირ“ – 10 ნო­ემ­ბერს, ზუ­მის პლატ­ფორ­მის მეშ­ვე­ობ­ით ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში ჩა­ტარ­და.