Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალი და ძველი სახელები პოეზიიდან ,,პირველ სხივში“

თა­მარ და­დი­ანი

 

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ალ­მა­ნა­ხის „პირ­ვე­ლი სხი­ვის“ პირ­ვე­ლი ნომ­რის სა­მეც­ნი­ერო გან­ხილ­ვა გა­იმ­არ­თა 30 მარ­ტს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­იტ­ეტ­ის ყო­ფილ 93-ე (ახ­ლან­დე­ლი 206) აუდ­იტ­ორი­აში. „პირ­ვე­ლი სხი­ვის“ პო­ეტ­ური ნი­მუ­შე­ბის ან­ალ­იზი პო­ეტ­მა ნი­ნო ქუ­თა­თე­ლა­ძემ წარ­მო­ად­გი­ნა.

 

პო­ეტ­მა და ჟურ­ნა­ლის­ტმა ნი­ნო ქუ­თა­თე­ლა­ძემ ალ­მა­ნახ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი პო­ეზი­ის გან­ხილ­ვა ლი­რი­კუ­ლი გა­დახ­ვე­ვით და­იწყო — „პო­ეზია! რო­გორ გინ­და სიტყვი­დან სუ­ლი და სუ­ლი­დან სიტყვა ამ­ოგ­ლი­ჯო?! ამ არ­აპო­ეტ­ურ, უტ­ილ­იტ­არ­ულ სამ­ყა­რო­ში სათ­ქმელს რომ აღ­მო­აჩ­ენ, უკ­ვე პო­ეტი ხარ. თუმ­ცა ის­იც არ­ის, რომ ხში­რად სათ­ქმე­ლი არ არ­სე­ბობს და სიტყვე­ბის ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით ოს­ტა­ტუ­რად და­ლა­გე­ბას ზო­გი მა­ინც ახ­ერ­ხებს. ჩემ­თვის პო­ეზია ყო­ველ­თვის იყო და დარ­ჩე­ბა სიბ­რძნის დარ­გად. „პირ­ვე­ლი სხი­ვის“ აღ­ნიშ­ნულ ნო­მერ­ში მრა­ვა­ლი პო­ეტი და ბევ­რი ლექ­სია წარ­მოდ­გე­ნი­ლი და რად­გან არ­ავ­ინ მინ­და გა­მომ­რჩეს, თან­მიმ­დევ­რო­ბით მივ­ყვე­ბი“… და ას­ეც მოხ­და! ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნომ ერ­თნა­ირი გულ­წრფე­ლო­ბით, სიღ­რმით, პო­ეზი­ის­ათ­ვის და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი ლი­რიზ­მით ისა­უბ­რა ლია სტუ­რუ­ას, რა­ულ ჩი­ლა­ჩა­ვას, და­თო მაღ­რა­ძის, თა­თია მთვა­რე­ლი­ძის, ლა­რი ჭეშ­მა­რი­ტაშ­ვი­ლის, თა­მაზ ბარ­ჯა­ძის, დე­მეტ­რე ხუ­ფე­ნი­ას, გიო ლო­მი­ძის, ნუგ­ზარ ზა­ზა­ნაშ­ვი­ლის, ნა­ირა გე­ლაშ­ვი­ლის პო­ეზი­აზე.

 

ლია სტუ­რუა უკ­ვე მეტ­რია, რად­გან მას ბევ­რი ბა­ძავს, თუმ­ცა ბევ­რი ვერ სწვდე­ბა მის სი­მაღ­ლეს და ამ­ის მი­ზე­ზი არა მხო­ლოდ სტუ­რუ­ასე­ული ლექ­სის სტრუქ­ტუ­რაა, არ­ამ­ედ სათ­ქმე­ლი და სათ­ქმე­ლის გად­მო­ცე­მის ხე­ლოვ­ნე­ბა. ალ­მა­ნახ­ში მი­სი მხო­ლოდ სა­მი ლექ­სია წარ­მოდ­გე­ნი­ლი და ავ­ტო­რის გვარ­საც რომ არ და­ხე­დო, მა­შინ­ვე მიხ­ვდე­ბი, ვის უნ­და ეკ­უთ­ვნო­დეს ის“, — ასე აფ­ას­ებს ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო ლია სტუ­რუ­ას შე­მოქ­მე­დე­ბას. „ლექ­სი „თი­ხის კა­ცი“ პირ­და­პირ ად­ას­ტუ­რებს ზე­მოთ მოხ­მო­ბილ რუს­თვე­ლურ ფრა­ზას, რომ პო­ეზია სიბ­რძნის დარ­გია, რად­გან პო­ეზი­ას „ვინ­მე თი­ხის­გან გა­კე­თე­ბუ­ლი სჭირ­დე­ბა — // შუბ­ლში ტვი­ნით და არა — ყვა­ვი­ლე­ბით, // კონ­ტუ­რებ­ში ჩა­ტა­ნე­ბუ­ლი ნერ­ვე­ბით...“ ლია სტუ­რუ­ამ ძა­ლი­ან კარ­გად იც­ის, რომ სიკ­ვდი­ლიც პი­რო­ბი­თია შე­მოქ­მე­დის­თვის, რად­გან თუ არ მოკ­ვდი, ვე­რა­ფერს შექ­მნი, მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ „პი­რო­ბი­თო­ბა­ზე არ ხარ გაზ­რდი­ლი!“ — აღ­ნიშ­ნავს ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო და ეთ­ან­ხმე­ბა ლია სტუ­რუ­ას აზ­რს, რომ პო­ეზია სიბ­რძნის დარ­გია!

 

რა­ულ ჩი­ლა­ჩა­ვას პო­ეზი­ის გან­ხილ­ვი­სას ნი­ნო ქუ­თა­თე­ლა­ძემ ყუ­რადღე­ბა ის­ეთ ფე­ნო­მენ­ზე გა­ამ­ახ­ვი­ლა, რო­გო­რიც პო­ეტ­ური სმე­ნაა. „მის პო­ეზი­აში ბგე­რა­თა თან­წყო­ბა უფ­რო გვაგ­რძნო­ბი­ნებს, რი­სი თქმა უნ­და პო­ეტს; ეს ძა­ლი­ან იშ­ვი­ათი თვი­სე­ბაა, თუ ნი­ჭია, თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ეტ­თათ­ვის“, — აღ­ნიშ­ნავს ნი­ნო ქუ­თა­თე­ლა­ძე. მი­სი აზ­რით, და­თო მაღ­რა­ძის პო­ეზია სავ­სეა ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ური მე­ტა­ფო­რე­ბით, რო­მე­ლიც მას ძა­ლი­ან ხიბ­ლავს, მის­თვის რო­გორც პო­ეტ­ის­თვის ფან­ტა­ზია და ფან­ტო­მი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია. ას­ევე სა­ინ­ტე­რე­სოდ ისა­უბ­რა ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნომ თა­თია მთვა­რე­ლი­ძის და ლა­ლი ჭეშ­მა­რი­ტაშ­ვი­ლის პო­ეზი­აზე.

 

ალ­მა­ნახ­ში ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით არ­ის და­ბეჭ­დი­ლი გა­გა ნა­ხუც­რიშ­ვი­ლის, გუ­რი და­ვით­ლი­ძის, ლა­შა ბი­ბი­ჩა­ძი­სა და ნი­კა ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის ლექ­სე­ბი. „რო­გორც ჩანს, ის­ინი ერთ თა­ობ­ას წარ­მო­ად­გე­ნენ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მათ სათ­ქმე­ლიც ერ­თნა­ირი აქ­ვთ, თუმ­ცა ის­იც უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს, რომ ამ­ას სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად ამ­ბო­ბენ. ეს ის თა­ობაა, რო­მელ­საც უამ­რა­ვი უბ­ედ­ურ­ება და­ვა­ტე­ხეთ თავს და ვერ შევ­ძე­ლით — შეგ­ვე­ჩე­რე­ბი­ნა ში­და ომ­ები, ავ­ყა­რეთ სახ­ლე­ბი­დან, სი­ცი­ვე­სა და მი­უს­აფ­რო­ბა­ში გა­ვა­ტა­რე­ბი­ნეთ ცხოვ­რე­ბა, რო­გორც გა­გა ნა­ხუც­რიშ­ვი­ლი წერს: „ცხოვ­რე­ბას ვიწყებ­დით, ცხოვ­რე­ბას ვიწყებ­დით და ვერ მო­ვას­წა­რით“. რა­ტომ ვი­ღებ ამ და­ნა­შა­ულს ჩვენ­ზე? იმ­იტ­ომ, რომ წი­ნა თა­ობა ყო­ველ­თვის პა­სუ­ხიმ­გე­ბე­ლია მო­მა­ვალ­თან“, -აღ­ნიშ­ნა ნი­ნო ქუ­თა­თე­ლა­ძემ, რო­მელ­მაც ამ თა­ობ­ის პო­ეტ­ებ­ის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლი და­ინ­ახა, რო­მე­ლიც თან სდევს მათ შე­მოქ­მე­დე­ბას. „იქ, სა­დაც მეტყვე­ლებ­დნენ აფ­ორ­იზ­მე­ბით, ოხ­რად რჩე­ბო­და წარ­სუ­ლი, რად­გან ად­ამი­ანი და მი­თუ­მე­ტეს პო­ეტ­იც ეკ­ლის ის მავ­თუ­ლია, ცხინ­ვალს საზღვრად რომ და­უწ­ეს­ეს“.

 

პო­ეტ­მა ლექ­სე­ბის გან­ხილ­ვი­სას ნა­ირა გე­ლაშ­ვი­ლის ორ ლექ­სზე „გა­ნუ­ყო­ფელ­სა“ და „ლოც­ვა­ზე“ გა­ამ­ახ­ვი­ლა ყუ­რადღე­ბა: „ლექ­სში „გა­ნუ­ყო­ფე­ლი“ აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­სა­გე­ბი გან­ცდაა, რომ სამ­შობ­ლო და­კარ­გე, რომ გზებს სამ­შობ­ლო­დან გა­ყავ­ხარ მხო­ლოდ. სა­კუ­თარ თავ­ში ჩაბ­რუ­ნე­ბაც ხში­რად სა­ში­შია და არა იმ­იტ­ომ, რომ ცოდ­ვა­ში ჩად­გი ფე­ხი, არ­ამ­ედ იმ­იტ­ომ, რომ შე­იძ­ლე­ბა იქ შე­ნი სამ­ყა­რო აღ­არ დაგ­ხვდეს. და მხო­ლოდ ამ­იტ­ომ შე­ნი სამ­შობ­ლო შე­ნი სამ­ყა­როა და სამ­შობ­ლოც არ უნ­და გა­ნი­ცა­დო ისე, რო­გორც შე­ნი არ­სე­ბის­გან მოწყვე­ტი­ლი, გან­ყე­ნე­ბუ­ლი. ეს გა­ნუ­ყო­ფე­ლია! გა­ნუ­ყო­ფე­ლია შე­ნი სამ­შობ­ლო და შე­ნი სამ­ყა­რო, რად­გან ამ სამ­ყა­რო­ში ხარ ყვე­ლა­ზე თა­ვი­სუ­ფა­ლი“, — აი, ასე ეს­მის ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს პო­ეტ­ის სათ­ქმე­ლი.

 

დე­მეტ­რე ხუ­ფე­ნია სათ­ქმელს ემ­ოცი­ურ­ად და ზედ­მე­ტი სამ­შვე­ნი­სე­ბის გა­რე­შე გად­მოგ­ვცემს. მის­თვის მე­ტა­ფო­რუ­ლი მი­სი­ვე ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როა და სწო­რედ იქ­იდ­ან უყ­ურ­ებს იმ­ას, რაც გარ­შე­მო ხდე­ბა. ამ­ას ალ­მა­ნახ­ში და­ბეჭ­დი­ლი დე­მეტ­რეს შე­მოქ­მე­დე­ბაც მოწ­მობს“, — აღ­ნიშ­ნავს რე­ცენ­ზენ­ტი. მი­სი აზ­რით, დე­მეტ­რე თა­ვი­სი პო­ეზი­ით ყვე­ლა მწერ­ლის წი­ნა­შე მდგარ კითხვას: — რო­დის უნ­და წე­რო? ასე პა­სუ­ხობს: „რო­ცა ტკი­ვი­ლი გაღ­რჩობს და სხვაგ­ვა­რად არ შე­გიძ­ლია, აი, მა­შინ უნ­და წე­რო! რო­ცა „დაჭ­რილს“ სის­ხლს გა­და­გის­ხა­მენ და ცრემ­ლის გა­დას­ხმას არც ფიქ­რო­ბენ, ანუ რო­ცა გრძნო­ბა­თა­გან და­იშ­რი­ტე­ბი, უნ­და შე­ჩერ­დე!“

 

ალ­მა­ნახ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი ავ­ტო­რე­ბის გიო ლო­მი­ძი­სა და ნუგ­ზარ ზა­ზა­ნაშ­ვი­ლის გარ­და­სახ­ვის ნიჭ­ზე, გულ­წრფე­ლო­ბა­ზე, რიტ­მის გან­ცდა­სა და ეს­თე­ტი­კა­ზეც ისა­უბ­რა რე­ცენ­ზენ­ტმა და გა­მოს­ვლა ცნო­ბი­ლი პო­ეტ­ის ცნო­ბი­ლი ფრთი­ანი ფრა­ზის გახ­სე­ნე­ბით და­ამ­თავ­რა: „პო­ეტი სხვა­ზე ერ­თი ცრემ­ლით მე­ტია“!