Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ებრაისტიკა-არამეისტიკის კათედრის ორგანიზებით ჩატარებული კონფერენცია

28 იან­ვარს ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის აღ­მო­სავ­ლეთ­მცოდ­ნე­ობ­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტის ებ­რა­ის­ტი­კა-არ­ამე­ის­ტი­კის კა­თედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბით, Zoom-ის პლატ­ფორ­მა­ზე, სე­მი­ტო­ლო­გი ებ­რა­ის­ტის მა­ნა­ნა (მა­კა) გო­ცი­რი­ძის 65-ე წლის­თა­ვი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია გა­იხ­სნა.

 

მო­ნა­წი­ლე­ებს მი­ეს­ალ­მა და კონ­ფე­რენ­ცია სიტყვით გახ­სნა ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა ნა­ნა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა. მან ისა­უბ­რა მა­ნა­ნა გო­ცი­რი­ძის სა­მეც­ნი­ერო მოღ­ვა­წე­ობ­ის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ და ხა­ზი გა­უს­ვა მის როლს აღ­მო­სავ­ლეთ­მცოდ­ნე­ობ­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტის ებ­რა­ის­ტი­კა-არ­ამე­ის­ტი­კის კა­თედ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მი­სი თქმით, ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა გო­ცი­რი­ძე ერთ-ერ­თი უმ­თავ­რე­სი ფი­გუ­რა გახ­ლდათ ქარ­თველ აღ­მო­სავ­ლეთ­მცოდ­ნე­ებს შო­რის.

 

„ცოდ­ნის წყურ­ვი­ლი, ახ­ალი ცოდ­ნის შე­ძე­ნა-შექ­მნა და გამ­რავ­ლე­ბა — ეს იყო ის უმ­თავ­რე­სი ძა­ლა, რო­მელ­მაც გან­საზღვრა ქალ­ბა­ტო­ნი მა­კას ცხოვ­რე­ბის არ­სი. დღე­ვან­დე­ლი ღო­ნის­ძი­ება მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მარ­ტო ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტის, არ­ამ­ედ, ზო­გა­დად, სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბი­სათ­ვის, რად­გან თა­ობ­ათა კავ­ში­რის, მი­სი უწყვე­ტო­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თა­ობ­ათა კავ­ში­რის გა­რე­შე უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის არ­სე­ბო­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. დღეს ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნას და­ბა­დე­ბის დღეა. ის 65 წლის გახ­დე­ბო­და. სამ­წუ­ხა­რო და და­სა­ნა­ნია, რომ ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა ასე ად­რე წა­ვი­და ქვეყ­ნი­დან და ძა­ლი­ან ბევ­რი გეგ­მა თუ მი­ზა­ნი გა­ნუ­ხორ­ცი­ელ­ებ­ელი დარ­ჩა. მინ­და, დი­დი პა­ტი­ვით მი­ვე­სალ­მო ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნას კო­ლე­გებს, სტუ­დენ­ტებს და, უპ­ირ­ვე­ლე­სად, მი­სი ოჯ­ახ­ის წევ­რებს. დიდ იმ­ედს ვი­ტო­ვებ, რომ კა­ცობ­რი­ობა და­ამ­არ­ცხებს ამ სა­ში­ნელ სენს, დამ­თავ­რდე­ბა პან­დე­მია, და­ვუბ­რუნ­დე­ბით უნ­ივ­ერ­სი­ტეტს, ერ­თმა­ნეთს და მო­მა­ვალ კონ­ფე­რენ­ცი­ებს უკ­ვე ტრა­დი­ცი­ული ფორ­მით გავ­მარ­თავთ“, – აღ­ნიშ­ნა ნა­ნა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა.

 

პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის დაწყე­ბამ­დე დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ებ­ამ მა­ნა­ნა გო­ცი­რი­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი გა­უზი­არა ერ­თმა­ნეთს. მათ შო­რის იყ­ვნენ გო­გა სა­ნი­კი­ძე, მა­რი­ამ ჩა­ჩი­ბაია, მა­რი­კა ჯი­ქია, გუ­რამ ჩი­ქო­ვა­ნი, მა­რი­ნე შო­ნია, მა­რი­ნე მე­ფა­რიშ­ვი­ლი, ელ­ენე ჯა­ვე­ლი­ძე, ნა­თე­ლა ჟვა­ნია, ლა­ლი გუ­ლე­და­ნი. მო­გო­ნე­ბებს და გა­მომ­სვლე­ლებს ერ­თი სა­ერ­თო და მთა­ვა­რი მე­სი­ჯი აერ­თი­ან­ებ­დათ: მა­ნა­ნა გო­ცი­რი­ძის, რო­გორც მრა­ვა­ლი თა­ობ­ის აღ­მზრდე­ლი­სა და მეც­ნი­ერ­ის, პა­ტი­ვის­ცე­მა.

 

„ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი მარ­თავს ას­ეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ებ­ას. რთუ­ლია, რა თქმა უნ­და, ქალ­ბა­ტონ მა­ნა­ნა­ზე წარ­სულ­ში სა­უბ­არი. მაგ­რამ, კარ­გად მახ­სოვს, რო­დე­საც უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მო­ვე­დი, სე­მი­ტო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, კო­ტე წე­რე­თელს უკ­ვე შეკ­რუ­ლი ჰყავ­და ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­ები და ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­ული ლი­დე­რი ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა იყო – არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვი გო­ნე­ბის და სა­მეც­ნი­ერო ალ­ღოს მქო­ნე ად­ამი­ანი. შემ­დეგ ეს ჯგუ­ფი და­იშ­ალა, თუმ­ცა ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა იყო ის მეც­ნი­ერი, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე დარ­ჩა. ის, რო­გორც მეც­ნი­ერი ძა­ლი­ან პრო­დუქ­ტი­ული გახ­ლდათ, რად­გან მი­სი სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მე­ბი ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზე იყო შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ის, რომ მა­ნა­ნა არ არ­ის, აღ­მო­სავ­ლეთ­მცოდ­ნე­ობ­ის ინ­სტი­ტუ­ტის­თვის დი­დი ტრა­გე­დიაა. თა­ვა­დაც ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და, რომ ავ­ად­მყო­ფო­ბის გა­მო სა­მეც­ნი­ერო აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ას ვე­ღარ ახ­ერ­ხებ­და. და­ვა­მა­ტებ იმ­ას, რომ აღ­მო­სავ­ლეთ­მცოდ­ნე­ობ­ის ინ­სტი­ტუ­ტის 60 წლის იუბ­ილ­ეზე ჩა­ვა­ტა­რეთ ონ­ლა­ინ კონ­ფე­რენ­ცია, რო­მელ­საც 11 ქვეყ­ნი­დან ეს­წრე­ბოდ­ნენ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ამ­ას­თან, ჩვენ გა­მო­ვე­ცით კრე­ბუ­ლი, რო­მელ­შიც ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უცხო­ენ­ოვ­ანი სტა­ტი­ებია თავ­მოყ­რი­ლი. ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ამ­ოვ­ნო და სა­ამ­აყოა, რომ ამ სტა­ტი­ებს შო­რის არ­ის ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნას სტა­ტი­აც“, — თქვა ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის აღ­მო­სავ­ლეთ­მცოდ­ნე­ობ­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი სა­ნი­კი­ძემ. მან, ას­ევე, გა­იხ­სე­ნა ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია, რი­თაც ხა­ზი გა­უს­ვა იმ ფაქ­ტს, რომ მა­ნა­ნა გო­ცი­რი­ძე სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­არ­ებ­ული მეც­ნი­ერი იყო: „2013 წელს თელ-ავ­ივ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ვორ­ქშოპ­ზე ვი­ყა­ვით და მა­შინ იქ იყო ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნაც, რო­მელ­მაც თა­ვი­სი მოხ­სე­ნე­ბა წარ­მო­ად­გი­ნა. ეს აღ­მოჩ­ნდა ძა­ლი­ან რე­ზო­ნან­სუ­ლი – დი­დი გა­მოხ­მა­ურ­ება ჰქონ­და. ჩვე­ნი ებ­რა­ელი კო­ლე­გე­ბის­თვის მა­ნა­ნას მოხ­სე­ნე­ბა იყო ძა­ლი­ან დი­დი აღ­მო­ჩე­ნა“.

 

მო­გო­ნე­ბე­ბის ციკ­ლი გა­ნაგ­რძო თსუ-ის ებ­რა­ის­ტი­კა-არ­ამე­ის­ტი­კა სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის ას­ოც­ირ­ებ­ულ­მა პრო­ფე­სორ­მა მა­რი­ამ ჩა­ჩი­ბაიამ. მი­სი თქმით, მა­ნა­ნა გო­ცი­რი­ძე კა­თედ­რის და­არ­სე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­იდ­ან აქ­ტი­ურ­ად კითხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს და მუდ­მი­ვად სტუ­დენ­ტის გვერ­დში იდ­გა: „უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის აღ­მო­სავ­ლეთ­მცოდ­ნე­ობ­ის ფა­კულ­ტეტ­ზე გი­ორ­გი წე­რე­თელ­მა დააარსა სე­მი­ტო­ლო­გი­ის კა­თედ­რა, სა­დაც იკ­ითხე­ბო­და არ­აბ­ული, ებ­რა­ული და კლა­სი­კუ­რი სი­რი­ული ენ­ები. 1991 წელს, აკ­ად­ემ­იკ­ოს კონ­სტან­ტი­ნე წე­რეთ­ლის ინ­იცი­ატ­ივ­ით, სე­მი­ტო­ლო­გი­ის კა­თედ­რას გა­მო­ეყო ებ­რა­ული და არ­ამე­ული ენ­ები და შე­იქ­მნა ებ­რა­ულ-არ­ამე­ული ფი­ლო­ლო­გი­ის კა­თედ­რა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი კა­თედ­რის და­არ­სე­ბის დღი­დან მა­ნა­ნა გო­ცი­რი­ძე იყო მოწ­ვე­ული პრო­ფე­სო­რი და უძ­ღვე­ბო­და ლექ­ცი­ებ­ის კურ­სს ბიბ­ლი­ის ებ­რა­ულ­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ებ­რა­ულ ენ­ებ­ში. იგი იყო მრა­ვა­ლი თა­ობ­ის აღ­მზრდე­ლი და ის სტუ­დენ­ტებ­ში და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მი­თა და ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობ­და“, – აღ­ნიშ­ნა მა­რი­ამ ჩა­ჩი­ბაიამ.

 

წელს კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტეტ­ში შე­დი­ოდ­ნენ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, პრო­ფე­სო­რი ნა­ნა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, ას­ევე, ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რე­ბი მა­რი­ამ ჩა­ჩი­ბაია, ანა ხა­რა­ნა­ული და ეკ­ატ­ერ­ინე ნავ­რო­ზაშ­ვი­ლი.

 

კონ­ფე­რენ­ცია შედ­გე­ბო­და 4 სე­სი­ის­გან. პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, რო­მელ­საც ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი მა­რი­ამ ჩა­ჩი­ბაია ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, სხვა­დას­ხვა უმ­აღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა წა­რად­გი­ნეს თე­მე­ბი შემ­დე­გი სა­თა­ურ­ებ­ით: „უმა­ებ­რა­ული საქ­მი­ან-ოფ­იცი­ალ­ური ენ­იდ­ან თარ­გმა­ნის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი“, „ჭა –“და“ კავ­ში­რის შე­სა­ხებ ეთი­ოპ­ურ­ში“, „ძე კა­ცი­სა, ძე ღვთი­სა“, „ებ­რა­ელ­თა ჩი­ნეთ­ში და­სახ­ლე­ბის ის­ტო­რი­იდ­ან“, „ის­რა­ელ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ებ­რა­ელ­ებ­ის მეტყვე­ლე­ბის ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ათ­ებ­ლე­ბი“, „ებ­რა­ული მის­ტი­კა და კა­ბა­ლა ფრანც კაფ­კას „პრო­ცეს­ში“, „ღმერ­თი და იესო ქრის­ტე ჯიბ­რან ხა­ლილ ჯიბ­რა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში“ და „ებ­რა­ელ­თა გან­სახ­ლე­ბის ის­ტო­რი­ის­ათ­ვის სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში და მა­თი სო­ცი­ალ­ური მდგო­მა­რე­ობა“.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის მუ­შა­ობ­აში, სა­ერ­თო ჯამ­ში, მო­ნა­წი­ლე­ობ­ას იღ­ებ­და სხვა­დას­ხვა უმ­აღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტის 34 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. მათ შო­რის, უმ­ეტ­ეს­ობა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან, ას­ევე, ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან, გ. წე­რეთ­ლის აღ­მო­სავ­ლეთ­მცოდ­ნე­ობ­ის ინ­სტი­ტუ­ტი­დან, კავ­კა­სი­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან, სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან, აკ­აკი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან, თა­ვი­სუ­ფა­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან და კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­ნა­წერ­თა ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­დან.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის ბო­ლოს პან­დეიისშემდგომ პე­რი­ოდ­ში გან­სა­ხორ­ცი­ელ­ებ­ელი გეგ­მე­ბი და­ის­ახა.

 

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ