Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აშშ–ის კლინიკური გამოცდილების და რეზიდენტურის შესაძლებლობები თსუ-სთვის

თა­მარ და­დი­ანი

 

ვე­ბი­ნა­რი — „აშშ–ს კლი­ნი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის და რე­ზი­დენ­ტუ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი თსუ-სთვის" — 29 ნო­ემ­ბერს გა­იმ­არ­თა თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტი­სა და AMOpportunities (AMO)-ს ორ­გა­ნი­ზე­ბით.

 

„2021 წლის ივ­ნის­ში გა­იმ­არ­თა პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, სა­დაც თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში არ­სე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე იყო სა­უბ­არი. შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბო­და 100-ზე მე­ტი სტუ­დენ­ტი. უმ­ეტ­ეს­ად სტუ­დენ­ტებ­მა და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­ხა­ტეს ვირ­ტუ­ალ­ური რო­ტა­ცი­ული პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ და და­რე­გის­ტრირ­დნენ AMOpportunities-ის პლატ­ფორ­მა­ზე. აღ­ნიშ­ნულ პროგ­რა­მა­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბის შემ­დეგ, მათ შე­უძ­ლი­ათ რო­გორც ვირ­ტუ­ალ­ურ­ად, ას­ევე, ფი­ზი­კუ­რად და­ეს­წრონ კლი­ნი­კუ­რი პრაქ­ტი­კის კურ­სებს, და­ეს­წრონ პა­ცი­ენ­ტის კონ­სულ­ტა­ცი­ას, მი­იღ­ონ პა­სუ­ხე­ბი მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე ექ­იმ­ებ­თან პირ­და­პი­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ალ­ებ­ით. ეს და­მა­ტე­ბით წარ­მო­ად­გენს შე­სა­ნიშ­ნავ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის — მი­იღ­ონ სა­რე­კო­მენ­და­ციო წე­რი­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­თვის, ვინც აპ­ირ­ებს რე­ზი­დენ­ტუ­რის პროგ­რა­მით სწავ­ლას აშშ–ში“, — აღ­ნიშ­ნავს თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის მო­ად­გი­ლე, ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი მაია ბიწ­კი­ნაშ­ვი­ლი. მი­სი თქმით, AMOpportunities (AMO) აკ­ავ­ში­რებს სა­მე­დი­ცი­ნო სტუ­დენ­ტებს, კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლებს და პრო­ფე­სი­ონ­ალ­ებს აშშ-ს კლი­ნი­კურ გა­მოც­დი­ლე­ბას­თან. თსუ და AMOpportunities თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ იმ მიზ­ნით, რომ სტუ­დენ­ტებს და კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლებს შეს­თა­ვა­ზონ სხვა­დას­ხვა სა­ხის კლი­ნი­კუ­რი პრაქ­ტი­კის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, მათ შო­რის, აშშ-ს ვირ­ტუ­ალ­ური რო­ტა­ცი­ული პროგ­რა­მე­ბის სა­ხით. AMO-ს უზ­რუნ­ველ­ყოფს რო­ტა­ცი­ის პროგ­რა­მას 250-ზე მე­ტი კლი­ნი­კუ­რი ლო­კა­ცი­აზე, მათ შო­რის, წამ­ყვან სა­ავ­ად­მყო­ფო­ებ­ში კლი­ნი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ვირ­ტუ­ალ­ურ­ად ან ფი­ზი­კურ გა­რე­მო­ში.