Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თიკა სურმანიძის პატარ-პატარა ემოციები

თა­მარ და­დი­ანი

 

გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L კონ­კურ­სში — „გახ­დი ბეს­ტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2022“, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია და ახ­ალი ნი­ჭი­ერი ავ­ტო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნაა, მო­ნა­წი­ლე­ობ­ას იღ­ებს თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი თი­კა სურ­მა­ნი­ძე.

 

თი­კა სურ­მა­ნი­ძე თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტია, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე წლის წინ ახ­ალ­გაზ­რდულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­სში — „დე­ბი­უტი" (2019 წლის გა­მო­ცე­მა) მი­იღო მო­ნა­წი­ლე­ობა. თი­კა სკო­ლის პე­რი­ოდ­შიც რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლეც იყო. სა­ბო­ლო­ოდ კი შე­მოქ­მე­დე­ბით­მა მუ­შა­ობ­ამ ისე გა­იტ­აცა, რომ კონ­კურ­სში — „გახ­დი ბეს­ტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2022“ — სა­კუ­თა­რი რო­მა­ნი „ზღვა­რი“ წარ­მო­ად­გი­ნა.

 

„ეს კონ­კურ­სი ჩემ­თვის შან­სია, რომ დაწყე­ბუ­ლი საქ­მე ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნო და უკ­ვე და­წე­რი­ლი რო­მა­ნი გა­მო­ვაქ­ვეყ­ნო... მო­ლო­დი­ნებს რაც შე­ეხ­ება, იმ­ედ­გაც­რუ­ება არ მიყ­ვარს, ამ­იტ­ომ ვცდი­ლობ მო­ლო­დი­ნე­ბიც ყო­ველ­თვის ნაკ­ლე­ბი შე­ვიქ­მნა..“ — ამ­ბობს თი­კა, რო­მე­ლიც იმ­ედს არ კარ­გავს, რომ ამ კონ­კურ­სში წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევს. „რო­გორც და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლი იტყო­და, ჩე­მი შე­მოქ­მე­დე­ბის თი­თოეული ნა­წი­ლი სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით მიყ­ვარს. გან­სა­კუთ­რე­ბით კი „ზღვა­რი“. ეს არ­ის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ბევრ რა­მე­ზე დაგ­ვა­ფიქ­რებს, ეს არ­ის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც გვა­იძ­ულ­ებს, რომ რე­ალ­ობ­ას თვა­ლი გა­ვუს­წო­როთ და, თუ ასე არ მო­ვიქ­ცე­ვით, გვაჩ­ვე­ნებს იმ სამ­ყა­როს, რო­მელ­შიც აღ­მოვ­ჩნდე­ბით... არ­ჩე­ვა­ნი კი მხო­ლოდ ჩვენ უნ­და გა­ვა­კე­თოთ...“ — აცხა­დებს თი­კა, რო­მე­ლიც კონ­კურ­სან­ტებს შო­რის მო­წი­ნა­ვე რი­გებს იკ­ავ­ებს. მას, ას­ევე, უზ­ომ­ოდ აბ­ედ­ნი­ერ­ებს თი­თოეული ად­ამი­ან­ის მხარ­და­ჭე­რა და ფიქ­რობს, რომ ეს კონ­კურ­სი მარ­ტო ამ­ის და­სა­ნა­ხა­დაც ღირ­და!

 

„შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ად­ამი­ან­ები ჩვე­ულ­ებ­რივ­ზე ოდ­ნავ უფ­რო მგრძნო­ბი­არ­ენი ვართ, ოდ­ნავ უფ­რო სხვა­ნა­ირ ფე­რებ­ში აღ­ვიქ­ვამთ სამ­ყა­როს, ოდ­ნავ უფ­რო სხვა­ნა­ირ­ად გვი­ხა­რია, გვტკი­ვა და გან­ვიც­დით... პი­რა­დად მე ემ­ოცი­ებ­ის გა­მო­ხატ­ვა მი­ჭირს, წე­რა კი ის იშ­ვი­ათი სა­შუ­ალ­ებაა, რი­თაც ამ­ას ვა­კე­თებ... ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, ჩე­მი ჩა­ნა­ხა­ტე­ბი ჩე­მი სუ­ლის სარ­კეა-მეთ­ქი. ალ­ბათ, რა­საც არ შე­ვეშ­ვე­ბი, წე­რაა... ამ კუთხით ვაგ­რო­ვებ „პა­ტარ-პა­ტა­რა ემ­ოცი­ებს“, რომ ის­ევ მო­ვუ­ყა­რო ერ­თად თა­ვი და ალ­ბათ „ზღვა­რი“ მხო­ლოდ და­საწყი­სია...“ — აღ­ნიშ­ნავს თი­კა სურ­მა­ნი­ძე.

 

„ბავ­შვო­ბის დროს შექ­მნი­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე მიგ­ვყვე­ბა. გან­ცდე­ბიც, ვფიქ­რობ, ამ პე­რი­ოდ­შია ყვე­ლა­ზე წრფე­ლი, სუფ­თა და ნამ­დვი­ლი. არა მხო­ლოდ გან­ცდე­ბი, არ­ამ­ედ თა­ვა­დაც, ალ­ბათ, ამ დროს ვართ ყვე­ლა­ზე წრფე­ლე­ბი და ნამ­დვი­ლე­ბი. ბავ­შვო­ბი­დან­ვე მი­ვის­წრა­ფო­დი და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის­კენ, ამ­ას­თა­ნა­ვე, ძა­ლი­ან ჯი­უტ­იც ვი­ყა­ვი და ეს სი­ჯი­უტე დღემ­დე თან მომ­ყვე­ბა. ვერ ვიტყვი, მარ­ტი­ვი ბავ­შვი ვი­ყა­ვი-მეთ­ქი. ყო­ვე­ლი­ვე ამ­აზე დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან რომ ვფიქ­რობ, მგო­ნია, რომ ზუს­ტად ამ სი­ჯი­უტ­ემ და და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის­კენ სწრაფ­ვამ გა­მაძ­ლი­ერა და გამ­ხა­და ის, ვინც დღეს ვარ“, — ამ­ბობს თი­კა, რო­მელ­მაც ქარ­თუ­ლი ენ­ის სიყ­ვა­რუ­ლი ად­რე­ულ ას­აკ­ში­ვე შე­ატყო სა­კუ­თარ თავს. თო­ჯი­ნე­ბით თა­მაშს წიგ­ნე­ბის კითხვა ერ­ჩია, ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი სა­ჩუ­ქა­რი მის­თვის წიგ­ნი იყო. ქარ­თუ­ლი ენ­ის გრა­მა­ტი­კა სკო­ლა­ში­ვე შე­იყ­ვა­რა და უზ­ომ­ოდ მო­წონ­და, რო­ცა სწო­რად მეტყვე­ლებ­და და წე­სებს ზედ­მი­წევ­ნით იც­ავ­და. „ თან­და­თან უფ­რო და უფ­რო ღვივ­დე­ბო­და ჩემს ცნო­ბი­ერ­ში ქარ­თუ­ლი ენ­ისა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი. სა­ბო­ლო­ოდ, გა­დავ­წყვი­ტე, რომ ოდ­ეს­მე მა­ინც დავ­წერ­დი წიგ­ნს და ეს იქ­ნე­ბო­და ის, რა­საც დავ­ტო­ვებ­დი, ცო­ტა სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რად ჟღერს, მაგ­რამ ად­რე­ულ ას­აკ­ში­ვე ვფიქ­რობ­დი ამ­ას. სწო­რედ ამ „გუ­ლუბ­რყვი­ლო“ ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბამ და ქარ­თუ­ლი ენ­ის სიყ­ვა­რულ­მა გა­და­მად­გმე­ვი­ნა ჩე­მი დღე­ვან­დე­ლი პრო­ფე­სი­ის­კენ მი­მა­ვა­ლი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი...“- გვიმ­ხელს თი­კა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს პერ­ფექ­ცი­ონ­ის­ტს უწ­ოდ­ებს და ცდი­ლობს ყვე­ლა­ფე­რი მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გად გა­აკ­ეთ­ოს — „არ­ას­დროს ვყო­ფილ­ვარ ბო­ლომ­დე კმა­ყო­ფი­ლი, რად­გან ცხოვ­რე­ბის დე­ვი­ზად მაქ­ვს ქცე­ული, რომ „უკ­ეთ­ეს­ზე უკ­ეთ­ესი არ და­ილ­ევა“, ამ­იტ­ომ ყო­ვე­ლი კარ­გად გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მის შემ­დეგ, ვფიქ­რობ­დი, რომ უკ­ეთ­ეს­იც შე­იძ­ლე­ბო­და.“

 

თი­კა შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ან­ობ­ას­თან ერ­თად აქ­ტი­ურ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ანი­ობ­ას­აც ეწ­ევა. უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დროს ბევრ აქ­ტი­ვო­ბა­ში იყო ჩარ­თუ­ლი, უმ­ეტ­ეს­ობა არ­ას­ამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია — „და­მო­უკ­იდ­ებ­ელ ბავ­შვთა და სტუ­დენ­ტთა გა­ერ­თი­ან­ებ­ას“ უკ­ავ­შირ­დე­ბა. „სწო­რედ ამ პრო­ექ­ტის სა­შუ­ალ­ებ­ით, სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, აქ­ტი­ური ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და პარ­ლა­მენ­ტთან, უშუ­ალ­ოდ კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ებ­თან, ელ­ჩებ­თან... მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ობა უამ­რავ კონ­ფე­რენ­ცი­აში და დავ­ხვე­წე სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა. ას­ევე, პა­რა­ლე­ლუ­რად, თა­ვა­დაც ვი­ყა­ვი ლექ­ცია-სე­მი­ნა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე. დღემ­დე გრძელ­დე­ბა ჩე­მი ურ­თი­ერ­თო­ბა ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან, რაც ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა პრო­ფე­სი­ული კუთხით დახ­ვე­წა­ში.

 

სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში ჩე­მი მოღ­ვა­წე­ობა ცო­ტა ხნით ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმ­ედ­შიც“ გაგ­რძელ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი თსუ-ის სტუ­დენ­ტუ­რი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის პრო­ექ­ტებ­ში“, — ამ­ბობს თი­კა, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­შიც კი ცდი­ლობს არ მო­დუნ­დეს, რად­გან იც­ის — რომ ყო­ვე­ლი­ვე მხო­ლოდ და­საწყი­სია!

 

თი­კას უზ­ომ­ოდ უყ­ვარს თა­ვის პრო­ფე­სია, შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერი ბგე­რის ფო­ნე­ტი­კუ­რად და­ხა­სი­ათ­ება, ერთ დას­მულ მძი­მე­ზე ან სიტყვის რო­მე­ლი­მე ფორ­მა­ზე სა­ათ­ობ­ით ფიქ­რი და რო­ცა სწორ პა­სუხს იპ­ოვ­ის, ეგ კი­დევ ცალ­კე ბედ­ნი­ერ­ებაა! „რაც შე­ეხ­ება ფი­ლო­ლო­გი­ას და, ზო­გა­დად, ფი­ლო­ლოგს, ძა­ლი­ან მწყინს, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ება არა­ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია ამ პრო­ფე­სი­ის შე­სა­ხებ, „სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლო­ბას“ გვის­ჯი­ან ხოლ­მე „გა­ნა­ჩე­ნად“. იმ­ას კი არ ვამ­ბობ, ცუ­დია-მეთ­ქი, არა, პი­რი­ქით, ვფიქ­რობ, ერთ-ერ­თი პა­ტივ­სა­ცე­მი პრო­ფე­სიაა დღეს­დღე­ობ­ით. უბ­რა­ლოდ იმ­ის თქმა მინ­და, რომ ფი­ლო­ლო­გია ბევ­რად მე­ტია, ბევ­რად და­სა­ფა­სე­ბე­ლია. კარ­გი ფი­ლო­ლო­გი, მგო­ნია, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვი რე­დაქ­ტო­რი იქ­ნე­ბა, კარ­გად მო­ირ­გებს ჟურ­ნა­ლის­ტის როლს და იდე­ალ­ურ­ად და­წერს სტა­ტი­ებს, ამ­იტ­ომ­აც მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ფი­ლო­ლო­გია ბევ­რად მე­ტია, ვიდ­რე სხვებს ჰგო­ნი­ათ...“-აღ­ნიშ­ნავს თი­კა, რო­მე­ლიც ჟურ­ნა­ლის­ტი­კით სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში­ვე და­ინ­ტე­რეს­და და გა­დაწყვი­ტა მე­ორ­ად პრო­ფე­სი­ად ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა აირ­ჩი­ოს.

 

„ყო­ველ­თვის თა­მა­მად და სი­ამ­აყ­ით ვიტყვი, რომ მქონ­და პა­ტი­ვი მეს­წავ­ლა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში. ამ რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ვი­ღე საკ­მა­ოდ დი­დი ცოდ­ნა, მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა ის­ეთ ლექ­ტო­რებ­თან, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი პრო­ფე­სი­ული და პი­როვ­ნუ­ლი კუთხი­თაც მი­სა­ბაძ­ნი გახ­დნენ ჩემ­თვის. შე­მოქ­მე­დე­ბით მუ­შა­ობ­ას­თან ერ­თად მო­მა­ვალ წელს ვა­პი­რებ მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ან პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის კუთხით...“ — აცხა­დებს თი­კა, რო­მე­ლიც ფიქ­რობს, რომ ყო­ვე­ლი­ვე მხო­ლოდ და­საწყი­სია...