Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლალი შარვაძე: „მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა“

„კო­ვიდ–19“ –ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია არ­ის ჯერ­ჯე­რო­ბით ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი პან­დე­მი­ის შე­სა­ჩე­რებ­ლად! – ეს არ­ის ინ­ფექ­ცი­ონ­ის­ტე­ბის გზავ­ნი­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის, რომ­ლის თა­ობ­აზ­ეც კი­დევ ერ­თხელ შეგ­ვახ­სე­ნებს თსუ მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის ინ­ფექ­ცი­ურ და­ავ­ად­ებ­ათა და კლი­ნი­კუ­რი იმ­უნ­ოლ­ოგი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი ლა­ლი შარ­ვა­ძე:

 

— ქალ­ბა­ტო­ნო ლა­ლი, და­ვიწყოთ კო­ვოდ 19–ით და აც­რის პრო­ცე­დუ­რე­ბით – კი­დევ ერ­თხელ რომ გან­ვმარ­ტოთ აც­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში...

 

– ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქ­ვს პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში. კა­ცობ­რი­ობ­ას მრა­ვა­ლი პან­დე­მია ახ­სოვს, რომ­ლის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლი (რო­გორც ად­ამი­ან­ური, ას­ევე ეკ­ონ­ომ­იკ­ური და სხვ.) გა­ნუ­საზღვრე­ლია. აგ­ერ უკ­ვე წე­ლი­წად­ზე მე­ტია, მსოფ­ლიო ებ­რძვის ახ­ალი კო­რო­ნა­ვი­რუ­სით (COVID-19) გა­მოწ­ვე­ულ პან­დე­მი­ას. მას ბევ­რი სი­ცოცხლე შე­ეწ­ირა, ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. ფაქ­ტი­ურ­ად მსოფ­ლიო გა­ჩერ­და.

 

ჯერ-ჯე­რო­ბით ამ ვი­რუს­თან ბრძო­ლის ეფ­ექ­ტუ­რი ან­ტი­ვი­რუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი არ არ­სე­ბობს. და­ავ­ად­ებ­ას და­ახ­ლო­ებ­ით 10-20 პრო­ცენ­ტში მძი­მე მიმ­დი­ნა­რე­ობა აქ­ვს, ხო­ლო და­ახ­ლო­ებ­ით 5 პრო­ცენ­ტში – კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე. ამ უკ­ან­ას­კნე­ლის შემ­თხვე­ვა­ში ლე­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლის ალ­ბა­თო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. და­ავ­ად­ება ხა­სი­ათ­დე­ბა მა­ღა­ლი გა­დამ­დებ­ლო­ბით. ჯერ­ჯე­რო­ბით და­ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან თა­ვის დაც­ვის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ალ­ება არ­ის დის­ტან­ცი­ის დაც­ვა და პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბა. ამ­იტ­ომ­აც აგ­ერ უკ­ვე წე­ლი­წად­ზე მე­ტია უჩ­ვე­ულო გა­რე­მო­ში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა და მოღ­ვა­წე­ობა.

 

ამ მდგო­მა­რე­ობ­იდ­ან გა­მოს­ვლის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ალ­ება მო­სახ­ლე­ობ­ის მა­სი­ური ვაქ­ცი­ნა­ციაა. სა­ჭი­როა აიც­რას მო­სახ­ლე­ობ­ის და­ახ­ლო­ებ­ით 60-70 პრო­ცენ­ტი. მხო­ლოდ ამ გზით შე­ვა­ჩე­რებთ ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბას, შევ­ძლებთ იმ­ას, რომ კვლავ და­ვუბ­რუნ­დეთ ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტ­მს.

 

– რა შე­დე­გებს გა­მო­იწ­ვევს უნ­დობ­ლო­ბის ის ხა­რის­ხი, რო­მე­ლიც დღეს გაჩ­ნდა აც­რე­ბის მი­მართ?

 

– ეს კარ­გი არ არ­ის, რად­გან აც­რე­ბის გა­რე­შე პან­დე­მი­ას ვერ შე­ვა­ჩე­რებთ. სა­ჭი­როა მა­სი­ური სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ება, რა­თა მო­სახ­ლე­ობა და­ვარ­წმუ­ნოთ აც­რის აუც­ილ­ებ­ლო­ბა­ში.

 

– რო­გორც პრო­ფე­სი­ონ­ალი, რას ეტყვით მკითხველს „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ შე­დე­გი­ან­ობ­ასა და მის გვერ­დით მოვ­ლე­ნებ­ზე (თუ გიმ­სჯე­ლი­ათ სა­მე­დი­ცი­ნო წრე­ებ­ში და შე­გი­და­რე­ბი­ათ სხვა ვაქ­ცი­ნებ­თან?

 

– „AstraZeneca“ — ბრიტანულ-შვედური მულტინაციონალური ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, ძალიან ავტორიტეტული. იგი შედის მსოფლიოს უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიების რიცხვში. მისი პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით. „AstraZeneca“-ს ვაქცინა აღიარებულია ჯანმოს (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) მიერ (გავლილი აქვს პრე-კვალიფიკაცია). ასევე ის უკვე რეგისტრირებულია ისეთი მაღალი სანდოობის მქონე მარეგულირებლის მიერ, როგორიცაა EMA (ევროპის წამლის სააგენტო) და სხვ. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით. რაც შეეხება გვერდით ეფექტებს, იგი არ გამოირჩევა რაიმე განსაკუთრებული(მნიშვნელოვანი) გვერდითი ეფექტებით, სხვა ვაქცინებთან შედარებით.

 

– რა უნდა იცოდნენ ვაქცინაციის მსურველებმა, რა უნდა უთხრან ექიმს აცრის წინ?

 

– სადღეისოდ არსებული ვაქცინაციის კაბინეტები კარგად არის აღჭურვილი და მედპერსონალით დაკომპლექტებული. დაცულია უსაფრთხოების პირობები. იქვე არსებობს შესაბამისი აღჭურვილობა, საჭიროების შემთხვევაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის. მედპერსონალს გავლილი აქვს სპეციალური ტრენინგი, არსებობს ასევე სპეციალური კითხვარი, რომელიც უნდა შეავსოს ასაცრელმა პირმა (საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით), რათა ყველა დეტალი იქნას გათვალისწინებული. აცრიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში აცრილი პირი იმყოფება (ყოვნდებაა) ვაქცინაციის კაბინეტში და მასზე მიმდინარეობს დაკვირვება, რათა გაკონტროლდეს შესალო გვერდითი ეფექტების გამოვლენის ალბათობა.

 

მინ­და და­ვარ­წმუ­ნო ყვე­ლა, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია უს­აფ­რთხოა. კვა­ლი­ფი­ცი­ური მედ­პერ­სო­ნა­ლი ზრუ­ნავს იმ­ის თა­ობ­აზე, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­ტარ­დეს პა­ცი­ენ­ტის­თვის კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­ში, მაქ­სი­მა­ლუ­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ქვეშ.

 

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ