Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის პროფესორები უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს განცხადებით ეხმაურებიან

ნი­ნო კა­კუ­ლია

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რებ­მა ირ­მა რა­ტი­ან­მა, ვახ­ტანგ ლი­ჩელ­მა, ქე­თე­ვან ხუ­ციშ­ვილ­მა, რე­ვაზ შა­ნი­ძემ და სხვებ­მა მთე­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სუ­რის სა­ხე­ლით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია: „ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში 10 ივ­ნისს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ძა­ლა­დობ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე გვსურს ჩვე­ნი, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სხვა­დას­ხვა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორ­თა პო­ზი­ცია გა­გაც­ნოთ:

 

ჩვენ პა­ტივს ვცემთ გან­სხვა­ვე­ბულ მო­საზ­რე­ბებს! სად, თუ არა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აზ­როვ­ნე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა — რო­გორც სტუ­დენ­ტე­ბის, ას­ევე, აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის მხრი­დან. სწო­რედ ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვას­წავ­ლი­დით და ვას­წავ­ლით სხვა­დას­ხვა თა­ობ­ის სტუ­დენ­ტებს, ამ­იტ­ომ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი არ­ის კა­ტე­გო­რი­ულ­ად მი­უღ­ებ­ელი, შე­უს­აბ­ამო აკ­ად­ემი­ური/სას­წავ­ლო სივ­რცი­სა და სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის. უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მხა­რე­ები არ არ­სე­ბობს, სტუ­დენ­ტებ­სა თუ პრო­ფე­სუ­რას გვაქ­ვს ერ­თი სა­ერ­თო ამ­ოც­ანა: შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი.

 

აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვგმობთ და ვე­მიჯ­ნე­ბით ძა­ლა­დო­ბას, არ­აკ­ონ­სტრუქ­ცი­ულ პრო­ტეს­ტს, რომ­ლის შე­დე­გად და­შავ­დნენ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მათ შო­რის, პრო­ფე­სო­რი, ჩვე­ნი კო­ლე­გა მეც­ნი­ერი.

 

მიგ­ვაჩ­ნია, რომ აუც­ილ­ებ­ლად უნ­და და­იწყოს აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე რე­აგ­ირ­ება რო­გორც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, ას­ევე, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის მი­ერ.

 

მო­ვუ­წო­დებთ სტუ­დენ­ტებს: პრო­ტეს­ტის შემ­თხვე­ვა­ში სა­კუ­თა­რი აზ­რი გა­მო­ხა­ტონ კონ­სტრუქ­ცი­ულ­ად. გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, რომ საპ­რო­ტეს­ტო მოვ­ლე­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ობ­ის­ას, ზო­გა­დად, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არა მხო­ლოდ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ უწყე­ბას, არ­ამ­ედ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­საც აქ­ვთ, რა­თა და­იც­ვან სხვა­თა უფ­ლე­ბე­ბი, არ გას­ცდნენ მო­რა­ლურ და სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩო­ებს!

 

აქ­ვე შე­გახ­სე­ნებთ, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მი­ერ სწავ­ლის არ­ად­ის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში აღ­დგე­ნის შემ­დეგ გა­დად­გმუ­ლი იქ­ნა არა­ერ­თი ნა­ბი­ჯი სტუ­დენ­ტთა მხარ­და­სა­ჭე­რად: 14 მა­ის­იდ­ან სწავ­ლა გაგ­რძელ­და ჰიბ­რი­დულ ფორ­მატ­ში თი­თოეული ფა­კულ­ტე­ტის სპე­ცი­ფი­კის და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტთა სა­ჭი­რო­ებ­ის შე­სა­ბა­მი­სად. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი სო­ცი­ალ­ურ-ეკ­ონ­ომ­იკ­ური მდგო­მა­რე­ობა და რე­გი­ონ­ში მცხოვ­რე­ბი სტუ­დენ­ტე­ბის სა­გა­მოც­დო პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბის ხელ­შე­საწყო­ბად, დას­კვნი­თი და და­მა­ტე­ბი­თი გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად გა­იხ­სნა რე­გი­ონ­ული სა­გა­მოც­დო ცენ­ტრე­ბი, სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლე­ბი კი სა­გა­მოც­დო პე­რი­ოდ­ში გახ­და უფ­ასო; ხო­ლო თუ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის მი­უხ­ედ­ავ­ად, რო­მე­ლი­მე სტუ­დენ­ტი ობი­ექ­ტუ­რი გა­რე­მო­ებ­ებ­ის გა­მო ვერ მო­ახ­ერ­ხებს სა­გა­მოც­დო პრო­ცეს­ში ჩარ­თვას, ჩვენ მზად ვართ მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ თი­თოეულ ას­ეთ სტუ­დენ­ტს და ერ­თობ­ლი­ვად ვი­პო­ვოთ ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი.

 

იმ სტუ­დენ­ტე­ბის მცი­რე ჯგუფს, რომ­ლე­ბიც ჯერ სწავ­ლის გა­ნახ­ლე­ბას შემ­დეგ კი გა­მოც­დე­ბის ფორ­მატს აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ 20-ზე მე­ტი შეხ­ვედ­რა ჰქონ­დათ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, მათ შო­რის 2 შეხ­ვედ­რა ჰქონ­დათ რექ­ტორ­თან, ჰქონ­დათ კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აკ­ად­ემი­ურ პერ­სო­ნალ­თან. ამ­ის მი­უხ­ედ­ავ­ად, სამ­წუ­ხა­როდ, მოვ­ლე­ნე­ბი გან­ვი­თარ­და არა დი­ალ­ოგ­ისა და შე­თან­ხმე­ბის, არ­ამ­ედ ძა­ლა­დო­ბის რე­ჟიმ­ში, რა­საც, კი­დევ ერ­თხელ ვი­მე­ორ­ებთ, რომ ვერ მი­იღ­ებს და ვერ შე­ეგუ­ება უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის აკ­ად­ემი­ური სა­ზო­გა­დო­ება“, — აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

 

რას აცხა­დე­ბენ სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ობა „ბრძო­ლა გა­ნათ­ლე­ბის­თვის“ წევ­რე­ბი?

 

სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ობა „ბრძო­ლა გა­ნათ­ლე­ბის­თვის“ ავ­რცე­ლებს გან­ცხა­დე­ბას 2022 წლის 10 ივ­ნისს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მომ­ხდარ ფაქ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. მოძ­რა­ობ­ის წევ­რე­ბი მე­დი­ას ბრალს დე­ბენ მა­თი აზ­რით კონ­ტექ­სტი­დან ამ­ოგ­ლე­ჯი­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის გა­მო, სა­დაც ახ­ალ­გაზ­რდე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბია ას­ახ­ული. „ჩვენ ვგმობთ ძა­ლა­დო­ბას და მას აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბის უკ­იდ­ურ­ეს ფორ­მად მი­ვიჩ­ნევთ!“, — ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

 

მოძ­რა­ობა „ბრძო­ლა გა­ნათ­ლე­ბის­თვის“ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ძა­ლა­დო­ბის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბელ ფაქ­ტად მი­იჩ­ნე­ვენ გუ­შინ­დე­ლი აქ­ცი­ის დროს პო­ლი­ცი­ური და­ნა­ყო­ფის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პირ­ველ კორ­პუს­ში შე­მოს­ვლას.

 

თვით­მხილ­ვე­ლე­ბის თქმით, რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ცი­ელი მას შემ­დეგ შე­მო­ვი­და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პირ­ველ კორ­პუს­ში, რო­დე­საც რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­თან ვი­თა­რე­ბა და­იძ­აბა და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­სა და სტუ­დენ­ტებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ჭყლეტ­ვის შე­დე­გად ერთ-ერ­თი სტუ­დენ­ტი ცუ­დად გახ­და, ვის და­სახ­მა­რებ­ლა­დაც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნაც კი გა­მო­იძ­ახ­ეს.

 

მოძ­რა­ობ­ის წევ­რე­ბი „პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის­თვის“ ბო­დიშს იხ­დი­ან და აქ­ცი­იდ­ან თსუ-ის ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის, პრო­ფე­სორ რა­მაზ ხო­მე­რი­კის მი­უღ­ებ­ელი ფორ­მით გან­რი­დე­ბის მი­ზე­ზებს ხსნი­ან.

 

სტუ­დენ­ტებ­მა, რომ­ლებ­მაც 10 ივ­ნისს რექ­ტო­რის კა­ბი­ნე­ტი და­იკ­ავ­ეს და აქ­ამ­დე იქ არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბულ­ნი, კვლავ ახ­მო­ვა­ნე­ბენ თა­ვი­ანთ უც­ვლელ მოთხოვ­ნებს. შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯე­ბის მი­უხ­ედ­ავ­ად, მოძ­რა­ობა „ბრძო­ლა გა­ნათ­ლე­ბის­თვის“ წევ­რე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს არ წყვე­ტენ.

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­ის წევ­რე­ბი სტუ­დენ­ტე­ბის რექ­ტო­რის კა­ბი­ნეტ­ში შეჭ­რის ფაქ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით გუ­ლის­წყრო­მას გა­მო­ხა­ტა­ვენ და მა­თი თქმით, ამ „კრი­მი­ნა­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბის­თვის“ სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზეც სა­უბ­რო­ბენ.

 

უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბას ერ­იდ­ება, მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ პრო­ტეს­ტის ახ­ლად შე­ძე­ნი­ლი ფორ­მე­ბის გა­მო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა და­უს­ჯე­ლო­ბა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ქმნის რა­დი­კა­ლუ­რი ქმე­დე­ბე­ბი­სად­მი ლოიალობის გა­მოვ­ლე­ნის პრე­ცე­დენ­ტს.