Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვასილ კაჭარავას ახალი წელი

„სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ფე­სუ­რა მე­ორ­ეხ­არ­ის­ხო­ვა­ნი სტა­ტუ­სი­დან კვლავ პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვან სტა­ტუსს და­იბ­რუ­ნებს და ქვე­ყა­ნას წინ წა­იყ­ვანს“, — ას­ეთია თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რის, ამ­ერ­იკ­ის შეს­წავ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ას­ოცი­აცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, თსუ ამ­ერ­იკ­ის შეს­წავ­ლის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის ვა­სილ კა­ჭა­რა­ვას იმ­ედ­ები ახ­ალი 2021 წლის­თვის.

 

* * *

გაგ­ვიმ­ხი­ლეთ იმ­ედ­ები, რი­თაც ხვდე­ბით ახ­ალ 2021 წელს...

 

ალ­ბათ, არ ვიქ­ნე­ბი ორ­იგ­ინ­ალ­ური — თუ ვიტყვი, რომ 2021 წელს ამ სა­ში­ნელ და მო­მა­ბეზ­რე­ბელ ვი­რუსს ბო­ლო მო­ეღ­ება, ამ­ის იმ­ედი მაქ­ვს... ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, პან­დე­მი­ის მას­შტა­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­დე­ბა და კვლავ გვექ­ნე­ბა სა­შუ­ალ­ება შევ­ხვდეთ, ჩა­ვე­ხუ­ტოთ და მო­ვე­ფე­როთ ჩვენს ახ­ლობ­ლებ­სა და მე­გობ­რებს. მე ერ­თი წლის შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს და ამ პან­დე­მი­ის გა­მო ძა­ლი­ან ფთხი­ლად და დის­ტან­ცი­ურ­ად ვურ­თი­ერ­თობ მას­თან და მის მშობ­ლებ­თა­ნაც, შე­სა­ბა­მი­სად, ვოც­ნე­ბობ, რომ მა­ლე დას­რულ­დეს ეს შეზღუდ­ვე­ბი.

 

რა­ღა და­გი­მა­ლოთ და ჩვე­ულ­ებ­რი­ვი ლექ­ცი­ები მო­მე­ნატ­რა... თუ რა­ტომ? — ეს, ალ­ბათ, ყვე­ლა პრო­ფე­სორ­მა იც­ის და აღ­არ გან­ვავ­რცობ... იმ­ედი მაქ­ვს, რომ მე­ორე კორ­პუს­ში დას­რულ­დე­ბა რე­მონ­ტი და ჩვე­ნი ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის ინ­სტი­ტუ­ტი და ბიბ­ლი­ოთ­ეკა კვლავ სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ამ­უშ­ავ­დე­ბა; კვლავ ჩა­ვა­ტა­რებთ სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რებს, დავ­პა­ტი­ჟებთ სა­ინ­ტე­რე­სო სტუმ­რებს. დი­დი იმ­ედი და სურ­ვი­ლი მაქ­ვს, რომ ჩვენ­თან სტუმ­რად ვი­ხი­ლოთ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელ­ჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში ქალ­ბა­ტო­ნი კე­ლი დეგ­ნა­ნი, რო­მე­ლიც ერთ-ერთ სა­უკ­ეთ­ესო ელ­ჩად მი­მაჩ­ნია ქარ­თულ-ამ­ერ­იკ­ული ურ­თი­ერ­თო­ბის 30 წლი­ანი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე. 

 

მო­მა­ვალ წელს ვგეგ­მავთ გა­მოვ­ცეთ ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის კრე­ბუ­ლის მერ­ვე ნო­მე­რი. დი­დი იმ­ედი მაქ­ვს, რომ და­ვას­რუ­ლებ და გა­მოვ­ცემ მო­ნოგ­რა­ფი­ას რო­ნალდ რე­იგ­ან­ისა და მი­სი კონ­სერ­ვა­ტუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის შე­სა­ხებ. ამ­ით და­ვას­რუ­ლებ ჩემს პრო­ექ­ტს — „კონ­სერ­ვა­ტუ­ლი ათ­წლე­ულ­ები მე­ოცე სა­უკ­უნ­ის ამ­ერ­იკ­ის ის­ტო­რი­აში’’. ამ­ერ­იკა 1920-იან და ამ­ერ­იკა 1950-იან წლებ­ში უკ­ვე გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე.

 

ძალ­ზე დი­დი იმ­ედი მაქ­ვს, რომ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორ­თა ან­აზღა­ურ­ება ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც და­ეწ­ევა ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და იურ­იდი­ული ფა­კულ­ტე­ტე­ბის პრო­ფე­სორ­თა სრუ­ლი­ად დამ­სა­ხუ­რე­ბულ ან­აზღა­ურ­ებ­ას (მათ ჩვენ­ზე თით­ქმის ორ­ჯერ მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი აქ­ვთ, სრუ­ლი­ად ან­ალ­ოგი­ურ შრო­მა­ში). იმ­ედია, ფა­კულ­ტე­ტის საბ­ჭო და დე­კა­ნა­ტი ფა­კულ­ტე­ტის ყვე­ლა პრო­ფე­სო­რის ნე­ბა-სურ­ვილს აღ­ვას­რუ­ლებთ და ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით გა­მო­ვას­წო­რებთ ამ სა­ვა­ლა­ლო ვი­თა­რე­ბას, მით უმ­ეტ­ეს, ამ მწვა­ვე ინ­ფლა­ცი­ის დროს.

 

რა პო­ზი­ტი­ვით და­გა­მახ­სოვ­რათ თა­ვი მიმ­დი­ნა­რე წელ­მა?

 

მთა­ვა­რი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ზი­ტი­ვი იყო ჩე­მი შვი­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბა 2019 წლის მი­წუ­რულს და, შე­სა­ბა­მი­სად, მთე­ლი 2020 წლის მან­ძილ­ზე მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ბედ­ნი­ერ­ება. ამ წლის მი­წუ­რულს კი მა­მა­მი­სი და­აწ­ინა­ურ­ეს მე­ტად პა­სუხ­სა­გებ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და, ბუ­ნებ­რი­ვია, არც ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი სი­ძის წარ­მა­ტე­ბა მწყე­ნია.

 

პო­ზი­ტი­ურ­ად წა­რი­მარ­თა ზუ­მით ლექ­ცი­ებ­ის ჩა­ტა­რე­ბის ათ­ვი­სე­ბა და, მარ­თა­ლი გითხრათ, არც ისე რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, ვი­ნა­იდ­ან ფა­კულ­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ კარ­გად უზ­რუნ­ველ­ყო ამ საქ­მი­ან­ობ­ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ული და ტექ­ნი­კუ­რი მხა­რე. ფა­კულ­ტეტ­მა ახ­ალი კომ­პი­უტ­ერ­იც გად­მოგ­ვცა და უაღ­რე­სად მად­ლო­ბე­ლი ვარ. ჩვე­ნი ინ­სტი­ტუ­ტის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი, ჯერ­ჯე­რო­ბით, გა­და­ურ­ჩა ამ ვი­რუსს და ნა­ყო­ფი­ერ­ად აგ­რძე­ლებს მუ­შა­ობ­ას, რაც უდ­ავ­ოდ ძა­ლი­ან მა­ხა­რებს.

 

პან­დე­მი­ის პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ახ­ალი ფორ­მით ჩა­ვა­ტა­რეთ ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­თა ტრა­დი­ცი­ული ყო­ველ­წლი­ური კონ­ფე­რენ­ცი­აც. მრა­ვა­ლი კარ­გი მოხ­სე­ნე­ბა წარ­მო­ად­გი­ნეს მომ­ხსე­ნებ­ლებ­მა.

 

მო­ნა­წი­ლე­ობა მი­ვი­ღე მე­დი­კოს­თა კონ­ფე­რენ­ცი­აში, სა­დაც ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის სექ­ცია ავ­ამ­უშ­ავ­ეთ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლექ­ცი­ებს ვკითხუ­ლობ­დი შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ის­ტო­რი­ასა და პო­ლი­ტი­კა­ზე. კონ­ფე­რენ­ცია ქო­ბუ­ლეთ­ში ჩა­ტარ­და და მი­უხ­ედ­ავ­ად შეზღუდ­ვე­ბი­სა, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო და კარ­გი ად­ამი­ანი გა­ვი­ცა­ნი. ზო­გი­ერ­თთან დავ­მე­გობ­რდი კი­დეც, რაც ნამ­დვი­ლად პო­ზი­ტი­ვის აქ­ტივ­შია.

 

სა­ერ­თოდ, მიყ­ვარს კითხვა, ამ პან­დე­მი­ამ კი კი­დევ უფ­რო მე­ტის წა­კითხვის სა­შუ­ალ­ება მომ­ცა და ამ მხრი­ვაც კმა­ყო­ფი­ლი ვარ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, საკ­მა­ოდ კარ­გი სე­რი­ალ­ებ­იც ვნა­ხე.

 

რო­გორ და რით გა­ილ­ამ­აზ­ებთ პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში სა­ახ­ალ­წლო ღა­მეს?

 

ალ­ბათ სახ­ლში ვიქ­ნე­ბი, მაგ­რამ სკა­იპ­ითა და მე­სენ­ჯე­რით აქ­ტი­ურ­ად ვი­ურ­თი­ერ­თებ, პირ­ველ რიგ­ში, ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლის ოჯ­ახ­თან, ჩე­მი შვი­ლიშ­ვი­ლის თა­მა­დო­ბით. მე­რე, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩემს ახ­ლო მე­გობ­რებ­სა და ნა­თე­სა­ვებს და­ვე­ნახ­ვე­ბი, რო­გორც აქ, ას­ევე საზღვარ­გა­რეთ და, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, შე­იძ­ლე­ბა უფ­რო მეტ ად­ამი­ან­საც შევ­ხვდე, ვიდ­რე ჩვე­ულ­ებ­რივ ახ­ალ წელს. მე­რე რო­მე­ლი­მე საყ­ვა­რელ ფილ­მს ვუ­ყუ­რებ ან საყ­ვა­რელ წიგ­ნს წა­ვი­კითხავ, თუ ამ­ის თა­ვი მექ­ნა და 1 იან­ვარს შევ­ხვდე­ბი უკ­ეთ­ესი და ბედ­ნი­ერი წლის დაწყე­ბის იმ­ედ­ით.

 

* * * 

ჩემს ძვირ­ფას კო­ლე­გებს, არ­ან­აკ­ლე­ბად ძვირ­ფას სტუ­დენ­ტებ­სა და მე­გობ­რებს ჯან­მრთე­ლო­ბას და კო­ვიდ­თან მი­ნი­მა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბას ვუ­სურ­ვებ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ას­ევე ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბულ სა­მეც­ნი­ერო და პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ან­ობ­ას, მა­თი ღირ­სე­ული შრო­მის ღირ­სე­ულ და­ფა­სე­ბას. ჩვენს უნ­ივ­ერ­სი­ტეტს კვლავ ვუ­სურ­ვებ, ჩვე­ნი რექ­ტო­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, შემ­დგომ წარ­მა­ტე­ბებს და წინ­სვლას სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­იტ­ინ­გებ­ში.

 

ჩვენს სტუ­დენ­ტებს ვუ­სურ­ვებ ბევრ და ნა­ყო­ფი­ერ შრო­მას, ვი­ნა­იდ­ან სწო­რედ ახ­ლა ჭე­და­ვენ სა­კუ­თარ მო­მა­ვალს.

 

მეც­ნი­ერ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას, ჩე­მი ჩათ­ვლით, არ უყ­ვარს პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვა, მაგ­რამ, მგო­ნი, უფ­რო აქ­ტი­ურ­ად უნ­და და­ვეხ­მა­როთ ჩვენს პო­ლი­ტი­კო­სებ­სა და მე­დი­ას, რო­მელ­თაც საკ­მა­ოდ ხში­რად აკ­ლი­ათ სა­ზო­გა­დო­ებ­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და ქვეყ­ნის მარ­თვის ცოდ­ნა და ჩვე­ვე­ბი. იმ­ედია, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ფე­სუ­რა მე­ორ­ეხ­არ­ის­ხო­ვა­ნი სტა­ტუ­სი­დან კვლავ პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვან სტა­ტუსს და­იბ­რუ­ნებს და ქვე­ყა­ნას წინ წა­იყ­ვანს.