Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვინ გაიმარჯვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე გამოცხადებულ ესეების კონკურსში?

 თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­მა პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის თე­მა­ზე გა­მოცხა­დე­ბულ ესე­ებ­ის კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბა მო­იპ­ოვ­ეს. კონ­კურ­სი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა გა­მო­აცხა­და, რო­მელ­შიც 12-მა სტუ­დენ­ტმა მი­იღო მო­ნა­წი­ლე­ობა. სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ამ ოთხი სა­უკ­ეთ­ესო ნაშ­რო­მი შე­არ­ჩია, აქ­ედ­ან სა­მი — თსუ-ის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს თა­მარ ვარ­დი­აშ­ვილს, მა­რი­ამ ჭი­კა­ძე­სა და თა­მარ ფა­ჩუ­ლი­ას ეკ­უთ­ვნით.

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი თა­მარ ზა­რან­დია სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის ინ­იცი­ატ­ივ­ას და­დე­ბი­თად აფ­ას­ებს: „ას­ეთი ტი­პის კონ­კურ­სე­ბი სტუ­დენ­ტე­ბის პრო­ფე­სი­ული გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოც­დი­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. ზო­გა­დად, პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის სა­კითხი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ოში. აკ­ად­ემი­ურ სივ­რცე­ში ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა ას­პექ­ტებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტუ­ალ­ობა პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში შე­იძ­ინა, რო­დე­საც სწავ­ლე­ბა ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ფორ­მით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ლექ­ცი­ებ­ის აუდიო/ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბის და ონ­ლა­ინ სას­წავ­ლო შეხ­ვედ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო/აუდიო/ფო­ტო მა­სა­ლა, მათ შო­რის, ე.წ. „სქრინ­შო­თი“ წარ­მო­ად­გენს პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემს და ეს გა­აზ­რე­ბუ­ლი უნ­და იყ­ოს ყვე­ლა ჩარ­თუ­ლი მხა­რის მი­ერ, ამ პრო­ცეს­ში პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­ნახ­ვი­სა თუ სხვა პი­რე­ბის­თვის გა­ზი­არ­ებ­ის დროს. ცხა­დია, სხვა­თა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უხ­ებ­ლო­ბის უფ­ლე­ბას ყვე­ლა პა­ტი­ვის­ცე­მით უნ­და მო­ეკ­იდ­ოს. ამ­ას­თან, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ზო­გა­დო­ებ­ის ცნო­ბი­ერ­ებ­ის ამ­აღ­ლე­ბა. პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის სა­კითხე­ბი იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს სას­წავ­ლო დის­ციპ­ლი­ნის ფარ­გლებ­შიც აქ­ვთ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი. COVID-19-ის გავ­რცე­ლე­ბას­თან ერ­თად სა­ზო­გა­დო­ებ­აში ჩნდე­ბა კითხვე­ბი, მათ შო­რის, პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის პრო­ცეს­ში პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­ცუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რის ინ­იცი­ატ­ივა ამ სა­კითხებ­ზე ესე­ებ­ის კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­სი­ხა­რუ­ლო იყო, რომ ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­მა ამ კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბა მო­იპ­ოვ­ეს. არ იქ­ნე­ბა სი­ახ­ლე, თუ ვიტყვი, რომ იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტი სტუ­დენ­ტებს ფუნ­და­მენ­ტურ იურ­იდი­ულ გა­ნათ­ლე­ბას აძ­ლევს და ჩვენ მარ­თლაც სა­უკ­ეთ­ესო სტუ­დენ­ტე­ბი გვყავს, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან გვა­ნე­ბივ­რე­ბენ ას­ეთი გა­მარ­ჯვე­ბე­ბით. ვუ­ლო­ცავ თა­მარს, მა­რი­ამს და თა­მარს ამ მიღ­წე­ვას და შემ­დგომ წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს გა­მარ­ჯვე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­ში 2 თვი­ანი სტა­ჟი­რე­ბა მა­თი პრო­ფე­სი­ული ზრდის სა­წინ­და­რი იქ­ნე­ბა!“

 

კონ­კურ­სი პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ტარ­და. იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­მა თა­მარ ვარ­დი­აშ­ვილ­მა და მა­რი­ამ ჭი­კა­ძემ ესე­ები თე­მა­ზე — „COVID-19-ის პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვა“ წა­რად­გი­ნეს, სა­დაც პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გააანალიზებისა და პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხე­ბის დას­მის გარ­და, მა­თი გა­დაჭ­რის გზე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ებ­იც მი­მო­იხ­ილ­ეს.

 

„მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ერ­ოვ­ნულ სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე ხარ­ვეზს ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის კუთხით ნაკ­ლე­ბად ვხვდე­ბით. ჩე­მი თე­მის ფარ­გლებ­ში ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი იმ პრაქ­ტი­კულ პრობ­ლე­მებ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლე, რა­საც თი­თოეული ჩვენ­გა­ნი შე­იძ­ლე­ბა წა­აწყდეს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში (იქ­ნე­ბა ეს სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბე­ბუ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, გა­სა­უბ­რე­ბა, ონ­ლა­ინ აპ­ლი­კა­ცი­ებ­ის შევ­სე­ბა თუ სხვა), რა დრო­საც, შე­საძ­ლოა, კითხვის ნიშ­ნის ქვეშ დად­გეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­ცუ­ლო­ბის სა­კითხი. პან­დე­მი­ამ ნამ­დი­ლად არა­ერ­თი პრობ­ლე­მა­ტუ­რი სა­კითხი წა­მოჭ­რა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ის წი­ნა­შე და, ამ მხრივ, არც სა­ქარ­თვე­ლოა გა­მო­ნაკ­ლი­სი. ვი­ნა­იდ­ან ერ­თი­ანი, მკაც­რად დად­გე­ნი­ლი სტან­დარ­ტი არ არ­სე­ბობს იმ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მი და­ცუ­ლი, ვფიქ­რობ, სა­ხელ­წი­ფოს­თვის მთა­ვა­რი ამ­ოს­ავ­ალი წერ­ტი­ლი უნ­და იყ­ოს, ერ­თი მხრივ, პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­სა და, მე­ორე მხრივ, პი­რის კერ­ძო ინ­ტე­რე­სებს, პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვა­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ უფ­ლე­ბებს (მათ შო­რის, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უხ­ებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა, პი­როვ­ნე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი გან­ვი­თა­რე­ბის უფ­ლე­ბა) შო­რის სწო­რი და სა­მარ­თლი­ანი ბა­ლან­სის დაც­ვა. ამ მხრივ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს რო­გორც ერ­ოვ­ნულ, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე მი­ღე­ბუ­ლი უახ­ლე­სი რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას და მათ პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გვას. ას­ევე, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან გა­მო­ჩე­ნი­ლი მზა­ობა პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა ეფ­ექ­ტუ­რად დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით“, — აღ­ნიშ­ნა მა­რი­ამ ჭი­კა­ძემ.

 

„პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის ლე­გი­ტი­მუ­რი მო­ლო­დი­ნის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა. სტუ­დენ­ტე­ბის მხრი­დან და­ნა­ხუ­ლი აქ­ტუ­ალ­ური სა­მარ­თლებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბი და მა­თი ჩვე­ნე­ული გა­დაჭ­რის გზე­ბი, ვფიქ­რობ, გა­საც­ნო­ბად საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სოა. შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სა­კონ­კურ­სო თე­მე­ბი­დან გა­დავ­წყვი­ტე ესე მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა თე­მა­ზე — „COVID-19 პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვა'', რო­მელ­შიც წარ­მოდ­გე­ნი­ლია პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი ან­ალ­იზი და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან. მი­მო­ვი­ხი­ლე — ვის აქ­ვს უფ­ლე­ბა მი­იღ­ოს ინ­ფორ­მა­ცია ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა შე­სა­ხებ, შე­იძ­ლე­ბა თუ არა ამ ტი­პის ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ება და რა თან­მდე­ვი შე­დე­გე­ბი მოყ­ვე­ბა მას. ამ­ას­თა­ნა­ვე, რამ­დე­ნად იზღუ­დე­ბა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ობ­ის პი­რო­ბებ­ში პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­სა და პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის უფ­ლე­ბა. ეს­ეს ფარ­გლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო იყო იმ­ის მი­მო­ხილ­ვა, თუ რა გავ­ლე­ნა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სა­ჯა­რო ინ­ტე­რეს­სა და პან­დე­მი­ის პრე­ვენ­ცი­ის მი­ზანს პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის ზო­გად სტან­დარ­ტზე, ას­ევე, თუ რამ­დე­ნად აქ­ვს პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბის პო­ტენ­ცი­ალი კო­ვიდ-აპ­ლი­კა­ცი­ებს. ის­ეთ უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­რე­მო­ებ­ებ­ში, რო­გორ­შიც ახ­ლა ვართ, ცალ­სა­ხაა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ის დაც­ვის გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ხაზ­გას­მის აუც­ილ­ებ­ლო­ბა და ამ მხრივ სა­ზო­გა­დო­ებ­ის ცნო­ბი­ერ­ებ­ის მაქ­სი­მა­ლუ­რად ამ­აღ­ლე­ბა. ვფიქ­რობ, მსოფ­ლიო პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­შიც კი სა­ზო­გა­დო­ება არ უნ­და იყ­ოს არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვას შო­რის“, — გა­ნაცხა­და თა­მარ ვარ­დი­აშ­ვილ­მა.

 

სა­კონ­კურ­სო ეს­ეში პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში წა­მოჭ­რი­ლი არ­ას­რულ­წლო­ვან­თა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის აქ­ტუ­ალ­ური სა­კითხე­ბი გა­ნი­ხი­ლა თა­მარ ფა­ჩუ­ლი­ამ. „ჩე­მი სა­კონ­კურ­სო ეს­ეს სა­ხელ­წო­დე­ბაა — „არ­ას­რულ­წლო­ვან­თა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის ინ­ტერ­ნეტ­ში გა­ზი­არ­ებ­ის საფ­რთხე­ები“. ეს­ეში გად­მო­ცე­მუ­ლია არ­ას­რულ­წლო­ვან­თა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის ინ­ტერ­ნეტ­ში გა­ზი­არ­ებ­ის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გზე­ბი, მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბი, მა­თი პრე­ვენ­ცი­ის სა­შუ­ალ­ებ­ები და უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­თა ან­ალ­იზი. დღე­ვან­დე­ლი რე­ალ­ობ­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის ამ­სახ­ველ ფო­ტო/ვი­დეო მა­სა­ლა­სა და არ­ას­რულ­წლო­ვა­ნი პი­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან მი­მარ­თე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ცუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ მო­მე­ტე­ბულ რის­კებ­ზე. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა თე­მა­ზე მუ­შა­ობ­ის პრო­ცე­სი. კონ­ფე­რენ­ცი­აზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი თი­თოეული ნაშ­რო­მი საკ­მა­ოდ აქ­ტუ­ალ­ურ სა­კითხებს შე­ეხ­ებ­ოდა. კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბას არ ვე­ლო­დი, თუმ­ცა მი­ხა­რია, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­ში სტა­ჟი­რე­ბის გავ­ლი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცე­მა“, — გვითხრა თა­მარ ფა­ჩუ­ლი­ამ.

 

სტუ­დენ­ტებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ მათ წარ­მა­ტე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის აკ­ად­ემი­ურ გუნ­დს მი­უძ­ღვის. „მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თბი­ლი­სის სა­ხელ­წი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რებს. ფა­კულ­ტეტ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა შემ­დგომ სხვა­დას­ხვა სა­მეც­ნი­ერო საქ­მი­ან­ობ­აში გვეხ­მა­რე­ბა. მად­ლო­ბა ქალ­ბა­ტონ თა­მარ ზა­რან­დი­ას მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის და არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვნიშ­ნო ჩე­მი თე­მის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ბა­ტონ ალ­ექ­სან­დრე იაშ­ვი­ლის წვლი­ლი, რო­მე­ლიც აქ­ტი­ურ­ად იყო ჩარ­თუ­ლი ჩე­მი სა­კონ­ფე­რენ­ციო ნაშ­რო­მის და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში“, — გან­მარ­ტა მა­რი­ამ ჭი­კა­ძემ.

 

სტუ­დენ­ტუ­რი ესე­ებ­ის კონ­კურ­სი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სპექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და.

 

მო­ამ­ზა­და ნა­ტო ობ­ოლ­აძ­ემ