Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამარ დოლბაიას ახალი წელი

თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, პრო­ფე­სო­რი თა­მარ დოლ­ბაია 2021 წლის­თვის სამ­შვი­დო­ბო­ზე გას­ვლის ოც­ნე­ბას ელ­ოლი­ავ­ება და პან­დე­მი­ის­გან ხსნის იმ­ედი აქ­ვს. ახ­ალი წლის შეხ­ვედ­რი­სას მის­თვის ამ­ჯე­რად მხო­ლოდ ერ­თი რამ იქ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი — „კი­დევ უფ­რო მძაფ­რად შე­ვიგ­რძნობთ ერ­თმა­ნე­თის სა­ჭი­რო­ებ­ას და ჩვე­ნი ოჯ­ახ­ური სიმ­ტკი­ცის მნიშ­ვნე­ლო­ბას“, — ამ­ბობს თა­მარ დოლ­ბაია.

 

 

 

 

 

 

გაგ­ვიმ­ხი­ლეთ იმ­ედ­ები, რი­თაც ხვდე­ბით ახ­ალ 2021 წელს...

 

დღეს მთე­ლი სამ­ყა­როს გუ­ლის­ყუ­რი სა­ერ­თო პრობ­ლე­მის­კენ არ­ის მიპყრო­ბი­ლი. სა­ნამ კა­ცობ­რი­ობა პან­დე­მი­ის­გან ხსნის გზებს ეძ­ებს, და­მერ­წმუ­ნე­ბით, სხვა სატ­კი­ვარ­ზე სა­სა­უბ­როდ არ­ავ­ის სცა­ლია. ჩე­მი იმ­ედ­ებ­იც შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ობ­იდ­ან გა­მო­სავ­ლის ძი­ებ­ის სა­ერ­თო მო­ლო­დინს ეხ­მი­ან­ება და ამ ვი­თა­რე­ბი­დან სამ­შვი­დო­ბო­ზე გას­ვლის ოც­ნე­ბას ელ­ოლი­ავ­ება. ამ ნატ­ვრით ვხვდე­ბი ახ­ალ 2021 წელს და ვი­მე­დოვ­ნებ, რომ შვე­ბას მოგ­ვი­ტანს, სი­ხა­რულს მოგ­ვგვრის, დაგ­ვიბ­რუ­ნებს მო­მავ­ლის რწმე­ნას. ამ იმ­ედ­თან ერ­თად მო­ვა სხვა სი­კე­თე­ებ­იც, რაც ჩვენს პი­რად თუ სა­ზო­გა­დო საქ­მე­ებს უკ­ავ­შირ­დე­ბა. მჯე­რა, რომ სამ­ყა­რო­სე­ული ლო­გი­კა არც ახ­ლა და­ირ­ღვე­ვა — ბნელს ყო­ველ­თვის მოს­დევს ნა­თე­ლი, დაღ­მარ­თს კი აღ­მარ­თი მოჰ­ყვე­ბა...

 

რა მოხ­და და­დე­ბი­თი ამ წელს?

 

ამ წელს ფეხ­ბედ­ნი­ერს ვერ ვუ­წო­დებთ. ყვე­ლა სფე­რო­ში შეგ­ვიქ­მნა სირ­თუ­ლე­ები. გა­მო­ნაკ­ლი­სი, ცხა­დია, არც სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სივ­რცე ყო­ფი­ლა. თუმ­ცა, მინ­და გითხრათ, რომ მი­უხ­ედ­ავ­ად პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ული სა­ზო­გა­დო პრობ­ლე­მე­ბი­სა, მა­ინც მო­ვა­ხერ­ხეთ და და­უღ­ალ­ავი შრო­მით შევ­ძე­ლით არა­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მა­ტე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა. სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე ამ პი­რო­ბებ­შიც ჩვე­ული რიტ­მით გრძელ­დე­ბა საქ­მი­ან­ობა. ახ­ალ რე­ალ­ობ­ას­თან ად­აპ­ტი­რე­ბის გზით გან­ვა­ხორ­ცი­ელ­ეთ სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ება. სა­ინ­ტე­რე­სოდ ჩა­ვა­ტა­რეთ ტრა­დი­ცი­ული კონ­ფე­რენ­ცი­ები, მათ შო­რის, ყო­ველ­წლი­ური სა­ფა­კულ­ტე­ტო სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია — „სივ­რცე, სა­ზო­გა­დო­ება, პო­ლი­ტი­კა“, რო­მე­ლიც არა­ერ­თი ქვეყ­ნის მეც­ნი­ერ­თა ჩარ­თუ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩა. არ­სე­ბულ რთულ პი­რო­ბებ­ში კრე­ატი­ული პრო­დუქ­ცი­აც შე­იქ­მნა. ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის მი­ერ გა­და­ღე­ბულ­მა მი­ნი-ფილ­მებ­მა პრეს­ტი­ჟუ­ლი კონ­კურ­სე­ბის პრი­ზე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა.

 

უნ­და ით­ქვას, რომ ყო­ვე­ლი­ვე ნე­გა­ტი­ურს თა­ვი­სი და­დე­ბი­თი მხა­რე­ებ­იც აქ­ვს. გლო­ბა­ლურ­მა პან­დე­მი­ამ ნათ­ლად გვიჩ­ვე­ნა, თუ რა­ოდ­ენ ძვირ­ფა­სია ად­ამი­ან­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მოყ­ვას­თან გულ­წრფე­ლი სა­უბ­არი და მას­თან ფიქ­რე­ბის გა­ზი­არ­ება. თა­ნა­ზი­არ­ობ­ის აქ­ტი ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლია ად­ამი­ან­ის­თვის, ის­ევე, რო­გორც მა­რა­დი­ული ფა­სე­ულ­ობ­ები: სი­კე­თე, თა­ნად­გო­მა, გულ­მოწყა­ლე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი, სხვი­სი წარ­მა­ტე­ბით სი­ხა­რუ­ლი... ეს გრძნო­ბე­ბი ჩვე­ნი ამ­ქვეყ­ნად არ­სე­ბო­ბის გა­მარ­თლე­ბაა. დღე­ვან­დელ­მა მკაც­რმა რე­ალ­ობ­ამ უფ­რო მე­ტად გვას­წავ­ლა მა­თი და­ფა­სე­ბა და მოფ­რთხი­ლე­ბა; კი­დევ ერ­თხელ დაგ­ვარ­წმუ­ნა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ში, რომ წუ­თი­სო­ფელ­ში მა­რა­დი­ული არ­აფ­ერია...

 

რო­გორ და რით გა­ილ­ამ­აზ­ებთ კო­ვი­დის პი­რო­ბებ­ში სა­ახ­ალ­წლო ღა­მეს?

 

ახ­ალი წლის ღა­მეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნით ვხვდე­ბი. ამ ჯა­დოს­ნურ ღა­მეს, ტრა­დი­ცი­ულ­ად, ოჯ­ახ­ურ გა­რე­მო­ში აღ­ვნიშ­ნავ. იმ­იტ­ომ არა, რომ დღეს სხვა­გან ზე­იმ­ის სა­შუ­ალ­ება არ გვაქ­ვს. ყო­ველ­თვის ასე იყო. სა­გულ­და­გუ­ლოდ ვემ­ზა­დე­ბო­დით ამ დღე­სას­წა­ულ­ის­თვის, მე­რე ნუგ­ბა­რით დაზ­ვი­ნულ სუფ­რას შე­მო­ვუს­ხდე­ბო­დით და ერ­თად ვე­გე­ბე­ბო­დით ახ­ალი წლის მობ­რძა­ნე­ბას. არც ახ­ლა და­ირ­ღვე­ვა ეს ჩვე­ულ­ება. მხო­ლოდ ერ­თი რამ იქ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი — კი­დევ უფ­რო მძაფ­რად შე­ვიგ­რძნობთ ერ­თმა­ნე­თის სა­ჭი­რო­ებ­ას და ჩვე­ნი ოჯ­ახ­ური სიმ­ტკი­ცის მნიშ­ვნე­ლო­ბას. ამ გრძნო­ბას სხვა ვე­რა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა, სი­ლა­მა­ზე სწო­რედ ამ დიდ სიყ­ვა­რულ­შია.

 

* * * 

სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სა­ზო­გა­დო­ება იმ ად­ამი­ან­თა სიმ­ბო­ლუ­რი ერ­თო­ბაა, ვინც ქმნის ჩვე­ნი ალ­მა მა­ტე­რის სა­ხეს, მის დღე­ვან­დე­ლო­ბას. მინ­და, მათ მშვი­დო­ბი­ანი და გა­მორ­ჩე­ულ­ად სა­ინ­ტე­რე­სო წე­ლი ვუ­სურ­ვო, ძი­ებ­ებ­ითა და გა­მარ­ჯვე­ბე­ბით აღ­სავ­სე. დაე, 2021 შე­მობ­რუ­ნე­ბის წე­ლი ყო­ფი­ლი­ყოს — სირ­თუ­ლე­ებ­ის დაძ­ლე­ვის, სამ­ზე­ოზე გას­ვლი­სა და სუ­ლი­ერი სიმ­შვი­დის და­ვა­ნე­ბის სა­წინ­და­რი!