Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იურიდიული ფაკულტეტის ახალი სასწავლო წელი - სიახლეები და პრობლემები

გვე­სა­უბ­რე­ბა თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი თა­მარ ზა­რან­დია

 

თსუ იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის თა­ნა­მეგ­ბობ­რო­ბას — consortium omnis vitae, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა, სა­მარ­თლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მე­ბის 680 პირ­ველ­კურ­სე­ლი შე­მოუერთდა. იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტი უკ­ვე სა­უკ­უნ­ოვ­ან ის­ტო­რი­ას ით­ვლის და დღეს შეგ­ვიძ­ლია ამ­აყ­ად ვთქვათ, რომ, მრა­ვალ­წლი­ანი აკ­ად­ემი­ური ტრა­დი­ცი­ებ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­ნათ­ლე­ბის ბა­ზარ­ზე მოთხოვ­ნის, სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის, კურ­სდამ­თავ­რე­ბულ­თა და­საქ­მე­ბი­სა თუ სხვა მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით იგი ლი­დე­რია. ამ­ას­თან, ჩვენს ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ბა­რე­ბა თი­თოეული თქვენ­გა­ნის გულ­მოდ­გი­ნე­ბი­სა და თავ­და­უზ­ოგ­ავი შრო­მის შე­დე­გია. მოხ­ვედ­რა თსუ იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე არ­ის რთუ­ლი, მაგ­რამ რო­გორც ხში­რად ამ­ბო­ბენ, სწავ­ლა კი­დევ უფ­რო რთუ­ლია.

 

გუ­ლის­ტკი­ვი­ლით უნ­და ით­ქვას, რომ იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის­თვის 2020-2021 სას­წავ­ლო წე­ლი მძი­მე და და­ნა­კარ­გი­ანი იყო. პან­დე­მი­ის გა­მო ჩვენ გა­მოგ­ვაკ­ლდნენ ძალ­ზე ძვირ­ფა­სი კო­ლე­გე­ბი, ქალ­ბა­ტო­ნი ას­მათ გზო­ბა­ვა და ქალ­ბა­ტო­ნი შო­რე­ნა ჩარ­ბა­ძე. ამ­იტ­ომ ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა ნე­ბის­მი­ერი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სივ­რცე­ში მყო­ფი სტუ­დენ­ტი­სა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლის სი­ცოცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კითხთან არ­ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

 

უკ­ვე თით­ქმის წე­ლი­წა­დია, დას­რულ­და მე­ორე აკ­ად­ემი­ურ კორ­პუს­ში იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის ნა­წი­ლის რე­აბ­ილ­იტ­აცია და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ კორ­პუ­სი აღ­იჭ­ურ­ვე­ბა სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რით და ფა­კულ­ტეტს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა — ფუნ­ქცი­ონ­ირ­ება გა­ნაგ­რძოს გა­ახ­ლე­ბულ სივ­რცე­ში. იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტს აქ­ვს მო­ლო­დი­ნი, რომ ამ რე­აბ­ილ­იტ­აცი­ის შემ­დეგ ფა­კულ­ტე­ტი შეძ­ლებს გაიუმჯობესოს მა­ტე­რი­ალ­ურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა, სააუდიტორო და სა­ბიბ­ლი­ოთ­ეკო სივ­რცე და იმ­ედ­ის ვი­ტო­ვებთ, რომ წარ­სულს ჩა­ბარ­დე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი.

 

რთუ­ლი და გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე წლის მი­უხ­ედ­ავ­ად, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სა­მარ­თლის პროგ­რა­მე­ბის სა­აკ­რე­დი­ტა­ციო პრო­ცე­სი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სიც, რო­მელ­საც თსუ იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტი ახ­ორ­ცი­ელ­ებს შპაიერის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან (გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ული რეს­პუბ­ლი­კა) ერ­თად და რო­მელ­მაც უკ­ვე მე­ორ­ედ მი­იღო სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცია, რაც ძა­ლი­ან დი­დი წარ­მა­ტე­ბაა. ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­იზ­აცი­ის კომ­პო­ნენ­ტი, რაც გა­მო­იხ­ატ­ება პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­აში სხვა უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი­დან (ძი­რი­თა­დად ევ­რო­პი­სა და ამ­ერ­იკ­ის წამ­ყვა­ნი იურ­იდი­ული სკო­ლე­ბი­დან) მა­ღალ­კვა­ლი­ფი­ცი­ური კად­რე­ბის ჩარ­თვა­ში. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ფა­კულ­ტე­ტი არ ივ­იწყებს არ­სე­ბულ ტრა­დი­ცი­ას და მიმ­დი­ნა­რე სე­მეს­ტრშიც რამ­დე­ნი­მე უცხო­ენ­ოვ­ანი დის­ციპ­ლი­ნა იქ­ნე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის­თვის შე­თა­ვა­ზე­ული, სწავ­ლე­ბის ფორ­მა­ტის შე­სა­ბა­მი­სად.

 

იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტი თა­ნამ­შრომ­ლობს ჰარ­ვარ­დის სა­მარ­თლის სკო­ლას­თან და ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში სა­კუ­თარ სტუ­დენ­ტებს, ის­ევე, რო­გორც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­ას კვლავ სთა­ვა­ზობს ერ­თობ­ლივ სა­სერ­ტი­ფი­კა­ტო კურ­სს სა­ავ­ტო­რო სა­მარ­თალ­ში.

 

იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის მი­ზა­ნია არა მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად გას­ცეს პა­სუ­ხი სტუ­დენ­ტე­ბის შე­კითხვებს, არ­ამ­ედ ჩა­მო­აყ­ალ­იბ­ოს სწო­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა, რო­მე­ლიც ეჭ­ვის ქვეშ არ და­აყ­ენ­ებს ურ­თი­ერ­თნდო­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას. ამ­იტ­ომ სირ­თუ­ლე­ები, რო­მე­ლიც და­საწყის­ში ვახ­სე­ნე, მხო­ლოდ კო­რო­ნა­ვი­რუ­სით გა­მოწ­ვე­ულ პრობ­ლე­მებს არ შე­იძ­ლე­ბა და­უკ­ავ­შირ­დეს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის მი­ერ მას­ზე და­კის­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბის და სირ­თუ­ლე­ებ­ის გა­დაწყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით აქ­ტი­ური თა­ნამ­შრომ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

 

 

გა­მოხ­მა­ურ­ება რამ­დე­ნი­მე კრი­ტი­კულ სა­კითხთან მი­მარ­თე­ბით

 

მინ­და, გა­მო­ვეხ­მა­ურო სტუ­დენ­ტთა და­ინ­ტე­რე­სე­ბას რამ­დე­ნი­მე კრი­ტი­კულ სა­კითხთან მი­მარ­თე­ბით.

 

პირ­ვე­ლი — უკ­ავ­შირ­დე­ბა სას­ტი­პენ­დიო კონ­კურ­სში მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტს. 2020-2021 სას­წავ­ლო წლის გა­ზაფხუ­ლის სე­მეს­ტრში პროგ­რა­მა­ში — „სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ები სტუ­დენ­ტებს“ — და­ფიქ­სირ­და სა­კონ­კურ­სო მო­ნა­ცემ­თა ფაქ­ტობ­რი­ვი უზ­უს­ტო­ბა, რის გა­მოც შეს­წორ­და შერ­ჩე­ულ სტი­პენ­დი­ატ­თა შე­მად­გენ­ლო­ბა. ამ სა­კითხმა სტუ­დენ­ტთა ფარ­თო და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი იურ­იდი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე სა­მარ­თლებ­რი­ვი და ნორ­მა­ტი­ული დღის წეს­რი­გის შე­სა­ბა­მი­სად წა­რი­მარ­თა, ფა­კულ­ტე­ტის საბ­ჭოს ფორ­მატ­ში გახ­და მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნი და ფა­კულ­ტეტ­მა შე­სა­ბა­მი­სი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბიც მი­იღო.

 

მე­ორე კი — თსუ იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის დე­ლე­გატ­თა ლე­გი­ტი­მა­ცი­ისა და არ­ჩევ­ნე­ბის გა­მო­უცხა­დებ­ლო­ბის პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს, რაც, ცხა­დია, აფ­ერ­ხებს ფა­კულ­ტე­ტის საბ­ჭო­ში სტუ­დენ­ტო­ბის ინ­ტე­რეს­თა წარ­მო­ჩე­ნას. ფა­კულ­ტე­ტის საბ­ჭოს სა­მუ­შაო ფორ­მატ­ში სტუ­დენ­ტთა ჩარ­თუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წევ­რთა მო­ნა­წი­ლე­ობა სა­მარ­თლებ­რი­ვად აუც­ილ­ებ­ელი და კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამ­ას­თან, იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის მე-7 მოწ­ვე­ვის დე­ლე­გა­ტე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ამ­ოწ­ურ­ვის გა­მო, იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის საბ­ჭოს მუ­შა­ობა უწ­ევს სტუ­დენ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ობ­ის გა­რე­შე, რა­კი ლე­გი­ტი­მუ­რი დე­ლე­გა­ტე­ბი სტუ­დენ­ტურ თვით­მმარ­თვე­ლო­ბას ფა­კულ­ტე­ტი­სათ­ვის დრო­ულ­ად არ წარ­მო­უდ­გე­ნია. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხი ფარ­თოდ გა­ნი­ხი­ლე­ბა იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს შო­რის და მათ უკ­ვე და­იწყეს სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­შუ­ალ­ებ­ებ­ით აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბა. ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­მა თა­ვი­სი შე­მად­გენ­ლო­ბი­დან აირ­ჩი­ეს იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტი, გან­საზღვრეს არ­ჩევ­ნე­ბის თა­რი­ღი და ღია და გამ­ჭვირ­ვა­ლე პრო­ცე­სის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად ყვე­ლა გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც მი­იღ­ება მათ მი­ერ, მა­თი­ვე თხოვ­ნით, ქვეყ­ნდე­ბა იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის ვებ­გვერ­დზე და სას­წავ­ლო ბა­ზის სა­ინ­ფორ­მა­ციო და­ფა­ზე. სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტი აგ­რძე­ლებს შეხ­ვედ­რებს და ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი მარ­თლაც არი­ან ჩარ­თულ­ნი ამ ძალ­ზე ჯან­საღ პრო­ცეს­ში, რო­მე­ლიც უნ­და დას­რულ­დეს სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის მე-8 მოწ­ვე­ვა­ში სტუ­დენ­ტთა ღირ­სე­ული წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის არ­ჩე­ვით.

 

სას­წავ­ლო პრო­ცეს­თან კავ­შირ­შია სტუ­დენ­ტუ­რი ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ბა­ზე­ბის სა­კითხი. ფა­კულ­ტეტს აქ­ვს მო­ლო­დი­ნი, რომ მიმ­დი­ნა­რე სე­მეს­ტრში ექ­ნე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­ური IT მხარ­და­ჭე­რა, რაც შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს ჩვენს სტუ­დენ­ტებს — მი­იღ­ონ 21-ე სა­უკ­უნ­ის შე­სა­ბა­მი­სი სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სერ­ვი­სე­ბი, რაც, მარ­თლაც, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რე­პუ­ტა­ცი­ის­თვის.

 

 

უნ­და შე­იც­ვა­ლოს ფა­კულ­ტე­ტის­თვის ბი­უჯ­ეტ­ის გა­მო­ყო­ფის პრინ­ცი­პი

 

უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი და ფა­კულ­ტე­ტი მუდ­მი­ვად უნ­და ზრუ­ნავ­დნენ პრო­ფე­სო­რე­ბის მდგო­მა­რე­ობ­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. ერ­თი მხრივ, იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტი ამ­აყ­ობს სა­კუ­თა­რი აკ­ად­ემი­ური გუნ­დით და ამ ფა­კულ­ტეტ­ზე აკ­ად­ემი­ურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მარ­თლაც არი­ან პრო­ფე­სო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ქმნი­ან ქარ­თულ იურ­ის­პრუ­დენ­ცი­ას, მაგ­რამ, მე­ორე მხრივ, აუც­ილ­ებ­ელია, უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა და ფა­კულ­ტეტ­მა ერ­თობ­ლი­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ელ­ონ ის­ეთი ცვლი­ლე­ბე­ბი, რაც ფა­კულ­ტეტს მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას — ღირ­სე­ული ან­აზღა­ურ­ება და სო­ცი­ალ­ური დაც­ვის გა­რან­ტი­ები შეს­თა­ვა­ზოს სა­კუ­თარ პრო­ფე­სო­რებს.

 

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხი თან­ხვედ­რა­შია სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო მიზ­ნებ­თან და უცხო­ელი ექ­სპერ­ტე­ბის მი­ერ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის­თვის მი­ცე­მულ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­თან, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, უნ­და შე­იც­ვა­ლოს ფა­კულ­ტე­ტის­თვის ბი­უჯ­ეტ­ის გა­მო­ყო­ფის პრინ­ცი­პი. უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ფა­კულ­ტეტს უფ­რო მეტ ფი­ნან­სურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას უნ­და აძ­ლევ­დეს თა­ვად ფა­კულ­ტე­ტის მი­ერ მო­პო­ვე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლი­დან. ცხა­დია, ყვე­ლა ფა­კულ­ტეტს უნ­და ჰქონ­დეს მის მი­ერ გა­წე­ული მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­დე­გად შე­მო­ტა­ნი­ლი ფი­ნან­სუ­რი რე­სურს­ით სა­კუ­თა­რი აკ­ად­ემი­ური გუნ­დი­სა და ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის ღირ­სე­ული გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. კი­დევ ერ­თხელ ვუ­ლო­ცავ სტუ­დენ­ტებ­სა და პრო­ფე­სო­რებს ახ­ალ სას­წავ­ლო წელს და ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბებს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და ქვეყ­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ!“