Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინესა მერაბიშვილის ახალი წელი

თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის­თვის, აკ­ად­ემ­იკ­ოს ინ­ესა მე­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის 2020 წე­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად იმ­ით იყო და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი, რომ მარ­ტის და­საწყის­ში უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა საიუბილეოდ უბ­ოძა მას ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ჯილ­დო — ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის მე­და­ლი.

 

გაგ­ვიმ­ხი­ლეთ იმ­ედ­ები, რი­თაც ხვდე­ბით ახ­ალ 2021 წელს...

 

იმ­ედს, რომ­ლი­თაც ვხვდე­ბი 2021 წელს, ჩე­მი აზ­რით, გამ­ხე­ლა არ სჭირ­დე­ბა, იმ­დე­ნად ცხა­დი და სა­ყო­ველ­თაოა — იმ­ედი პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბი­სა და იმ­ედი კა­ცობ­რი­ობ­ის გა­დარ­ჩე­ნი­სა. და რომ გა­დავ­რჩე­ბით, ღმერ­თმა კარ­გად გვის­მი­ნოს, იმ­ედია, უკ­ეთ და­ვა­ფა­სებთ ჩვე­ნი არ­სე­ბო­ბის მთა­ვარ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და და­ვა­ფა­სებთ ჩვენს დე­და­მი­წას, რო­მელ­საც ტექ­ნო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კვალ­დაკ­ვალ, უკ­ვე კარ­გა ხა­ნია, უდი­ერ­ად და და­უნ­დობ­ლად ეპყრო­ბა ად­ამი­ანი.

 

რა პო­ზი­ტი­ვით და­გა­მახ­სოვ­რათ თა­ვი მიმ­დი­ნა­რე წელ­მა?

 

დღეს­დღე­ობ­ით და­დე­ბი­თია, რო­დე­საც ყო­ველ­დღი­ურ­ად იგ­ებ, თუ რამ­დენ­მა კაც­მა და­ამ­არ­ცხა კო­ვი­დი. და­დე­ბი­თია ის, რომ ამ უმ­ძი­მეს წელს ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ სრტა­ბი­ლუ­რო­ბა შე­ინ­არ­ჩუ­ნა. და­დე­ბი­თია ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ობ­ის დიდ უმ­რავ­ლე­სო­ბას მშვი­დო­ბა სწა­დია.

 

 

 

 

 

 

 

                                                                          * * *

ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს,

მთა მთას შეხ­ვდეს,

მზე მთის იქ­ით მოხ­ვდეს,

.................

სამ­შობ­ლოს წინ ყო­ველ ვალ­თა მოხ­დის,

მშვი­დო­ბის წიგ­ნს გვირ­გვინს ვერ­ვინ მოხ­დის,

მშვი­დო­ბის გზა რომ ოდ­ეს­მე მოკ­ვდეს,

არა, ეს არ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს!

გა­ლაკ­ტი­ონი

 

* * *

და­დე­ბი­თია ის, რომ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბას წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თვა თა­ვი. უფ­რო მე­ტიც, თარ­გმან­მცოდ­ნე­ობ­ის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე, რო­მელ­საც მე ვხელ­მძღვა­ნე­ლობ, აკ­ად­ემი­ური მოს­წრე­ბა კი­დევ უფ­რო გა­იზ­არ­და 2020 წელს. ჩემ­თვის, პი­რა­დად, გან­სა­კუთ­რე­ბით და­დე­ბი­თი იყო ის, რომ მარ­ტის და­საწყის­ში უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა საიუბილეოდ მი­ბო­ძა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ჯილ­დო — ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის მე­და­ლი.

 

რო­გორ და რით გა­ილ­ამ­აზ­ებთ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში სა­ახ­ალ­წლო ღა­მეს?

 

რო­გორც ყო­ველ­თვის, გავ­შლი ულ­ამ­აზ­ეს და ნა­ტიფ სა­ახ­ალ­წლო სუფ­რას თვალ­წარ­მტა­ცი ნაძ­ვის ხის ფონ­ზე. თა­ვად მე აუც­ილ­ებ­ლად სა­გან­გე­ბოდ გა­მო­ვეწყო­ბი, რომ სა­ზე­იმ­ოდ დავ­ხვდე ახ­ალი წლის მობ­რძა­ნე­ბას. ეს ხომ ბუ­ნე­ბის დი­დი სა­ჩუ­ქა­რია, რო­დე­საც სი­ცოცხლის კი­დევ ერ­თი ახ­ალი წე­ლი გე­გე­ბე­ბა.

 

ჩე­მი ვა­ჟიშ­ვი­ლი, ირ­აკ­ლი გი­ვი­აშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან და 4 წლის გი­ოს­თან ერ­თად სტრას­ბურ­გში იმ­ყო­ფე­ბა. 12 სა­ათი რომ დაკ­რავს, მას ვე­რა­ვინ და­ას­წრებს იქ­იდ­ან მო­ლოც­ვას. სა­ბედ­ნი­ერ­ოდ, ამ­ჯე­რად თბი­ლის­შია ჩე­მი ქა­ლიშ­ვი­ლი ირ­ინე მე­უღ­ლეს­თან და ვა­ჟიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად. ახ­ალი წლის ღა­მეს ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­თი სტუმ­რო­ბა გა­მი­ლა­მა­ზებს.

 

* * *

მსურს, ჩე­მი სა­ახ­ალ­წლო მო­ლოც­ვა მის­წვდეს ყვე­ლას ჩვენს უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში — დაწყე­ბუ­ლი რექ­ტო­რი­დან და ად­მი­ნის­ტრა­ცი­იდ­ან, ჩვე­ნი პრო­ფე­სუ­რი­სა და ყვე­ლა თა­ნამ­შრომ­ლის ჩათ­ვლით და, აუც­ილ­ებ­ლად, სტუ­დენ­ტე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი:

 

ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, თქვენ თქვე­ნი წი­ლი, დი­დი თუ პა­ტა­რა წვლი­ლი შე­გაქ­ვთ დე­და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის აღ­მშე­ნებ­ლო­ბა­სა და გაძ­ლი­ერ­ებ­აში. მო­მა­ვალ­მა სწო­რედ ჩვე­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტით უნ­და იმ­ძლავ­როს და გა­იმ­არ­ჯვოს, რად­გან ის სიმ­ბო­ლოა ქარ­თუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ისა და გა­ნათ­ლე­ბი­სა. ჯან­მრთე­ლო­ბას, მხნე­ობ­ასა და კე­თილ­დღე­ობ­ას გი­სურ­ვებთ ყვე­ლას!