Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამარ ზარანდიას ახალი წელი

„ეს წე­ლი­წა­დი იყო სწავ­ლე­ბის, კვლე­ვი­სა და სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო საქ­მი­ან­ობ­ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­ად­მი სრუ­ლი­ად ახ­ალი მიდ­გო­მე­ბის წე­ლი­წა­დი და, ას­ევე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სო­ლი­და­რო­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის წე­ლი­წა­დი“, — მი­აჩ­ნია თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის დე­კანს, პრო­ფე­სორ თა­მარ ზა­რან­დი­ას, რო­მე­ლიც უკ­ეთ­ესი ცვლი­ლე­ბე­ბის იმ­ედ­ით ხვდე­ბა 2021 წელს.

 

გაგ­ვიმ­ხი­ლეთ იმ­ედ­ები, რი­თაც ხვდე­ბით ახ­ალ 2021 წელს?

 

ახ­ალ წელს ყვე­ლა ად­ამი­ანი ახ­ალი იმ­ედ­ებ­ითა და უკ­ეთ­ეს­ის მო­ლო­დი­ნით ხვდე­ბა. მინ­და, ჩვენს მკითხველს, სტუ­დენ­ტებს, სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ებ­ას და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მი­ვუ­ლო­ცო დამ­დე­გი დღე­სას­წა­ულ­ები და ვუ­სურ­ვო ჯან­მრთე­ლო­ბა, მშვი­დო­ბა და კე­თილ­დღე­ობა. იმ­ედი მაქ­ვს, ძა­ლი­ან მა­ლე გვექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­ვუბ­რუნ­დეთ სააუდიტორიო მე­ცა­დი­ნე­ობ­ებს, რად­გან ჩე­მი ღრმა რწმე­ნით, ის­ევე, რო­გორც ცოცხალ ურ­თი­ერ­თო­ბას ვერ ჩა­ან­აც­ვლებს ონ­ლა­ინ კო­მუ­ნი­კა­ცია, ვე­რა­ნა­ირი ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მაც, რაც არ უნ­და კარ­გი იყ­ოს იგი, მთე­ლი სი­სავ­სით ვე­რას­დროს ჩა­ან­აც­ვლებს იმ პრო­ცესს, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სივ­რცე­ში.

 

რა მოხ­და და­დე­ბი­თი 2020 წელს?

 

გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ისა და შემ­დგო­მი შეზღუდ­ვე­ბის გა­მო, 2020 წე­ლი რთუ­ლი გა­მოდ­გა სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ებ­ის­ათ­ვის და ჩვენ მთე­ლი რი­გი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდით. დღეს შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ეს წე­ლი­წა­დი იყო სწავ­ლე­ბის, კვლე­ვი­სა და სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო საქ­მი­ან­ობ­ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­ად­მი სრუ­ლი­ად ახ­ალი მიდ­გო­მე­ბის წე­ლი­წა­დი და, ას­ევე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სო­ლი­და­რო­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის წე­ლი­წა­დი. დღეს, რო­დე­საც უკ­ან ვი­ხე­დე­ბით და ვი­აზ­რებთ ამ მარ­თლაც ძა­ლი­ან უც­ნა­ურ წე­ლი­წადს, გვა­ხა­რებს, რომ ჩვენ­მა ფა­კულ­ტეტ­მა, რომ­ლის აკ­ად­ემი­ური პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლი არ­ას­ოდ­ეს ყო­ფი­ლა დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბა, მი­უხ­ედ­ავ­ად კრი­ზი­სი­სა და რთუ­ლი ვი­თა­რე­ბი­სა, წარ­მა­ტე­ბით მო­ახ­ერ­ხა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის უწყვე­ტო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ფა­კულ­ტე­ტის აკ­ად­ემი­ური ცხოვ­რე­ბის ად­აპ­ტი­რე­ბა და ახ­ალი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო არ­ხე­ბის შექ­მნა. ყვე­ლაფ­რის მი­უხ­ედ­ავ­ად, წელს ჩვენ შევ­ძე­ლით სწავ­ლე­ბის, კვლე­ვი­სა და მარ­თვის ხა­რის­ხის და­დას­ტუ­რე­ბა აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბით და ჩვენ­მა სა­მარ­თლის სა­ბა­კა­ლავ­რო, სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მებ­მა მო­იპ­ოვ­ეს სრუ­ლი­ად უპ­ირ­ობო აკ­რე­დი­ტა­ცია. ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ისა და აკ­ად­ემი­ური გუნ­დის ერ­თობ­ლი­ვი შრო­მის შე­დე­გია, რის­თვი­საც მინ­და მად­ლო­ბა ვუთხრა ჩვენს პრო­ფე­სუ­რას და ფა­კულ­ტეტს. სა­ერ­თოდ კი, პან­დე­მი­ამ ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა მიგ­ვა­ღე­ბი­ნა, რაც შე­იძ­ლე­ბა შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში წარ­მა­ტე­ბით გა­მო­ვი­ყე­ნოთ, თუმ­ცა გა­მოწ­ვე­ვე­ბი ის­ევ ბევ­რია: სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი, სას­წავ­ლო და სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სი. პა­სუ­ხი ამ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე შე­იძ­ლე­ბა იყ­ოს მხო­ლოდ თი­თოეული ჩვენ­გა­ნის, პრო­ფე­სო­რი­სა თუ სტუ­დენ­ტის მე­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის წი­ნა­შე. სა­ერ­თოდ კი ვფიქ­რობ, რომ მას მე­რე, რაც ამ კრი­ზისს გა­დავ­ლა­ხავთ, ამ მდგო­მა­რე­ობ­იდ­ან გაძ­ლი­ერ­ებ­ულ­ები გა­მო­ვალთ.

 

რო­გორ და რით გა­ილ­ამ­აზ­ებთ კო­ვი­დის პი­რო­ბებ­ში სა­ახ­ალ­წლო ღა­მეს?

 

სამ­წუ­ხა­როდ, კრი­ზი­სი ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და ყვე­ლას დაგ­ვჭირ­დე­ბა მოთ­მი­ნე­ბა და წე­სე­ბის დაც­ვა. ახ­ალ წელს ოჯ­ახ­თან ერ­თად ვხვდე­ბი და ვი­სურ­ვებ­დი, რომ 2021 წე­ლი იყ­ოს ყვე­ლა­სათ­ვის სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბის მომ­ტა­ნი.