Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეთნოლოგიასა და ანთროპოლოგიაში ახალი მასალები დაგროვდა

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

ეთ­ნო­ლო­გი­ასა და ან­თრო­პო­ლო­გი­აში სა­ზაფხუ­ლო სკო­ლა ნორ­ვე­გი­ის ბერ­გე­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ალ­ური ან­თრო­პო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი­სა და თსუ-ის ეთ­ნო­ლო­გია-ან­თრო­პო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­იმ­არ­თა. ორ­კვი­რი­ანი კურ­სის მან­ძილ­ზე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და ბერ­გე­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი ნორ­ვე­გი­ელი და ქარ­თვე­ლი ან­თრო­პო­ლო­გე­ბის ლექ­ცი­ებს ის­მედ­ნენ. თე­მა­ტი­კა ან­თრო­პო­ლო­გი­ური კვლე­ვე­ბის ძი­რი­თად მე­თო­დი­კას მო­იც­ავ­და. სა­ზაფხუ­ლო სკო­ლის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა და­მო­უკ­იდ­ებ­ელი სა­ვე­ლე კვლე­ვე­ბი ჩა­ატ­არ­ეს ბორ­ჯომ­ში, ახ­ალ­ცი­ხე­სა და ვა­ლე­ში და პრე­ზენ­ტა­ცი­ის სა­ხით წარ­მო­ად­გი­ნეს. ეპ­იდ­ემი­ოლ­ოგი­ური სი­ტუ­აცი­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ზაფხუ­ლო სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სი შე­რე­ულ ფორ­მატ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და: ნორ­ვე­გი­ული ჯგუ­ფი იმ­ყო­ფე­ბო­და კირ­კე­ნეს­ში (ნორ­ვე­გი­ის უკ­იდ­ურ­ეს ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში), ხო­ლო ქარ­თუ­ლი ჯგუ­ფი — ბორ­ჯომ­ში. პრო­ექ­ტში 13 სტუ­დენ­ტი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რომ­ლე­ბიც ღია კონ­კურ­სის წე­სით შე­ირ­ჩნენ. სა­ზაფხუ­ლო სკო­ლას თსუ-ის პრო­ფე­სო­რი ქე­თე­ვან ხუ­ციშ­ვი­ლი და ბერ­გე­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი თუ­ნე ბრინ­გა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ.

 

„ქარ­თვე­ლი და ნორ­ვე­გი­ელი სტუ­დენ­ტე­ბი გა­ერ­თი­ან­ული იყ­ვნენ ორ­კა­ცი­ან ჯგუ­ფე­ბად. მათ ერ­თობ­ლი­ვად შე­იმ­უშ­ავ­ეს საკ­ვლე­ვი კითხვე­ბი. პრო­ექ­ტი იყო ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი. სტუ­დენ­ტებ­მა მი­იღ­ეს თე­ორი­ული და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ღი­რე­ბუ­ლია ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­ურ ჯგუფ­ში მუ­შა­ობ­ის გა­მოც­დი­ლე­ბა. ამ­ას გარ­და, შე­იკ­რი­ბა სა­ინ­ტე­რე­სო მიმ­დი­ნა­რე მა­სა­ლა ცალ­კე­ული საკ­ვლე­ვი სა­კითხე­ბის რიგ­ვლივ, კერ­ძოდ: ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის პრაქ­ტი­კა, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის ელ­ემ­ენ­ტე­ბი (კვე­ბის კულ­ტუ­რა), რე­ლი­გი­ური პრაქ­ტი­კა, იდ­ენ­ტო­ბის მა­ტე­რი­ალ­ური გა­მოვ­ლი­ნე­ბა­ნი, საზღვრის გავ­ლე­ნა ყო­ფა­ზე, კულ­ტუ­რის ვი­ზუ­ალ­იზ­აცია, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ თი­თოეულმა სტუ­დენ­ტმა და­წე­რა კვლე­ვის ან­გა­რი­ში, რო­მე­ლიც შე­ფას­და ბერ­გე­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მხრი­დან და სტუ­დენ­ტებს მი­ენ­იჭ­ათ 5 კრე­დი­ტი სა­ვე­ლე კვლე­ვის მე­თო­დებ­ში“, — გა­ნაცხა­და პრო­ფე­სორ­მა ქე­თე­ვან ხუ­ციშ­ვილ­მა.

 

რას ყვე­ბა სა­ზაფხუ­ლო სკო­ლის მო­ნა­წი­ლე?

 

„თე­მა, რო­მელ­ზეც ნორ­ვე­გი­ელ მო­ნა­წი­ლეს­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ­დი, ეხ­ებ­ოდა რე­ლი­გი­ას, კერ­ძოდ რე­ლი­გი­ურ აღ­ორ­ძი­ნე­ბას პოსტ-საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში (ბორ­ჯო­მის მა­გა­ლით­ზე) და ცი­ვი ომ­ის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში (ნორ­ვე­გი­ის შემ­თხვე­ვა­ში). თუ ნორ­ვე­გი­ის მა­გა­ლით­ზე სა­უბ­არი იყო ფი­ზი­კურ საზღვრებ­ზე, ბორ­ჯო­მის შემ­თხვე­ვა­ში კულ­ტუ­რულ საზღვრებს გან­ვი­ხი­ლავ­დი. მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ ამ პრო­ექ­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი ად­გი­ლი მო­ვი­ნა­ხუ­ლე ბორ­ჯომ­სა და მის შე­მო­გა­რენ­ში, თე­მა­ზე მუ­შა­ობ­ის­ას გა­მოვ­ყა­ვი სა­მი ად­გი­ლი (წმინ­და სე­რა­ფიმ სა­რო­ვე­ლის ტა­ძა­რი, ღვთის­მშობ­ლის ტა­ძა­რი და შე­მაღ­ლე­ბულ ად­გი­ლას არ­სე­ბუ­ლი ჯვრე­ბი) და ყუ­რადღე­ბა ამ ად­გი­ლებ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლე. კვლე­ვის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მე­თო­დო­ლო­გი­ური ნა­წი­ლი. სა­ვე­ლე სა­მუ­შაოების დროს გა­მოც­დი­ლე­ბაა ყვე­ლა­ფე­რი — ად­ამი­ან­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ახ­ალი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა, სხვა­დას­ხვა სა­კითხე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის დაგ­რო­ვე­ბა და გაც­ვლა სხვა მო­ნა­წი­ლე­ებ­თან, ას­ევე მა­თი მო­საზ­რე­ბე­ბის მოს­მე­ნა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მა­შინ, რო­დე­საც უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან ერ­თა­დაც გი­წევს მუ­შა­ობა. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლია, რად­გან, რო­გორც მკვლე­ვარს, გი­წევს რო­გორც სხვა­დას­ხვა სა­კითხებ­ზე, ას­ევე სა­კუ­თარ თავ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა“, — აღ­ნიშ­ნა სა­ზაფხუ­ლო სკო­ლის მო­ნა­წი­ლემ ტა­ტა ჩრდი­ლელ­მა.

 

* * *

ბერ­გე­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ალ­ური ან­თრო­პო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი­სა და თსუ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ეთ­ნო­ლო­გია-ან­თრო­პო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ეს უკ­ვე მე­ორე სა­ზაფხუ­ლო სკო­ლაა, რო­მე­ლიც პრო­ექტ NorGePart-ის (ნორ­ვე­გი­ულ-ქარ­თუ­ლი პარ­ტნი­ორ­ობ­ის პროგ­რა­მა ან­თრო­პო­ლო­გი­აში კვლე­ვა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სათ­ვის) ფარ­გლებ­ში DIKU-ს (გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ნორ­ვე­გი­ის ცენ­ტრის) ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი, ას­ევე, მო­იც­ავს საზღვარ­გა­რეთ დოქ­ტო­რან­ტე­ბის სა­ვე­ლე კვლე­ვე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას და სტა­ჟი­რე­ბას ბერ­გე­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში.