Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აშშ-ის სახალხო დიპლომატია საქართველოში: ცივი ომიდან სტრატეგიულ პარტნიორობამდე

თა­მარ და­დი­ანი

 

„ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში: ცი­ვი ომ­იდ­ან სტრა­ტე­გი­ულ პარ­ტნი­ორ­ობ­ამ­დე“ — ამ სა­ხელ­წო­დე­ბით გა­მო­ვი­და ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის დოქ­ტო­რის, სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ის მკვლევ­რის მა­რი­ამ ხა­ტი­აშ­ვი­ლის სა­მეც­ნი­ერო მო­ნოგ­რა­ფია.

 

„მო­ნოგ­რა­ფი­ის შექ­მნის ერთ-ერ­თი მი­ზა­ნი იყო ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ის ად­გი­ლი­სა და რო­ლის და, ზო­გა­დად, ცი­ვი ომ­ის პე­რი­ოდ­იდ­ან სტრა­ტე­გი­ულ პარ­ტნი­ორ­ობ­ამ­დე — ამ ურ­თი­ერ­თო­ბის შე­და­რე­ბით სრუ­ლი სუ­რა­თის წარ­მოდ­გე­ნა. წიგ­ნში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ჩე­მი სა­მა­გის­ტრო და სა­დოქ­ტო­რო კვლე­ვის მა­სა­ლე­ბი და შე­დე­გე­ბი. სა­მა­გის­ტრო ნაშ­რომ­სა და სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­აში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის პრო­ცე­სი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რის ელ­ენე მეძ­მა­რი­აშ­ვი­ლის სა­მეც­ნი­ერო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით წა­რი­მარ­თა. სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რომ­ზე სა­მეც­ნი­ერო თა­ნა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა გა­მი­წია სამ­ხრეთ კა­ლი­ფორ­ნი­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ისა და ჟურ­ნა­ლის­ტი­კის პრო­ფე­სორ­მა ფი­ლიპ სიბ­მა. შე­სა­ბა­მი­სად, კვლე­ვის პრო­ცე­დუ­რა რამ­დე­ნი­მე ეტ­აპს მო­იც­ავ­და, რო­მე­ლიც რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ას­ევე ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში სხვა­დას­ხვა სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო და კვლე­ვი­თი ცენ­ტრის ბა­ზა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და“, — აცხა­დებს მა­რი­ამ ხა­ტი­აშ­ვი­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვან აქ­ცენ­ტებ­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ის ად­გი­ლი­სა და რო­ლის შე­სა­ხებ კვლე­ვი­სას გა­კეთ­და.

 

„ერთ-ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ცენ­ტი არ­ის ის, რომ ამ­ერ­იკ­ული სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ის აქ­ტი­ვო­ბე­ბი საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ობ­აში ამ­ერ­იკ­ული იდე­ებ­ის, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი და პრო­ამ­ერ­იკ­ული სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და ამ­ერ­იკ­ის იმ­იჯ­ის ფორ­მი­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ცი­ვი ომ­ის დროს სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტია შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მნიშ­ვნე­ლო­ვან კომ­პო­ნენ­ტს წარ­მო­ად­გენ­და და ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბით. ცი­ვი ომ­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის პირ­და­პი­რი დიპ­ლო­მა­ტი­ური ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბამ კი გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ ამ­ერ­იკ­ული სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ის აქ­ტი­ვო­ბე­ბი კი­დევ უფ­რო მე­ტად ერ­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­ის ინ­ტე­რე­სებს, მის­წრა­ფე­ბებს, სა­ჭი­რო­ებ­ებს. ამ­ერ­იკ­ული სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტია ქარ­თულ-ამ­ერ­იკ­ული ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის­კენ არ­ის მი­მარ­თუ­ლი“, — აღ­ნიშ­ნავს მა­რი­ამ ხა­ტი­აშ­ვი­ლი. მი­სი კვლე­ვის სფე­რო ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის დარ­გში ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნუ­რია და, ძი­რი­თა­დად, მო­იც­ავს სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ისა და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის შეს­წავ­ლას. მა­რი­ამი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არ­ის სხვა­დას­ხვა სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მის ავ­ტო­რი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ცე­მუ­ლია რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ას­ევე შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში.

 

წიგ­ნში წარ­მოდ­გე­ნი­ლი კვლე­ვა ქარ­თულ-ამ­ერ­იკ­ული ურ­თი­ერ­თო­ბის ფორ­მი­რე­ბა­სა და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ის რო­ლის სის­ტე­მუ­რი შეს­წავ­ლის პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბაა.

 

წიგ­ნში ყუ­რადღე­ბა ძი­რი­თა­დად გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია იმ­აზე, თუ რო­გორ შეძ­ლო ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის კურ­სში, სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით, ქარ­თულ-ამ­ერ­იკ­ული ურ­თი­ერ­თო­ბის დიპ­ლო­მა­ტი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბამ­დე და სტრა­ტე­გი­ულ პარ­ტნი­ორ­ობ­ამ­დე მიყ­ვა­ნა. რო­გორც მა­რი­ამ ხა­ტი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს: „ამ ის­ტო­რი­ულ რე­ალ­ობ­აზე დაკ­ვირ­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს შე­უძ­ლია ამ­ერ­იკ­ული სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ის ეს გა­მოც­დი­ლე­ბა ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის აწ­მყო­სა და მო­მავ­ლის ნა­წი­ლად აქ­ცი­ოს იმ­გვა­რად, რომ ამ პარ­ტნი­ორ­ობ­ის სტა­ბი­ლუ­რი, გრძელ­ვა­დი­ანი ზრდა უზ­რუნ­ველ­ყოს. მო­ნოგ­რა­ფი­აში წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­კითხე­ბის აქ­ტუ­ალ­ობ­ას, მა­გა­ლი­თად, ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის, რო­გორც აკ­ად­ემი­ური დარ­გის, მი­მართ ქარ­თულ აკ­ად­ემი­ურ და არა­აკ­ად­ემი­ურ სივ­რცე­ში მზარ­დი ინ­ტე­რე­სი გა­ნა­პი­რო­ბებს. ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს გა­მოც­დი­ლე­ბის კვლე­ვა და ცოდ­ნა, გა­მოწ­ვე­ვე­ბის, პრობ­ლე­მე­ბი­სა თუ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ებ­ის ობი­ექ­ტუ­რი ან­ალ­იზი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გამ­კლა­ვე­ბი­სა და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს.“

 

და ბო­ლოს, სა­მეც­ნი­ერო მო­ნოგ­რა­ფია „ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში: ცი­ვი ომ­იდ­ან სტრა­ტე­გი­ულ პარ­ტნი­ორ­ობ­ამ­დე“ გან­კუთ­ვნი­ლია რო­გორც სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, ას­ევე, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის, რო­მე­ლიც ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და სა­ხალ­ხო დიპ­ლო­მა­ტი­ის სა­კითხე­ბით არ­ის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი.