Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი შარვაშიძე: ვერ დამთავრდება ვერანაირი შეხვედრა შედეგით, თუ ის არის დესტრუქციაზე ორიენტირებული

თსუ-ის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ გუ­შინ ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმ­ედ­ში“ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩვე­ულ­ებ­რი­ვი სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა და კვლე­ვა. აქ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მხო­ლოდ სტუ­დენ­ტე­ბის ძა­ლი­ან პა­ტა­რა ნა­წი­ლი. ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კითხვა­ზე — გუ­შინ რა­ტომ არ შეხ­ვდით სტუ­დენ­ტთა ჯგუფს? რექ­ტორ­მა უპ­ას­უხა: „ამ კონ­კრე­ტულ ჯგუფ­თან მე, პი­რა­დად, მქონ­და ორი შეხ­ვედ­რა. 20-ზე მე­ტი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, მის­მა მო­ად­გი­ლემ, ჩემ­მა მო­ად­გი­ლემ, სას­წავ­ლო დე­პარ­ტა­მენ­ტმა, დე­კა­ნებ­მა. თუმ­ცა­ღა, შე­დე­გი ვერ მი­ვი­ღეთ. ვერ დამ­თავ­რდე­ბა ვე­რა­ნა­ირი შეხ­ვედ­რა შე­დე­გით, თუ ის არ­ის დეს­ტრუქ­ცი­აზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მხო­ლოდ პო­ზი­ცი­აზე — „თუ ჩე­მი ვერ გა­ვი­ტა­ნე, არ­ავ­ით­არ შემ­თხვე­ვა­ში არ­ანა­ირ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე არ მოვ­დი­ვარ“.

 

უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ფი­ნან­სურ გამ­ჭვირ­ვა­ლო­ბა­ზე რექ­ტორ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ „ფი­ნან­სუ­რი გამ­ჭვირ­ვა­ლო­ბა არ­ის ის, რა­ზეც დგას უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი — დაწყე­ბუ­ლი ბი­უჯ­ეტ­ის შედ­გე­ნი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ბი­უჯ­ეტ­ის დამ­ტკი­ცე­ბით და ამ პრო­ცეს­ში მე­სა­მე­დი ხმე­ბი­სა ეკ­უთ­ვნით სტუ­დენ­ტებს. მათ შე­უძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში ნა­ხონ ჩვე­ნი ბი­უჯ­ეტი, რო­მე­ლიც, სხვა­თა შო­რის, დევს ღია სივ­რცე­ში, არ­აფ­ერი გა­მოთხო­ვა დო­კუ­მენ­ტს არ სჭირ­დე­ბა“.

 

რექ­ტო­რი გან­მარ­ტავს, რომ ვე­რა­ნა­ირი ხა­რის­ხი­ანი გა­ნათ­ლე­ბა ვერ იქ­ნე­ბა მიღ­წე­ული იმ­ით, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა არ ჩა­აბ­არ­ებ­ინ­ოს სტუ­დენ­ტებს გა­მოც­და. „ხა­რის­ხი­ანი გა­ნათ­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა თვით­დი­ნე­ბა­ზე მი­ვუშ­ვათ. იოლი გზით სი­არ­ული არ არ­ის სწო­რი. თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი არ­ის ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, რო­მელ­საც აქ­ვს ამ­ბი­ცია, რომ არ­ის რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი და აქ არ უნ­და ხდე­ბო­დეს ის, რაც ხდე­ბა დღეს“, — აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ, რო­მელ­მაც მი­მარ­თა სტუ­დენ­ტებს — დრო­ზე გა­მო­ვიდ­ნენ იმ მდგო­მა­რე­ობ­იდ­ან, რა­შიც თა­ვად ჩა­იყ­ენ­ეს თა­ვი და და­ცა­ლონ რექ­ტო­რა­ტი.