Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მანანა შამილიშვილი: პოტენციურ დამსაქმებლებთან ახალი კავშირები სტუდენტებს მეტ მოტივაციას მისცემს

თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლად პრო­ფე­სო­რი მა­ნა­ნა შა­მი­ლიშ­ვი­ლი და­ამ­ტკი­ცეს. მა­ნა­ნა შა­მი­ლიშ­ვილს პე­და­გო­გი­ური და სა­მეც­ნი­ერო მოღ­ვა­წე­ობ­ის მრა­ვალ­წლი­ანი გა­მოც­დი­ლე­ბა აქ­ვს. იგი 50-ზე მე­ტი სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მის ავ­ტო­რი და 3 სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს თა­ნა­ავ­ტო­რია, აქ­ტი­ურ­ად მო­ნა­წი­ლე­ობს სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში; გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი აქ­ვს პუბ­ლი­კა­ცი­ები სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ფე­რი­რე­ბად ჟურ­ნა­ლებ­ში; ჩარ­თუ­ლია არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო და ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო საგ­რან­ტო პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­აში, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ს სა­ელ­ჩოს ხელ­შეწყო­ბით მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტში „მე­დი­აგ­ან­ათ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის“ და გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს აღ­მო­სავ­ლეთ პარ­ტნი­ორ­ობ­ის პროგ­რა­მით და­ფი­ნან­სე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო საგ­რან­ტო პრო­ექ­ტში „ჟურ­ნა­ლიზ­მი ევ­რო­პულ სა­ზო­გა­დო­ებ­ებ­ში“. 2020 წელს, მი­სი თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით, გა­მო­იცა დამ­ხმა­რე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის: "კონ­ფლიქ­ტის კო­მუ­ნი­კა­ცი­ები: ის­ტო­რია, სტა­ტუს-ქვო, პერ­სპექ­ტი­ვე­ბი (უკ­რა­ინ­ის, სა­ქარ­თვე­ლო­სა და გერ­მა­ნი­ის მე­დი­აგ­ამ­ოც­დი­ლე­ბა)’’. მი­სი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და­ცუ­ლია სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­ები. მა­ნა­ნა შა­მი­ლიშ­ვი­ლი არ­ის აგ­რეთ­ვე თსუ-ის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ერი თა­ნამ­შრო­მე­ლი.

 

თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლად არ­ჩე­ულ მა­ნა­ნა შა­მი­ლიშ­ვილს თსუ-ის მე­დი­ისა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მი­სა და მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის კონ­ცეფ­ცი­აზე ვე­სა­უბ­რეთ.

 

— ქალ­ბა­ტო­ნო მა­ნა­ნა, უპ­ირ­ვე­ლე­სად რომ გაგ­ვაც­ნოთ თქვე­ნი შე­ფა­სე­ბა, თუ რამ­დე­ნად შე­ეს­აბ­ამ­ება თსუ-ის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ მოთხოვ­ნებს?

 

— პირ­და­პირ დას­მულ კითხვა­ზე პა­სუხ­საც მყი­სი­ერს მო­გი­გებთ — დი­ახ, სავ­სე­ბით ეს­ად­აგ­ება. მო­გახ­სე­ნებთ, რა მაძ­ლევს ამ­ის თქმის სა­ფუძ­ველს. იმ­თა­ვით­ვე ვიტყვი, შორს ვარ აზ­რის­გან, რომ ყვე­ლა­ფე­რი იდე­ალ­ურ­ადაა. ცხა­დია, პრობ­ლე­მე­ბი არ­სე­ბობს, მათ შო­რის, დი­დი ხნის მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი, მაგ­რამ არ უნ­და გინ­დო­დეს და­ნახ­ვა, რომ ვერ შე­ამ­ჩნიო — სა­სი­კე­თოც რამ­დე­ნი კეთ­დე­ბა. სხვა­თა შო­რის, ამ ეტ­აპ­ზე რე­აკ­რე­დი­ტა­ცი­ის რთულ პრო­ცესს გა­დის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტი და მას­თან ერ­თად, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბიც. სპე­ცი­ალ­ურ­ად ამ პრო­ცე­სის­თვის ჩვენ მი­ერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვებ­მა ცხად­ლივ და­ად­ას­ტუ­რა, რომ საქ­მე ნამ­დვი­ლად არ გვაქ­ვს ცუ­დად. ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე მიმ­დი­ნა­რე სას­წავ­ლო პრო­ცე­სი შე­ეს­აბ­ამ­ება და­საქ­მე­ბის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ მოთხოვ­ნებს და ამ­ას სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბიც ამ­ტკი­ცებს. კურ­სდამ­თავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ბო­ლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქმის 90 პრო­ცენ­ტია, ხო­ლო მი­ღე­ბუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, და­ახ­ლო­ებ­ით — 65-70 პრო­ცენ­ტი.

 

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბას არ­სე­ბო­ბის 70-ზე მეტ­წლი­ანი ის­ტო­რია აქ­ვს — თავ­და­პირ­ვე­ლად გან­ყო­ფი­ლე­ბის, შემ­დგომ — ფა­კულ­ტე­ტის, ხო­ლო 2005 წლი­დან — დღეს არ­სე­ბუ­ლი სა­ხით. მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებს 5 აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა. მა­თი მი­ზა­ნია, სწავ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა სა­ფე­ხურ­ზე სტუ­დენ­ტებს მის­ცეს მრა­ვალ­მხრი­ვი გა­ნათ­ლე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სფე­რო­ში; მო­ამ­ზა­დოს თე­ორი­ული და პრაქ­ტი­კუ­ლი უნ­არ-ჩვე­ვე­ბის მქო­ნე, ეთ­იკ­ური პრინ­ცი­პე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ული ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გამ­ზი­არ­ებ­ელი, და­მო­უკ­იდ­ებ­ელი და კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ჟურ­ნა­ლის­ტთა ახ­ალი თა­ობა.

 

წი­ნა­აღ­მდეგ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში სა­ბა­კა­ლავ­რო სწავ­ლე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბო­ლო ხანს დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი უს­აფ­უძ­ვლო სკეფ­სი­სი­სა, უნ­და შევ­ნიშ­ნოთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა მუდ­მი­ვად ვი­თარ­დე­ბა, ფეხს უწყობს კო­მუ­ნი­კა­ცი­ურ პრო­ცე­სებს და იზი­არ­ებს სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბას. მი­სი ან­ალ­ოგ­ები გვხვდე­ბა მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ წარ­მა­ტე­ბულ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, მათ შო­რის, აშშ-სა და ევ­რო­პის წამ­ყვან მე­დი­ას­კო­ლებ­ში. სა­უბ­არ­მა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ელ­ფე­რი რომ არ შე­იძ­ინ­ოს, ამ თე­მა­ზე მე­ტად აღ­არ დავ­ყოვ­ნდე­ბით, თუმ­ცა სა­სურ­ვე­ლია, სხვა დროს ეს სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კითხიც გახ­დეს ცალ­კე გან­სჯის სა­გა­ნი.

 

ცხა­დია, სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის ში­ნა­არ­სი მუდ­მი­ვად ითხოვს გა­ნახ­ლე­ბას, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ისა და ჟურ­ნა­ლის­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის ტენ­დენ­ცი­ებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით, ციფ­რუ­ლი მე­დი­ის გა­მოწ­ვე­ვებ­თან და ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნურ ინ­ტე­რე­სებ­თან. ინ­ფორ­მა­ცი­ულ-სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტრან­სფორ­მა­ცი­ებ­ის შე­დე­გად მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბე­ბი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში პროგ­რა­მა­შიც აის­ახ­ება ახ­ალი სას­წავ­ლო კურ­სე­ბის სა­ხით, მათ შო­რის უნ­და და­ვა­სა­ხე­ლოთ: პო­ლი­ტი­კუ­რი და კულ­ტუ­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, ახ­ალი მე­დი­ის, სპორ­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის, აგ­რო­ჟურ­ნა­ლის­ტი­კის, სა­ზო­გა­დო­ებ­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის, მე­დი­ას­ამ­არ­თლის, ამ­ბის თხრო­ბი­სა („Storytelling“) და ინ­ფორ­მა­ცი­ის ვი­ზუ­ალ­იზ­ებ­ის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­თა შემ­სწავ­ლე­ლი საგ­ნე­ბი. შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ცე­მუ­ლი და სხვა მსგავ­სი ცვლი­ლე­ბე­ბი დი­დად უწყობს ხელს დარ­გობ­რივ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში სტუ­დენ­ტთა ვიწ­როპ­რო­ფი­ლურ და­ხე­ლოვ­ნე­ბას.

 

— რო­გო­რია თქვე­ნი ხედ­ვა და კონ­ცეფ­ცია თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რო­გორც ახ­ალი ხელ­მძღვა­ნე­ლი­სა,?

 

— პირ­ველ ყოვ­ლი­სა, უნ­და შევ­ნიშ­ნო, რომ ჩვე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა მარ­თვის გუნ­დუ­რი სტი­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა და არც სა­მო­მავ­ლოდ უღ­ალ­ატ­ებს ამ დე­მოკ­რა­ტი­ულ პრინ­ციპს, რაც გუ­ლის­ხმობს პრო­ფე­სუ­რის აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ობ­ას მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ხელ­შემ­წყობ საქ­მი­ან­ობ­აში. ჩე­მი, რო­გორც ახ­ალ­არ­ჩე­ული მეს­ვე­ურ­ის, კონ­ცეფ­ცი­აც ამ თან­ხმი­ერ­ებ­ის შე­დე­გად შე­მუ­შა­ვე­ბულ ხედ­ვას ემ­ყა­რე­ბა. იგი ას­ახ­ავს იმ ძი­რი­თად პრობ­ლე­მებს, რომ­ლე­ბიც დღე­ვან­დე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის, რო­გორც ერთ-ერ­თი ნო­ვა­ტო­რუ­ლი და მუდ­მი­ვად ცვა­ლე­ბა­დი პრაქ­ტი­კუ­ლი და სამ­კვლევ­რო სფე­როს წი­ნა­შე დგას. აქ ყუ­რადღე­ბას ვა­მახ­ვი­ლებთ პრაქ­ტი­კუ­ლი და სა­მეც­ნი­ერო მუ­შა­ობ­ის სპე­ცი­ფი­კა­სა და მა­თი ეფ­ექ­ტუ­რად წარ­მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, დარ­გის სტა­ტუს­სა და კომ­პე­ტენ­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

 

მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ჩვე­ნე­ული ხედ­ვა რამ­დე­ნი­მე პუნ­ქტად შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ვად­გი­ნოთ. პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ეს გახ­ლავთ თე­ორი­ასა და პრაქ­ტი­კას შო­რის კავ­ში­რის გაძ­ლი­ერ­ება და ამ მხრივ კონ­კრე­ტუ­ლი ქმე­დი­თი ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის და­გეგ­მვა — იქ­ნე­ბა ეს აქ­ტი­ური თა­ნამ­შრომ­ლო­ბა დარ­გის ექ­სპერ­ტებ­თან და მე­დი­ის პრო­ფე­სი­ონ­ალ­ებ­თან; მათ­თან ინ­ტენ­სი­ური შეხ­ვედ­რე­ბი (ე.წ. „მას­ტერ­კლა­სე­ბის“ ჩა­ტა­რე­ბა), სტუ­დენ­ტუ­რი პრაქ­ტი­კის ორ­გა­ნი­ზე­ბა და ა.შ. პრაქ­ტი­კუ­ლი კომ­პო­ნენ­ტის გაძ­ლი­ერ­ებ­აში დი­დად დაგ­ვეხ­მა­რე­ბა ფა­კულ­ტე­ტის მულ­ტი­მე­დია ცენ­ტრი და მი­სი ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა, რომ­ლის გა­ნახ­ლე­ბაც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იგ­ეგ­მე­ბა. ეს კი ხელს შე­უწყობს სტუ­დენ­ტთა სა­დის­კუ­სიო ფო­რუ­მის, ობი­ექ­ტუ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი პლატ­ფორ­მის შექ­მნას.

 

კი­დევ ერ­თი კონ­ცეპ­ტუ­ალ­ური ას­პექ­ტი უკ­ავ­შირ­დე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის კვლე­ვი­თი უნ­არ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, კერ­ძოდ: აქ­ტუ­ალ­ური პრობ­ლე­მა­ტი­კის იდ­ენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის, სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მე­ბის კრი­ტი­კუ­ლად წა­კითხვის, სა­მეც­ნი­ერო იდე­ებ­ის შერ­ჩე­ვი­სა და ამ იდე­ათა მნიშ­ვნე­ლო­ბის მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კუთხით შე­ფა­სე­ბის უნ­არ­ებ­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი ამ­ოც­ან­ებ­ის გა­დაჭ­რა­ში დი­დად დაგ­ვეხ­მა­რე­ბა თსუ სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე არ­სე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ერო გა­მო­ცე­მე­ბი, ყო­ველ­წლი­ური სტუ­დენ­ტუ­რი კონ­ფე­რენ­ცი­ები, მიზ­ნობ­რი­ვი სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბი. მათ პა­რა­ლე­ლუ­რად და­იგ­ეგ­მე­ბა სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბიც, რომ­ლე­ბიც თა­ნად­რო­ულ­ობ­ის აქ­ტუ­ალ­ური თე­მე­ბის ირ­გვლივ სტუ­დენ­ტთა თვალ­თა­ხედ­ვას წარ­მო­აჩ­ენს.

 

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვილ­დე­ბა აგ­რეთ­ვე სტუ­დენ­ტთა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნ­არ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ამ მიზ­ნით გან­საზღვრულ აქ­ტი­ვო­ბებს შო­რის უნ­და და­ვა­სა­ხე­ლოთ: შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ექ­ტე­ბის და­გეგ­მვა და გან­ხორ­ცი­ელ­ება, სას­წავ­ლო პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კუ­ლი საგ­ნე­ბის ფარ­გლებ­ში შექ­მი­ლი ტე­ლე და რა­დიო პრო­დუქ­ცი­ის დე­მონ­სტრი­რე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლი დარ­გობ­რი­ვი სას­წავ­ლო კურ­სის ფარ­გლებ­ში შექ­მნი­ლი სა­უკ­ეთ­ესო ნაშ­რო­მე­ბის კრე­ბულ­თა ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი და ბეჭ­დუ­რი ვერ­სი­ებ­ის გა­მო­ცე­მა და სხვა. აქ­ვე უნ­და ით­ქვას, რომ ამ მხრივ მარ­თლაც სა­უკ­ეთ­ესო გა­მოც­დი­ლე­ბა გვაქ­ვს. უკ­ვე მრა­ვა­ლი წე­ლია „ბეჭ­დუ­ლი მე­დი­ის“ სას­წავ­ლო კურ­სის ფარ­გლებ­ში სტუ­დენ­ტთა მი­ერ იქ­მნე­ბა ორ­იგ­ინ­ალ­ური ბეჭ­დუ­რი გა­მო­ცე­მე­ბი. ეს ტრა­დი­ცი­აც, ცხა­დია, გაგ­ძელ­დე­ბა და ტექ­ნო­ლო­გი­ური სი­ახ­ლე­ებ­ის თან­მდე­ვად პრო­დუქ­ცი­ის გა­მო­ცე­მის ფორ­მე­ბიც იც­ვლის სა­ხეს.

 

აქ­ვე უთუ­ოდ უნ­და ვახ­სე­ნოთ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და ამ მხრივ ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის მრა­ვალ­წლი­ანი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ სა­ელ­ჩოს­თან. სა­ელ­ჩოს მი­ერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, თსუ-ს ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ფე­სო­რე­ბი ვი­ზი­ტით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ჩი­კა­გო­ში, სა­დაც 2019 წლის 4-17 აგ­ვის­ტოს, ჩი­კა­გოს დე­პო­ლის კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ის კო­ლეჯ­ში მო­მა­ვა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გა­ნათ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ პრო­ექ­ტში მი­იღ­ეს მო­ნა­წი­ლე­ობა. „მე­დი­აგ­ან­ათ­ლე­ბის პროგ­რა­მა“, რო­მე­ლიც 2019 წელს და­იწყო, მრა­ვალ­წლი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ზეა გათ­ვლი­ლი. სა­მო­მავ­ლოდ იგ­ეგ­მე­ბა არა­ერ­თი აქ­ტი­ვო­ბა, მათ შო­რის — პრო­ფე­სორ­თა მო­რი­გი ვი­ზი­ტი აშშ-ში, ვორ­კშო­პე­ბი და სე­მი­ნა­რე­ბი, რო­მელ­თაც ამ­ერ­იკ­ელი პრო­ფე­სო­რე­ბი ჩა­ატ­არ­ებ­ენ ჩვე­ნი აუდ­იტ­ორი­ის­თვის. ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­იზ­აცი­ის კუთხით მუ­შა­ობა მუდ­მი­ვად იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლე­ბის ზრუნ­ვის სა­გა­ნი.

 

ამ­გვა­რად, მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ხელ­შემ­წყობ ღო­ნის­ძი­ებ­ათა ნუს­ხა დი­დია და მა­თი იდ­ენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მოხ­დე­ბა დღის წეს­რი­გით გა­მოკ­ვე­თი­ლი სა­ჭი­რო­ებ­ებ­ის კვა­ლად.

 

— რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ თქვე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბი­სა და თსუ-ის პუბ­ლი­ცის­ტი­კი­სა და ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი მე­დია ცენ­ტრის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბა?

 

— თე­ორი­ასა და პრაქ­ტი­კას შო­რის კავ­ში­რის გაძ­ლი­ერ­ებ­ისა და სტუ­დენ­ტთა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პო­ტენ­ცი­ალ­ის გან­ვი­თა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით ვგეგ­მავთ აქ­ტი­ურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას თსუ-ის პუბ­ლი­ცის­ტი­კი­სა და ელ­ექ­ტრო­ნულ მე­დია ცენ­ტრთან, რო­მე­ლიც გა­ზეთ „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის“ ბა­ზა­ზე შე­იქ­მნა. უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­ზეთ­თან მრა­ვალ­წლი­ანი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­უკ­ეთ­ესო გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობთ, ეს ახ­ალი კო­ლა­ბო­რა­ცი­აც მე­ტად სა­სარ­გებ­ლო და შე­დე­გი­ანი აღ­მოჩ­ნდე­ბა.

 

— რას სთა­ვა­ზობს წარ­მა­ტე­ბულ კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლებს მი­მარ­თუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია და­საქ­მე­ბის კუთხით?

 

— სტუ­დენ­ტთა პრო­ფე­სი­ული და კა­რი­ერ­ული მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით, მუ­შა­ობა წა­რი­მარ­თე­ბა ორი გზით: პე­რი­ოდ­ულ­ად მო­ეწყო­ბა დამ­საქ­მებ­ლებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი, მცი­რე ფო­რუ­მე­ბი, სა­დაც სტუ­დენ­ტებს შე­ეძ­ლე­ბათ მათ­თან გა­სა­უბ­რე­ბა და სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა. მე­ორე მხრივ, მუ­შა­ობა გაძ­ლი­ერ­დე­ბა პო­ტენ­ცი­ურ დამ­საქ­მებ­ლებ­თან ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მე­ბის გა­ფორ­მე­ბის კუთხით, და­იგ­ეგ­მე­ბა ერ­თობ­ლი­ვი სას­წავ­ლო-პრაქ­ტი­კუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი.

სხვა­დას­ხვა მე­დიაორგანიზაციასთან მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გვერ­დით, გან­სა­კუთ­რე­ბით უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უწყე­ბელ­თან 17 მარ­ტს გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მი, რომ­ლის ფარ­გლებ­ში ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი სტა­ჟი­რე­ბას სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უწყე­ბელ­ში გა­ივ­ლი­ან. ამ­ას­თან ერ­თად, ევ­რო­პის მა­უწყე­ბელ­თა კავ­ში­რის სას­წავ­ლო ცენ­ტრი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უწყებ­ლის ერ­თობ­ლივ ონ­ლა­ინ სე­სი­ებს და­ეს­წრე­ბი­ან. მე­მო­რან­დუ­მის თა­ნახ­მად, სტა­ჟი­რე­ბას­თან ერ­თად, ის­ინი მო­ნა­წი­ლე­ობ­ას მი­იღ­ებ­ენ ერ­თობ­ლი­ვად და­გეგ­მილ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში, მას­ტერ­კლა­სებ­ში, სე­მი­ნა­რებ­სა და სას­წავ­ლო-პრაქ­ტი­კულ პრო­ექ­ტებ­ში.