Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბარბარე დონჯაშვილი: სიცილი და სიკეთე აბედნიერებს

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

ბარ­ბა­რე დონ­ჯაშ­ვი­ლი თბი­ლი­სის კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის მოს­წავ­ლეა. 8 წლის მე­სა­მე კლა­სე­ლი, რო­მე­ლიც თან­და­თან ერ­კვე­ვა ბავ­შვთა უფ­ლე­ბებ­ში, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ჭად­რა­კით, მა­თე­მა­ტი­კით, ხატ­ვით, გან­სა­კუთ­რე­ბით კი — იგ­ავ-არ­აკ­ებ­ით. უყ­ვარს სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რის კითხვა და გა­წევ­რი­ან­ებ­ულია ლი­ტე­რა­ტუ­რულ წრე­ში, სა­დაც პა­ტა­რე­ბი ერ­თმა­ნეთს წა­იკ­ითხუ­ლი წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს უზი­არ­ებ­ენ. მა­ნამ­დე კი, სა­ნამ გა­იგ­ებ­და — ზუს­ტად რა მოს­წონ­და და რა­ტომ, ბარ­ბა­რემ კა­რა­ტე­ზე, ბა­ლეტ­ზეც „შეიარა“, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე გაკ­ვე­თი­ლის შემ­დეგ მიხ­ვდა, რომ მი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის სფე­რო უფ­რო მე­ტად ლი­ტე­რა­ტუ­რას, მა­თე­მა­ტი­კას, ჭად­რაკ­სა და ხატ­ვას მო­იც­ავ­და.

 

ბარ­ბა­რეს თსუ-ის პირ­ვე­ლი კორ­პუ­სის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­აში დე­დას­თან — ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტორ­თან, თსუ ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორ­თან ნი­ნო პო­პი­აშ­ვილ­თან ერ­თად შევ­ხვდით. „ეს ყვე­ლა­ზე დი­დი და ლა­მა­ზი ბიბ­ლი­ოთ­ეკაა, რო­მე­ლიც კი მი­ნა­ხავს“ — გაგ­ვი­ზი­არა პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი ბარ­ბა­რემ, და­ინ­ტე­რეს­და ბიბ­ლი­ოთ­ეკ­აში გან­თავ­სე­ბუ­ლი სა­მუ­ზე­უმო ექ­სპო­ნა­ტე­ბით და შემ­დეგ ხან­გრძლი­ვად ვი­სა­უბ­რეთ ბავ­შვთა უფ­ლე­ბებ­ზე, ჭად­რა­კის ხიბ­ლზე, პან­დე­მი­აზე, მე­გობ­რო­ბა­ზე და ხატ­ვა­ზე...

 

სხვა­თა­შო­რის, ამ­ავე დღეს ბარ­ბა­რეს ნა­ხა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ერ­ოვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის დარ­ბაზ­ში „სა­ზაფხუ­ლო გა­მო­ფე­ნა­ზე“ გა­მო­იფ­ინა.

 

„გა­მო­ფე­ნის­თვის ყვა­ვი­ლე­ბი დავ­ხა­ტე, რად­გან ყვა­ვი­ლე­ბი ყვე­ლა­ზე კარ­გია. მე­გობ­რო­ბა­ზე გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი ხე­ები დავ­ხა­ტე. ნივ­თე­ბის და­ხატ­ვა მომ­წონს, პორ­ტრე­ტე­ბი­საც, უცხო ად­ამი­ან­ებ­საც ვხა­ტავ, დე­და­საც, რამ­დენ­ჯერ­მე მა­მა დავ­ხა­ტე, რად­გან დავ­პირ­დი. რა­ღაც ცდას ვა­კე­თებ­დი და არ გა­მო­მი­ვი­და, ამ­იტ­ომ შავ ქა­ღალ­დზე დავ­ხა­ტე და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფე­რე­ბის კონ­ტრას­ტი გა­მო­ვი­და“, — გვიყ­ვე­ბა ბარ­ბა­რე.

 

ბარ­ბა­რე ხა­ტავს ყვე­ლა­ფერს, რაც აინ­ტე­რე­სებს — ად­ამი­ან­ებს, ვინც უყ­ვარს და ა.შ. მა­გა­ლი­თად, პა­დე­მი­ის დროს, რო­დე­საც კლა­სე­ლებ­თან პირ­და­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ალ­ება არ ჰქონ­და, მე­გობ­რებ­მა გა­მო­სა­ვა­ლი იპ­ოვ­ეს — ერ­თმა­ნეთს ხა­ტავ­დნენ და ნა­ხა­ტებს ერ­თმა­ნეთს სა­მახ­სოვ­როდ ჩუქ­ნიდ­ნენ.

 

სა­უბ­რი­სას ას­ევე გა­ირ­კვა, რომ არ­ას­ას­კო­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის არ­ჩე­ვი­სას ბარ­ბა­რე მშობ­ლებ­თან ერ­თად იღ­ებს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბას.

 

„ალ­ბათ, ყვე­ლა მშო­ბელს აქ­ვს სურ­ვი­ლი, რომ თა­ვი­სი შვი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნოს და მე­რე თან­მიმ­დევ­რუ­ლად მიყ­ვეს. არც მე ვარ გა­მო­ნაკ­ლი­სი, მი­ხა­რია, რომ სკო­ლა სხვა­დას­ხვა წრის ნახ­ვი­სა და შე­ფა­სე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ას გვაძ­ლევს. ჭად­რაკ­ში გარ­კვე­ული წარ­მა­ტე­ბე­ბი ჰქონ­და. პან­დე­მი­ამ შეგ­ვი­შა­ლა ხე­ლი, თუმ­ცა ძა­ლი­ან კარ­გი პე­და­გო­გი ჰყავ­და, სა­ერ­თა­შო­რი­სო მსა­ჯი, რო­მელ­მაც მითხრა, რომ ონ­ლა­ინ რე­სურ­სე­ბი ამ­ოვ­წუ­რეთ და სა­ჭი­როა ახ­ალ, დას­წრე­ბულ ეტ­აპ­ზე გა­დას­ვლა, რა­საც ვგეგ­მავთ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში“, — ამ­ბობს ნი­ნო პო­პი­აშ­ვი­ლი.

 

ჭად­რა­კი გახ­და ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ბარ­ბა­რე მა­თე­მა­ტი­კას ქარ­თულ ენ­ასა და ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან შე­და­რე­ბით უპ­ირ­ატ­ეს­ობ­ას ან­იჭ­ებს. ამ­ბობს, რომ მა­თე­მა­ტი­კა სა­ინ­ტე­რე­სოა და ჭად­რა­კის კარ­გად თა­მაშ­ში ეხ­მა­რე­ბა. თუმ­ცა, ჭად­რაკს მხო­ლოდ ამ კონ­ტექ­სტში არ გა­ნი­ხი­ლავს.

 

„ჭად­რა­კი რომ ის­წავ­ლო, მა­თე­მა­ტი­კა უნ­და იც­ოდე. ძა­ლი­ან რთუ­ლი თა­მა­ში არ არ­ის, თუ კარ­გად გა­იგ­ებ. ჭად­რა­კი ომ­ზეა, ერ­თმა­ნეთს ებ­რძვი­ან თეთ­რკა­ნი­ან­ები და შავ­კა­ნი­ან­ები. შავ­კა­ნი­ან­ები უს­ამ­არ­თლო­ბად თვლი­ან, რომ კა­ნის ფე­რის გა­მო ებ­რძვი­ან თეთ­რკა­ნი­ან­ები. ჭად­რაკ­ზე შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ ახ­ალი ის­წავ­ლო და სხვებს შე­ებ­რძო­ლო“, — ამ­ბობს ბარ­ბა­რე.

 

„ბარ­ბა­რეს ინ­ტერ­პრე­ტა­ცი­ამ მეც და­მა­ფიქ­რა, — დას­ძი­ნა ნი­ნო პო­პი­აშ­ვილ­მა — რო­გორც ჩანს, ჭად­რაკ­ში, სა­დაც თა­მაშს ყო­ველ­თვის თეთ­რე­ბი იწყე­ბენ, თეთ­რი ფე­რის დო­მი­ნი­რე­ბა ბარ­ბა­რეს არ მოს­წონს.

 

ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა არ­ის მრა­ვა­ლეთ­ნი­კუ­რი, ჩვენს გარ­შე­მო ბევ­რი ად­ამი­ანია და ად­ამი­ან­ებ­ის გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბა არ­ის სწო­რედ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა. სო­ცი­ალ­ური ქსე­ლის, მიგ­რა­ცი­ული პრო­ცე­სე­ბის გა­მო მსოფ­ლი­ოც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და ღიაა, რო­გორც არ­ას­დროს. ჩვე­ნი ოჯ­ახი შე­რე­ული ოჯ­ახია და ეს­ეც ერ­თგვა­რი პა­უხ­იმ­სგებ­ლო­ბაა, რომ გვეს­მო­დეს — რას ნიშ­ნავს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, ანუ ჩვენ ჩვენს თავ­ში მო­ვი­აზ­რებთ, ვი­ნა­ხავთ კულ­ტუ­რა­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას და, რამ­დე­ნა­დაც შეგ­ვიძ­ლია, ვუვ­ლით. სას­კო­ლო სივ­რცე­ში ძა­ლი­ან კარ­გი სა­გა­ნია „მე და სა­ზო­გა­დო­ება“, ბავ­შვე­ბის­თვის გა­სა­გე­ბად არ­ის ახ­სნი­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბი...“

 

მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ ჯერ-ჯე­რო­ბით ბარ­ბა­რე უფ­რო მა­თე­მა­ტი­კას ან­იჭ­ებს უპ­ირ­ატ­ეს­ობ­ას, ლი­ტე­რა­ტუ­რაც აინ­ტე­რე­სებს. სხვა­თა­შო­რის, მი­სი საყ­ვა­რე­ლი ჟან­რი იგ­ავ-არ­აკ­ებია, რო­მელ თე­მა­ზეც ნი­ნო პო­პი­აშ­ვილ­მა სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია და­იც­ვა.

 

„ბარ­ბა­რემ სულ პა­ტა­რამ აღ­მო­აჩ­ინა ეს ჟან­რი და გუ­ლით შე­იყ­ვა­რა. მე და დე­და­ჩე­მი ვუყ­ვე­ბო­დით სხვა­დას­ხვა დროს იგ­ავ-არ­აკ­ებს, ასე შეკ­რი­ბა და და­იმ­ახ­სოვ­რა. ახ­ლა უკ­ვე „სიბ­რძნე სიც­რუ­ისა“-ს თით­ქმის ყვე­ლა იგ­ავ-არ­აკი ზე­პი­რად იც­ის, ას­ევე ეზ­ოპ­ეს იგ­ავ­ებ­იც. უკ­ვე თვი­თო­ნაც თხზავს პა­ტარ-პა­ტა­რა სა­თავ­გა­და­სავ­ლო ამ­ბებს.

 

რა თქმა უნ­და, რო­ცა მშო­ბე­ლი ერთ-ერ­თი სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და აქ­ვს კომ­პე­ტენ­ცი­ები, დი­დი ცდუ­ნე­ბაა, რომ ბავ­შვს მე­ტი ყუ­რადღე­ბა სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ულ საგ­ნებ­ზე გა­და­ატ­ან­ინ­ოს. მაგ­რამ ვი­ცი, რომ სკო­ლას აქ­ვს თა­ვი­სი გა­ნუ­ზომ­ლად დი­დი რო­ლი ბავ­შვის ცხოვ­რე­ბა­ში, ჩე­მი შვი­ლე­ბი­სათ­ვის დი­დი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი არი­ან მა­თი პე­და­გო­გე­ბი და მოს­წავ­ლი­სა და მას­წავ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არ ვე­რე­ვი. ჩემს უფ­როს გო­გო­ნა­საც ზუს­ტი მეც­ნი­ერ­ებ­ები აინ­ტე­რე­სებს და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რად­გან ზუსტ მეც­ნი­ერ­ებ­ებს ლო­გი­კუ­რი ხედ­ვე­ბი და პა­სუ­ხე­ბი აქ­ვს. ას­ევე, მი­ხა­რია, რო­დე­საც ჩე­მი შვი­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ავ­ტო­რის შე­მოქ­მე­დე­ბას აღ­მო­აჩ­ენ­ენ და სა­კუ­თარ ემ­ოცი­ებს, აზ­რს გა­მო­ხა­ტა­ვენ“, — გვიყ­ვე­ბა ნი­ნო პო­პი­აშ­ვი­ლი.

 

„აღ­არ მახ­სოვს რო­დი­დან გა­ვი­გე, მაგ­რამ ძა­ლი­ან მიყ­ვარს იგ­ავ-არ­აკ­ები“ — შე­ნიშ­ნა ბარ­ბა­რემ.

 

გარ­და იმ­ისა, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე ოჯ­ახ­ში ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ, ბარ­ბა­რე ერთ-ერ­თი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კლუ­ბის წევ­რია, სა­დაც ბავ­შვე­ბი კითხუ­ლო­ბენ, და­მო­უკ­იდ­ებ­ლად მუ­შა­ობ­ენ და ერ­თმა­ნეთს სა­კუ­თარ აზ­რს უზი­არ­ებ­ენ.

 

„ბო­ლოს წა­ვი­კითხე „პან­დიგ­ტო­ნის ახ­ალი თავ­გა­და­სა­ვა­ლი“, სა­დაც ეწ­ერა, რომ რო­დე­საც ბავ­შვი რა­ღა­ცას აშ­ავ­ებს, ჯერ უნ­და აუხ­სნა და მა­შინ­ვე არ უნ­და გა­უბ­რაზ­დე“, — გვე­უბ­ნე­ბა ბარ­ბა­რე.

 

„ეს წიგ­ნი არ წა­მი­კითხავს და ბარ­ბა­რემ მირ­ჩია, რომ წა­ვი­კითხო — ამ­ბობს ნი­ნო პო­პი­აშ­ვი­ლი. რო­გორც ვხვდე­ბი, ამ წიგ­ნში უფ­რო­სის რე­აქ­ცი­ები ბავ­შვის პო­ზი­ცი­იდ­ან არ­ის და­ნა­ხუ­ლი. ვფიქ­რობ, ბავ­შვის უფ­ლე­ბე­ბის სა­კითხს ლი­ტე­რა­ტუ­რა თვალ­სა­ჩი­ნოდ ას­ახ­ავს და დაგ­ვა­ფიქ­რებს. ხში­რად უფ­რო­სებს გვა­ვიწყდე­ბა, რომ ჩვენც ბავ­შვე­ბი ვი­ყა­ვით. თუ მე­ტად შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ ბავ­შვუ­რო­ბას, ბუ­ნებ­რი­ვო­ბას, სი­სა­და­ვეს, სი­ახ­ლე­ებ­ის­ად­მი ინ­ტე­რესს, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, რად­გან ცხოვ­რე­ბა ის­ედ­აც ძა­ლი­ან ბევრ ტკი­ვილ­სა და ტა­ლახს გვახ­ვედ­რებს, ეს ბავ­შვუ­რო­ბა და ბავ­შვებ­თან სი­ახ­ლო­ვე კი დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვა­ში გვეხ­მა­რე­ბა.“

 

ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბის სა­კითხებს ბარ­ბა­რე სკო­ლა­ში საგ­ნის — „მე და სა­ზო­გა­დო­ება“ -ფარ­გლებ­შიც სწავ­ლობს.

 

„ბავ­შვთა უფ­ლე­ბე­ბია, რო­დე­საც ბავ­შვს შე­უძ­ლია უფ­რო­სის­გან პა­ტი­ვის­ცე­მა მო­ითხოვს, რომ არ გა­უბ­რაზ­დეს და არ და­სა­ჯოს. ბავ­შვის უფ­ლე­ბაა, რომ ად­ამი­ანს სთხო­ვოს, არ ილ­აპ­არ­აკ­ოს ის­ეთ სა­კითხზე, რა­საც ბავ­შვი ვერ ხვდე­ბა. ბავ­შვს შე­უძ­ლია, რო­დე­საც 18 წლის გახ­დე­ბა, სხვა სახ­ლში გა­და­ვი­დეს ან, თუ არ უნ­და, არ გა­და­ვი­დეს“, — გვიხ­სნის ბარ­ბა­რე.

 

ბარ­ბა­რეს რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა უფ­რო­სე­ბის­თვი­საც აქ­ვს, მა­გა­ლი­თად, ღი­მი­ლი და სი­კე­თის კე­თე­ბა, რაც აბ­ედ­ნი­ერ­ებს.

 

„ჩე­მი აზ­რით, დი­დე­ბი თუ ბრაზ­დე­ბი­ან, ჯერ უნ­და დამ­შვიდ­ნენ, და­ფიქ­რდნენ, სი­კე­თე გა­აკ­ეთ­ონ. სი­კე­თე შვე­ლის. მეც, რო­დე­საც გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ, ვი­ცი­ნი, ასე ვიმ­შვი­დებ თავს, მაგ­რამ მარ­ტო სი­ცი­ლი არ შვე­ლის, ხან­და­ხან უნ­და და­ფიქ­რდე, შე­ნი საქ­მე გა­აკ­ეთო და რო­დე­საც გა­აკ­ეთ­ებ საქ­მეს, შემ­დეგ შე­გიძ­ლია გა­იც­ინო“, — ამ­ბობს პა­ტა­რა მო­ჭად­რა­კე.

 

ნი­ნო პო­პი­აშ­ვილს სა­მი შვი­ლი ჰყავს — მა­რი­ამი, და­ვი­თი და ბარ­ბა­რე. ამ­ბობს, რომ მის­თვის გა­მოწ­ვე­ვა იყო პრო­ფე­სი­ულ გზას­თან ერ­თად დე­დო­ბის გზაც დი­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გა­ევ­ლო, ამ­ის­თვის ზოგ­ჯერ პა­ტა­რე­ბის მივ­ლი­ნე­ბა­ში წაყ­ვა­ნაც უწ­ევ­და, მათ შო­რის, უკ­რა­ინ­აში, გერ­მა­ნი­აში ვი­ზი­ტე­ბი­სას... არ­ან­აკ­ლე­ბი გა­მოწ­ვე­ვა აღ­მოჩ­ნდა პან­დე­მი­ის დროს იძ­ულ­ებ­ითი იზ­ოლ­აცია, რო­დე­საც ოჯ­ახ­მა მე­გობ­რე­ბი­სა და სკო­ლის „რო­ლიც შე­ით­ავ­სა“.

 

„თუმ­ცა, პან­დე­მი­ამ პრობ­ლე­მის შექ­მნას­თან ერ­თად მა­თი მოგ­ვა­რე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ებ­იც გვას­წავ­ლა — ამ­ბობს თსუ პრო­ფე­სო­რი — ბავ­შვებს აქ­ვთ თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბი და მო­ვა­ლე­ობ­ები, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ბავ­შვე­ბის ჰარ­მო­ნი­ული გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ოჯ­ახს აქ­ვს უმ­თავ­რე­სი რო­ლი და ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ბევრ რა­მეს გვა­ვალ­დე­ბუ­ლებს. ბავ­შვებს უნ­და ჰქონ­დეთ ად­აპ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მო, უნ­და ჰქონ­დეთ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა ოჯ­ახ­ის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად, ბევ­რი სა­კითხი უნ­და გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს ბავ­შვე­ბის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და ეს აუც­ილ­ებ­ელია“.