Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალი პროექტი - სტუდენტი მენტორი

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი სერ­ვი­სე­ბი­სა და კა­რი­ერ­ული გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი ახ­ალ პრო­ექ­ტს — „სტუ­დენ­ტი მენ­ტო­რი“ — იწყებს. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი სტუ­დენ­ტი მენ­ტო­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბაა, რომ­ლე­ბიც პირ­ველ და მე­ორე კურ­სელ სტუ­დენ­ტებს კა­რი­ერ­ული გან­ვი­თა­რე­ბის სა­კითხებ­ზე ტრე­ნინ­გებს ჩა­უტ­არ­ებ­ენ. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მი­ღე­ბა მე­სა­მე, მე­ოთხე კურ­სის სტუ­დენ­ტებს, მა­გის­ტრან­ტებს, დოქ­ტო­რან­ტებს და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლებს შე­უძ­ლი­ათ.

 

კა­რი­ერ­ული გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სტუ­დენ­ტი მენ­ტო­რე­ბის საქ­მი­ან­ობა და­სავ­ლე­თის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­ში საკ­მა­ოდ აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა. შექ­მნი­ლია ე.წ. სტუ­დენ­ტე­ბის სტა­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც უმ­ცროს­კურ­სე­ლებს სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­არ­ებ­ენ და თა­ნა­მედ­რო­ვე შრო­მის ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ მოთხოვ­ნებს აც­ნო­ბენ.

 

„მენ­ტო­რებს კონ­კურ­სის შე­დე­გად ავ­არ­ჩევთ. კონ­კურ­სან­ტებს ორ თე­მა­ზე გა­ვე­სა­უბ­რე­ბით: 1. მათ უნ­და და­ახ­ასი­ათ­ონ სა­კუ­თა­რი კა­რი­ერა თა­ნა­მედ­რო­ვე კა­რი­ერ­ული მო­დე­ლე­ბის მი­ხედ­ვით. 2. იმ­სჯე­ლონ თა­ვი­სი კა­რი­ერ­ის ძლი­ერ და სუსტ მხა­რე­ებ­ზე, ანუ ე.წ. სმარტ-ან­ალ­იზი. შერ­ჩე­ულ მენ­ტო­რებს მო­მა­ვა­ლი წლის თე­ბერ­ვალ­ში ჩა­უტ­არ­დე­ბათ ტრე­ნინ­გე­ბი, რაც გუნ­დუ­რი მუ­შა­ობ­ის, სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბის, მენ­ჯმენ­ტი­სა და კა­რი­ერ­ის მარ­თვა­ში კონ­კრე­ტუ­ლი უნ­არ­ებ­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას გუ­ლის­ხმობს. მომ­დევ­ნო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­ინი უკ­ვე სტუ­დენ­ტე­ბის მენ­ტო­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან და მათ კა­რი­ერ­ის და­გეგ­მვა­ში და­ეხ­მა­რე­ბი­ან. მი­აწ­ოდ­ებ­ენ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ნა­მედ­რო­ვე შრო­მის ბაზ­რის მოთხოვ­ნე­ბის, CV-ის სწო­რად შედ­გე­ნი­სა და დამ­საქ­მებ­ლებ­თან გა­სა­უბ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლად წარ­მარ­თვის შე­სა­ხებ. ჩვენს პრო­ექ­ტში ჩარ­თულ მენ­ტო­რებს გარ­და იმ­ისა, რომ სა­კუ­თა­რი კა­რი­ერ­ის სწო­რი ან­ალ­იზ­ის უნ­არი ჩა­მო­უყ­ალ­იბ­დე­ბათ, ტრე­ნინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ოფ­იცი­ალ­ურ სტა­ჟი­რე­ბად ჩა­ეთ­ვლე­ბათ, რაც მა­თი შემ­დგო­მი და­საქ­მე­ბის პრო­ცეს­ში ას­ევე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს პრო­ექ­ტი გა­სულ წელს პი­ლო­ტურ რე­ჟიმ­ში უკ­ვე ჩა­ტარ­და და ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში დატ­რე­ნინ­გე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი მენ­ტო­რე­ბად საქ­მი­ან­ობ­ას კონ­კურ­სგა­რე­შე გა­აგ­რძე­ლე­ბენ“, — აცხა­დებს თსუ-ის სტუ­დენ­ტუ­რი სერ­ვი­სე­ბი­სა და კა­რი­ერ­ული გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი გრი­გო­ლაშ­ვი­ლი.

 

თსუ-ის სტუ­დენ­ტუ­რი სერ­ვი­სე­ბი­სა და კა­რი­ერ­ული გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრი მო­მა­ვა­ლი წლი­დან სტუ­დენ­ტებს პრო­ფე­სი­ული ინ­გლსი­ური ენ­ის კურ­სებ­საც შეს­თა­ვა­ზე­ბას. პრო­ექ­ტის და­საწყე­ბად პო­ტენ­ცი­ურ დამ­საქ­მებ­ლებ­თან და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ცენ­ტრა­ლურ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან მო­ლაპ­რა­კე­ბე­ბი უკ­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს.