Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურენციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი გამოიცა

„კონკურენციის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართა თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, რომლის ორგანიზატორი იყო საქართველოს კონკურენციის სააგენტო. ღონისძიება პროფესორ ნოდარ ხადურის ხსოვნას მიეძღვნა.
პრეზენტაცია გახსნა თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ლექსიკონის გამოცემის ძირითად მიზანს წარმოადგენდა კონკურენციის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. „სწორედ ამ მიზნის მიღწევის პირველ მცდელობას წარმოადგენს განმარტებითი ლექსიკონი, რომელიც მოიცავს კონკურენციასთან დაკავშირებული ძირითადი ტერმინების ქართულ-ინგლისურ ვერსიებს და მათ განმარტებებს. განმარტებები ეყრდნობა როგორც ქართულ, ასევე ევროკავშირის კანონმდებლობას, კონკურენციის სფეროში არსებულ სამეცნიერო ლიტერატურასა და სხვადასხა საერთაშორსიო ლექსიკონებს“, - ვკითხულობთ ლექსიკონის წინასიტყვაობაში. პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას შესავალი სიტყვით მიმართეს: საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და ევროკავშირის პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა აურელიო ლა ტორემ. `ლექსიკონი ეძღვნება ნოდარ ხადურის ხსოვნას, რომელიც ამ ნაშრომის სამეცნიერო რედაქტორია. ის მომზადდა კონკურენციის სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის პროექტის (საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა) გუნდისა და სააგენტოს თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ გაწეული შრომისთვის“, - განაცხადა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და ნოდარ ხადურის ოჯახს, ყოფილი თავმჯდომარის მიერ კონკურენციის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, მადლობის სიგელი გადასცა. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა ლექსიკონის შემდგენლებს: ქეთი ზუკაკიშვილს, ქეთევან ლაფაჩს, იურატე სოვიენეს, ლიანა ჯაფარიძეს და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თანამშრომლებს Dდა აღნიშნა, რომ საქართველოს კონკურენციის სააგენტო გზამკვლევი დოკუმენტების გამოცემას მომავალშიც გააგრძელებს.