Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გამოვიდა "ქართული წყაროთმცოდნეობის" ახალი XXIII ნომერი

ჟურ­ნა­ლი "ქარ­თუ­ლი წყა­როთ­მცოდ­ნე­ობა" წელ­საც მკითხველს ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტი­ას, ინ­ფორ­მა­ცი­ასა თუ რე­ცენ­ზი­ას სთა­ვა­ზობს. ჟურ­ნა­ლის 23-ე ნო­მერ­ში შე­ნარ­ჩუნ­და რო­გორც ტრა­დი­ცი­ული, ას­ევე – ახ­ალი რუბ­რი­კე­ბი: „ის­ტო­რი­ულ-წყა­როთ­მცოდ­ნე­ობ­ითი კვლე­ვე­ბი“; „სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­ზენ­ტა­ცია“, „თე­ორია ის­ტო­რი­ულ კვლე­ვა­ში და ის­ტო­რი­ოგ­რა­ფია“, „წყა­რო­თა თარ­გმა­ნი და წარ­დგი­ნე­ბა“, „სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბის პუბ­ლი­კა­ცია“, „თვალ­საზ­რი­სი“, „წიგ­ნე­ბის მი­მო­ხილ­ვა“, „ქრო­ნი­კა“, „ინ­ფორ­მა­ცია“, „ინ­ტერ­ვიუ“ და „ხსოვ­ნა“. სულ ბო­ლოს ჟურ­ნალს ერ­თვის „გზამ­კვლე­ვი ავ­ტორ­თათ­ვის“, სა­დაც გან­მარ­ტე­ბუ­ლია ჟურ­ნალ­ში სტა­ტი­ის წარ­მოდ­გე­ნი­სა და გა­ფორ­მე­ბის წე­სე­ბი.

 

„ქარ­თუ­ლი წყა­როთ­მცოდ­ნე­ობ­ის“ ახ­ალი ნომ­რის, ზო­გა­დად, მი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბის, მიზ­ნე­ბის და ის­ტო­რი­ის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის რედ­კო­ლე­გი­ის წევ­რს ის­ტო­რი­ის დოქ­ტორს ზუ­რაბ თარ­გა­მა­ძეს გა­ვე­სა­უბ­რეთ.

 

– ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ სა­მეც­ნი­ერო და პრო­ფე­სი­ულ წრე­ებ­ში ჟურ­ნა­ლი „ქარ­თუ­ლი წყა­როთ­მცოდ­ნე­ობა“ საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლია, გთხოვთ მოგ­ვიყ­ვეთ მის შე­სა­ხებ, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა მათ­თვის, ვინც ამ სტა­ტი­იდ­ან შე­იტყობს პირ­ვე­ლად ამ ჟურ­ნა­ლის შე­სა­ხებ.

 

– „ქარ­თუ­ლი წყა­როთ­მცოდ­ნე­ობა“ 1965 წელს ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ის­ტო­რი­ისა და ეთ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ბა­ზა­ზე და­ფუძ­ნდა. იმ დროს ეს იყო ამ სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტის ერთ-ერ­თი გან­ყო­ფი­ლე­ბის კრე­ბუ­ლი, სა­დაც უმ­თავ­რე­სად, სწო­რედ ამ გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა სტა­ტი­ები იბ­ეჭ­დე­ბო­და. პირ­ველ ეტ­აპ­ზე პე­რი­ოდ­ული გა­მო­ცე­მის მიზ­ნე­ბიც შე­სა­ბა­მი­სად შე­და­რე­ბით ვიწ­რო გახ­ლდათ. ტერ­მი­ნი „წყა­როთ­მცოდ­ნე­ობ­აც“ გა­გე­ბუ­ლი იყო, რო­გორც ვიწ­რო, სპე­ცი­ფი­კუ­რი კვლე­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბით. გა­მო­ცე­მის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად გა­ფარ­თოვ­და მი­სი ავ­ტორ­თა წრე და თე­მა­ტი­კაც. უკ­ვე 2010 წლი­დან კი ის გა­მო­დის, რო­გორც ფარ­თო პრო­ფი­ლის მქო­ნე სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნა­ლი. ამ დრო­იდ­ან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ჟურ­ნალს რე­დაქ­ტო­რო­ბენ პრო­ფე­სო­რე­ბი გი­ული ალ­ას­ანია და მა­რი­ამ ჩხარ­ტიშ­ვი­ლი. მა­თი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში შე­იც­ვა­ლა რედ­კო­ლე­გია, ჟურ­ნალს და­ემ­ატა ახ­ალი რუბ­რი­კე­ბი. ამ­ის სა­ფუძ­ვე­ლი კი, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, შექ­მნა ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ტო­რე­ბის პო­ლი­ტი­კამ, რომ­ლე­ბიც ტერ­მინ „წყა­როთ­მცოდ­ნე­ობ­ის“ ქვეშ უფ­რო ფარ­თო მნიშ­ვნე­ლო­ბას, კერ­ძოდ, ყვე­ლა ტი­პის წყა­რო­თა ან­ალ­იზს მოიაზრებდნენ.

 

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი, ამ­ჯე­რად უკ­ვე ყო­ველ­წლი­ური სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ტო­რე­ბის ხედ­ვა გა­მორ­ჩე­ულია იმ­ით­აც, რომ მათ აქ­ვთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ახ­ალ­გაზ­რდა თა­ობ­ის­ად­მი. ამ­ის დას­ტუ­რია თუნ­დაც ის ფაქ­ტი, რომ რედ­კო­ლე­გი­ის წევ­რე­ბი არი­ან ახ­ალ­გაზ­რდა მკვლევ­რე­ბი, ას­ევე ის­იც, რომ ჟურ­ნა­ლის წლე­ვან­დელ ნო­მერს, პრო­ფე­სორ გი­ული ალ­ას­ანი­ას­თან და მა­რი­ამ ჩხარ­ტიშ­ვილ­თან ერ­თად, ჰყავს ახ­ალი რე­დაქ­ტო­რი, ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რი ზუ­რაბ თარ­გა­მა­ძე.

 

ჟურ­ნა­ლის რე­დაქ­ცი­ის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მა ჩანს ერ­თი შე­ხედ­ვით უმ­ნიშ­ვნე­ლო დე­ტალ­შიც, კერ­ძოდ ჟურ­ნა­ლის გა­რე­კა­ნის დი­ზა­ინ­ის შერ­ჩე­ვის სა­კითხშიც. ჟურ­ნა­ლად გა­და­კე­თე­ბის შემ­დგომ შე­მუ­შავ­და ყდის ახ­ალი დი­ზა­ინი. ის გახ­და მუდ­მი­ვი, იც­ვლე­ბა მხო­ლოდ გა­რე­კა­ნის ფე­რე­ბი ნომ­რე­ბის მი­ხედ­ვით. მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ში­ნა­არ­სი და მი­სი ახ­ლე­ბუ­რი ვი­ზუ­ალ­ური მხა­რე იქ­ცა ჟურ­ნა­ლის ახ­ალ იდ­ენ­ტო­ბად. არ იქ­ნე­ბა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი თუ ვიტყვით, რომ ამ­ით ქარ­თულ სა­მეც­ნი­ერო სივ­რცე­ში შე­იქ­მნა სა­მეც­ნი­ერო პრო­დუქ­ტის სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და გა­მორ­ჩე­ული ბრენ­დი.

 

ეს ფაქ­ტი, კი, იმ­იტ­ომ არ­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ის­ევე, რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­ის­ათ­ვის, მე­დი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­ნუ­ზომ­ლად დი­დია, სა­მეც­ნი­ერო ერ­თო­ბის წევ­რე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, ახ­ალი იდე­ებ­ის ურ­თი­ერ­თგაც­ვლის ფარ­თო და თა­ვი­სუ­ფა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, ას­ევე სა­მეც­ნი­ერო დის­კუ­სი­ის ხელ­შეწყო­ბით, ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რი კვლე­ვე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბით. ჟურ­ნა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ას­ევე სხვა­დას­ხვა სა­ხის სა­მეც­ნი­ერო აქ­ტი­ვო­ბე­ბის ას­ახ­ვის, კერ­ძოდ, წიგ­ნე­ბის მი­მო­ხილ­ვე­ბის, კო­მენ­ტა­რე­ბის, სა­მეც­ნი­ერო მოვ­ლე­ნე­ბის ქრო­ნი­კის გა­შუ­ქე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც, რაც მო­იც­ავს არა მხო­ლოდ ის­ტო­რი­ის, არ­ამ­ედ ჰუ­მა­ნი­ტა­რი­ის პრო­ფი­ლის პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბას. ჟურ­ნა­ლი „ქარ­თუ­ლი წყა­როთ­მცოდ­ნე­ობა“ ერ­თი მხრივ, ხელს უწყობს, ქარ­თუ­ლი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბას, მე­ორე მხრივ კი, ის თა­ვა­დაც არ­ის ამ პრო­ცე­სის კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი.

 

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის­იც, რომ პე­რი­ოდ­ულ­ად ჟურ­ნალ­ში სტა­ტი­ებს აქ­ვეყ­ნე­ბენ რო­გორც უცხო­ელი მკვლევ­რე­ბი, ას­ევე საზღვარ­გა­რეთ მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ები, რაც ხელს უწყობს ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­იზ­აცი­ას. ვფიქ­რობთ, ჟურ­ნალ „ქარ­თულ წყა­როთ­მცოდ­ნე­ობ­ას“ დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად უკ­ავია სრუ­ლი­ად გა­მორ­ჩე­ული სა­მეც­ნი­ერო მე­დი­ის რო­ლი ქარ­თულ სა­მეც­ნი­ერო სივ­რცე­ში.

 

– რა არ­ის ჟურ­ნა­ლის მი­სია და მიზ­ნე­ბი?

 

– ჟურ­ნალ „ქარ­თუ­ლი წყა­როთ­მცოდ­ნე­ობ­ის“ უპ­ირ­ვე­ლე­სი მი­სიაა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ის­ტო­რი­ული და ზო­გა­დად ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პრო­ფი­ლის კვლე­ვე­ბის ხელ­შეწყო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა, ქარ­თულ სა­მეც­ნი­ერო სივ­რცე­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო სტან­დარ­ტე­ბის შე­მო­ტა­ნა და დამ­კვიდ­რე­ბა. რის­თვი­საც ჟურ­ნა­ლის რედ­კო­ლე­გია წლე­ბია არ იშ­ურ­ებს ძა­ლის­ხმე­ვას, ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით ზრუ­ნავს ჟურ­ნა­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ცდი­ლობს, გა­ხა­დოს ის უფ­რო ცნო­ბა­დი სა­მეც­ნი­ერო მე­დია, უფ­რო მიმ­ზიდ­ვე­ლი, რო­გორც ავ­ტო­რე­ბი­სათ­ვის, ისე მკითხვე­ლი­სათ­ვის.

 

– რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჟურ­ნა­ლი ახ­ალ­გაზ­რდე­ბი­სათ­ვის, რამ­დე­ნად არი­ან ჩარ­თუ­ლი მის მუ­შა­ობ­აში ახ­ალ­გაზ­რდე­ბი?

 

– ჟურ­ნა­ლის ერთ-ერ­თი პრი­ორ­იტ­ეტია ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­თა ხელ­შეწყო­ბა. ახ­ალ­გაზ­რდე­ბი ჩარ­თუ­ლი არი­ან, რო­გორც ჟურ­ნა­ლის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში, ას­ევე აქ­ტი­ურ­ად იბ­ეჭ­დე­ბა ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­თა სტა­ტი­ებ­იც. უკ­ვე ტრა­დი­ცი­ად იქ­ცა ჟურ­ნა­ლის გა­მოს­ვლის შემ­დეგ მი­სი ფარ­თო აუდ­იტ­ორი­ის­ათ­ვის წარ­დგი­ნე­ბა, რო­მელ­შიც აქ­ტი­ურ­ად მო­ნა­წი­ლე­ობ­ენ ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ის­ტო­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტე­ბი. ყო­ვე­ლი ახ­ალი ნომ­რის გა­მოს­ვლის შემ­დეგ, მი­სი ბეჭ­დუ­რი ცა­ლე­ბი ვრცელ­დე­ბა ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ებ­ში. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ „ქარ­თუ­ლი წყა­როთ­მცოდ­ნე­ობ­ის“ მომ­ზა­დე­ბი­სა და გა­მო­ცე­მის პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ნა­წილ­ში არი­ან ჩარ­თულ­ნი ახ­ალ­გაზ­რდე­ბი. ამ თვალ­საზ­რი­სით, ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლი ქარ­თულ სა­მეც­ნი­ერო სივ­რცე­ში ერ­თდრო­ულ­ად არ­ის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ხან­დაზ­მუ­ლი და ამ­ავე დროს ძა­ლი­ან ახ­ალ­გაზ­რდუ­ლი ჟურ­ნა­ლი.

 

– ვინ იყო ჩარ­თუ­ლი ჟურ­ნა­ლის ახ­ალი ნომ­რის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში?

 

– ჟურ­ნა­ლის წლე­ვან­დე­ლი ნომ­რის მომ­ზა­დე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ რე­დაქ­ტო­რე­ბი და რედ­კო­ლე­გი­ის წევ­რე­ბი. რო­გორც ახ­ალი თა­ობ­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ნა­ტო სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი, ის­ტო­რი­ის მა­გის­ტრი სო­ფიო ქა­და­გიშ­ვი­ლი. მათ გარ­და, რედ­კო­ლე­გი­აში წარ­მოდ­გე­ნი­ლია მკვლე­ვარ­თა უფ­რო­სი თა­ობა, დარ­გის აღი­არ­ებ­ული სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბი გო­ნე­ლი არ­ახ­ამია, ეკა კვა­ჭან­ტი­რა­ძე, ქე­თე­ვან ქუ­თა­თე­ლი­ძე, და­ვით მერ­კვი­ლა­ძე, გი­ორ­გი ჭე­იშ­ვი­ლი. ჟურ­ნა­ლი, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, თსუ-ს ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ის­ტო­რი­ისა და ეთ­ნო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის (დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი ჭე­იშ­ვი­ლი) გა­მო­ცე­მას წარ­მო­ად­გენს. ამ ინ­სტი­ტუტ­შია რე­დაქ­ცი­ის ოფ­ისი, ეს ინ­სტი­ტუ­ტი ფა­რავს მი­სი გა­მო­ცე­მის ხარ­ჯებ­საც.

 

– რო­გო­რია „ქარ­თუ­ლი წყა­როთ­მცოდ­ნე­ობ­ის“ 2021 წლის გა­მოშ­ვე­ბა ანუ ტო­მი # 23?

 

– „ქარ­თუ­ლი წყა­როთ­მცოდ­ნე­ობ­ის“ წლე­ვან­დე­ლი, 2021 წლის ნო­მე­რიც ტრა­დი­ცი­ულ­ად მო­ცუ­ლო­ბი­თი გა­მო­ვი­და. ის შედ­გე­ბა A4 ფორ­მა­ტის 380 გვერ­დი­სა­გან. ამ­ის აღ­ნიშ­ვნა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მიგ­ვაჩ­ნია, ვი­ნა­იდ­ან აქ­ედ­ან­აც კარ­გად ჩანს, რამ­დე­ნად ფარ­თო მას­შტა­ბის გა­მო­ცე­მას­თან გვაქ­ვს საქ­მე. მას­ში მთლი­ან­ობ­აში და­ბეჭ­დი­ლია ათე­ულ­ობ­ით სხვა­დას­ხვა პრო­ფი­ლის სტა­ტია. ჟურ­ნა­ლი იხ­სნე­ბა რე­დაქ­ტო­რე­ბის გი­ული ალ­ას­ანი­ას, მა­რი­ამ ჩხარ­ტიშ­ვი­ლი­სა და ზუ­რაბ თარ­გა­მა­ძის მი­მარ­თვით. მას მოს­დევს მი­ლოც­ვა ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ის­ტო­რი­ისა და ეთ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სად­მი. 23-ე ნო­მერ­შიც არ­ის რო­გორც ტრა­დი­ცი­ული, ას­ევე ახ­ალი რუბ­რი­კე­ბი: „ის­ტო­რი­ულ-წყა­როთ­მცოდ­ნე­ობ­ითი კვლე­ვე­ბი“; „სა­ერ­თა­შო­რი­სო პრე­ზენ­ტა­ცია“, „თე­ორია ის­ტო­რი­ულ კვლე­ვა­ში და ის­ტო­რი­ოგ­რა­ფია“, „წყა­რო­თა თარ­გმა­ნი და წარ­დგი­ნე­ბა“, „სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბის პუბ­ლი­კა­ცია“, „თვალ­საზ­რი­სი“, „წიგ­ნე­ბის მი­მო­ხილ­ვა“, „ქრო­ნი­კა“, „ინ­ფორ­მა­ცია“, „ინ­ტერ­ვიუ“ და „ხსოვ­ნა“. სულ ბო­ლოს ჟურ­ნალს ერ­თვის „გზამ­კვლე­ვი ავ­ტორ­თათ­ვის“, სა­დაც გან­მარ­ტე­ბუ­ლი ჟურ­ნალ­ში სტა­ტი­ის წარ­მოდ­გე­ნი­სა და გა­ფორ­მე­ბის წე­სე­ბი.

 

ჟურ­ნა­ლის 23-ე ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ებ­ში დას­მუ­ლი პრობ­ლე­მა­ტი­კა არ­ის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი. ავ­ტო­რე­ბი არი­ან პრო­ფე­სი­ონ­ალ­ები: ის­ტო­რი­კო­სე­ბი, წყა­როთ­მცოდ­ნე­ები, ეთ­ნო­ლო­გე­ბი, ფი­ლო­ლო­გე­ბი. ის­ინი წარ­მო­ად­გე­ნენ თსუ-ს ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუტს, თსუ-ს ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ის­ტო­რი­ისა და ეთ­ნო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვით ინ­სტი­ტუტს, თსუ-ს შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუტს, ბა­თუ­მის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტს, კორ­ნე­ლი კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­ნა­წერ­თა ერ­ოვ­ნულ ცენ­ტრს, თე­ლა­ვის იაკ­ობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტს, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტს.

 

– რა იგ­ეგ­მე­ბა სა­მო­მავ­ლოდ და რო­დის და­იწყე­ბა ახ­ალ ნო­მერ­ზე მუ­შა­ობა?

 

– რედ­კო­ლე­გია მუდ­მი­ვად მუ­შა­ობს ჟურ­ნალ­ში სი­ახ­ლე­ებ­ის და­ნერ­გვი­სათ­ვის, ას­ევე მი­სი ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჟურ­ნა­ლი „ქარ­თუ­ლი წყა­როთ­მცოდ­ნე­ობა“ აკ­მა­ყო­ფი­ლებს პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა სტან­დარ­ტს, რაც არ­ის და­წე­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზებ­ში მო­სახ­ვედ­რად. ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­იზ­აცი­ის კუთხით, უკ­ვე აღ­ვნიშ­ნეთ, რომ ჟურ­ნა­ლი აქ­ტი­ურ­ად თა­ნამ­შრომ­ლობს რო­გორც უცხო­ელ, ას­ევე საზღვარ­გა­რეთ მოღ­ვა­წე ქარ­თველ მეც­ნი­ერ­ებ­თან. ამ მხრივ არც წლე­ვან­დე­ლი ნო­მე­რია გა­მო­ნაკ­ლი­სი. ჟურ­ნალ­ში და­ბეჭ­დილ უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა სტა­ტი­ას აქ­ვს ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი რე­ზი­უმე, სტა­ტი­ები იბ­ეჭ­დე­ბა ინ­გლი­სუ­რა­დაც.

 

ჩვენ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ არა მხო­ლოდ თბი­ლის­ში არ­სე­ბულ სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვით და სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­თან, არ­ამ­ედ რე­გი­ონ­ებ­ში არ­სე­ბულ წარ­მა­ტე­ბულ კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტებ­სა და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­თა­ნაც. წელ­საც ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვიც­ვათ ჩვე­ნი ქვეყ­ნის რე­გი­ონ­ები და არა მხო­ლოდ.

 

მუდ­მი­ვად ვმუ­შა­ობთ სა­მეც­ნი­ერო სტან­დარ­ტე­ბი­სა და ხა­რის­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც, ახ­ალ ნომ­რებ­შიც, რო­გორც აქ­ამ­დე, სტა­ტი­ები გა­ივ­ლი­ან, რო­გორც ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ათ­ის შე­მოწ­მე­ბას, ას­ევე რე­ცენ­ზი­რე­ბის შრო­მა­ტე­ვად პრო­ცესს.

 

რაც შე­ეხ­ება კონ­კრე­ტუ­ლად 2022 წლის ნო­მერს, უკ­ვე დაწყე­ბუ­ლი გვაქ­ვს ახ­ალი ნომ­რი­სათ­ვის სტა­ტი­ებ­ის მი­ღე­ბა. ყო­ველ­წლი­ურ­ად მა­ის­ის თვემ­დე მი­ღე­ბუ­ლი სტა­ტი­ები გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა ამ­ავე წელს, ხო­ლო დაგ­ვი­ან­ებ­ით გად­მოგ­ზავ­ნი­ლე­ბი – მომ­დევ­ნო ნო­მერ­ში.

 

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ