Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

არღვევს თუ არა სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანის უფლებებს? - რეკომენდაციები

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

არ­ღვევს თუ არა სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვაქ­ცი­ნა­ცია ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბებს? რამ­დე­ნად გა­უმ­კლავ­და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა COVID-19-ით გა­მოწ­ვე­ულ სირ­თუ­ლე­ებს? რა შემ­თხვე­ვა­შია მი­ზან­შე­წო­ნი­ლი სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წე­სე­ბა და რას მოიაზრებს სიტყვა — „სა­ვალ­დე­ბუ­ლო“? – აღ­ნიშ­ნულ კითხვებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სპე­ცი­ალ­ის­ტებ­მა, 2 დე­კემ­ბერს, ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბე­ბის სა­მარ­თლის სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო კვი­რე­ულ­ის გახ­სნის სა­პა­ნე­ლო სხდო­მა­ზე უპ­ას­უხ­ეს. სა­პა­ნე­ლო დის­კუ­სი­ას — „პან­დე­მი­ის დროს სა­ხელ­მწი­ფოს პო­ზი­ტი­ური ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, და­წე­სე­ბუ­ლი შეზღუდ­ვე­ბი და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­კითხე­ბი“ — მო­დე­რა­ტო­რო­ბა თსუ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის პრო­ფე­სორ­მა კონ­სტან­ტი­ნე კორ­კე­ლი­ამ გა­უწია.

 

„პან­დე­მი­ის გა­მო და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზუდ­ვე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა­სა და პრო­პორ­ცი­ულ­ობ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ერ­თი მო­საზ­რე­ბა გა­მო­ით­ქვა. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თხოვ­ნი­თა და გა­ერ­ოს მხარ­და­ჭე­რით, მერ­გო პა­ტი­ვი, გა­მო­მეკ­ვლია ეს სა­კითხი. თუ ამ კვლე­ვის მიგ­ნე­ბებს გან­ვა­ზო­გა­დებთ, შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ დას­კვნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ აღ­მოჩ­ნდა მზად — გა­ეცა სა­თა­ნა­დო პა­სუ­ხი კო­რო­ნა­ვი­რუ­სის გა­მოწ­ვე­ვი­სათ­ვის და, ამ­იტ­ომ, სა­ჭი­როა ჩა­ტარ­დეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც ად­ეკ­ვა­ტუ­რად გან­საზღვრავს პან­დე­მი­ის დროს ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბე­ბის შეზღუდ­ვე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა­სა და პრო­პორ­ცი­ულ­ობ­ას.

 

ფაქ­ტია, რომ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­ის ერ­თი­ანი პო­ზი­ცია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მი­მართ. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ამ სა­კითხთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში გარ­კვე­ული წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ. ამ­ას­თა­ნა­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ტერ­მი­ნი — „სა­ვალ­დე­ბუ­ლო“ — სა­ზო­გა­დო­ებ­ას გან­ვუ­მარ­ტოთ სწო­რად — ეს არ ნიშ­ნავს, რომ პირს ფი­ზი­კუ­რი ძალ­და­ტა­ნე­ბით გა­უკ­ეთ­ებ­ენ ვაქ­ცი­ნას. ვაქ­ცი­ნი­რე­ბა­ზე უარ­ის თქმა პირს შე­უძ­ლია კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­საზღვრუ­ლი პი­რო­ბე­ბის (სა­მე­დი­ცი­ნო ჩვე­ნე­ბე­ბის და სხვა) არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში“, — აღ­ნიშ­ნა კონ­სტან­ტი­ნე კორ­კე­ლი­ამ.

 

მოხ­სე­ნე­ბა თე­მა­ზე — „სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვაქ­ცი­ნა­ცია — უფ­ლე­ბის დაც­ვა თუ დარ­ღვე­ვა? ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს პრაქ­ტი­კის მი­მო­ხილ­ვა“ — თსუ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ას­ის­ტენტ პრო­ფე­სორ­მა, ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­მარ­თლის სპე­ცი­ალ­ის­ტმა ნა­ნა მჭედ­ლი­ძემ წარ­მო­ად­გი­ნა. ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს პრაქ­ტი­კის გა­ან­ალ­იზ­ებ­ის ნი­ად­აგ­ზე მკვლე­ვარ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო და­საშ­ვე­ბად მი­იჩ­ნევს სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წე­სე­ბას იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ობ­ის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის ფონ­ზე ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბა მა­ღა­ლია.

 

„ვაქ­ცი­ნა­ცი­აზე უკ­ვე მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბი­დან ჩანს, რომ ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა ჭრილ­ში ამ სა­კითხის შე­ფა­სე­ბი­სას მხედ­ვე­ლო­ბა­ში იღ­ებს თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის მიდ­გო­მას, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, აც­რა გა­დამ­დე­ბი და­ავ­ად­ებ­ებ­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის ხელ­მი­საწ­ვდო­მი მე­თო­დე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ეფ­ექ­ტუ­რი და უს­აფ­რთხოა. ამ­ას­თან, ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო ფარ­თო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ან­იჭ­ებს სა­ხელ­მწი­ფო­ებს — მათ წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­ხედ­ვით მი­იღ­ონ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით თუ სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვაქ­ცი­ნა­ცი­აზე და სა­კითხს ინ­დი­ვი­დის/სა­ზო­გა­დო­ებ­ის სი­ცოცხლის და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის პერ­პექ­ტი­ვი­დან გა­ნი­ხი­ლავს.

 

იქ­იდ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლოს ყი­ვა­ნახ­ვე­ლას, დიფ­ტე­რი­ის, პო­ლი­ომი­ელ­იტ­ის და სხვა გა­დამ­დე­ბი და­ავ­ად­ებ­ებ­ის წი­ნა­აღ­მდეგ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ და­უდ­გე­ნია ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა, სრუ­ლი­ად თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს დას­კვნა, რომ „კო­ვიდ-19“-ით გა­მოწ­ვე­ული პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში, სა­სა­მარ­თლოს პო­ზი­ცია უც­ვლე­ლი იქ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით იმ ვი­რუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მი­ლი­ონ­ობ­ით სი­ცოცხლე შე­იწ­ირა. სა­სა­მარ­თლო კვლა­ვაც ყუ­რადღე­ბას გა­ამ­ახ­ვი­ლებს სა­ზო­გა­დო­ებ­ის ყვე­ლა წევ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის ლე­გი­ტი­მურ მი­ზან­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით, იმ პი­რე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ას­აკ­ის თუ სხვა გა­რე­მო­ებ­ებ­ის გა­მო მოწყვლა­დე­ბი არი­ან და რო­მელ­თა და­სა­ცა­ვა­დაც მო­სახ­ლე­ობ­ას, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სო­ლი­და­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეთხო­ვე­ბა, გას­წი­ოს მი­ნი­მა­ლუ­რი რის­კი აც­რის სა­ხით“, — გან­მარ­ტავს ნა­ნა მჭედ­ლი­ძე.

 

სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­სა (ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბის, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლი­სა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ეფ­ექ­ტი­ან­ობ­ის ან­ალ­იზი) და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­მარ­თლის ექ­სპერ­ტებ­მა კონ­კრე­ტუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ები შე­იმ­უშ­ავ­ეს: ერ­ოვ­ნუ­ლი სა­კა­ნონ­დებ­ლო ბა­ზის დახ­ვე­წა; პამ­დე­მი­ის მარ­თვი­სას აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­თა მი­ერ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბის ობი­ექ­ტუ­რი რე­ალ­ობ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მი­ღე­ბა; ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ობ­ის და­ბა­ლი რა­ოდ­ენ­ობ­ის შემ­თხვე­ვა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წე­სე­ბა; სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და­წე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ობი­ექ­ტუ­რი მო­ცე­მუ­ლო­ბის ნი­ად­აგ­აზე ვაქ­ცი­ნა­ცი­აზე კე­თილ­სინ­დი­სე­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის დროს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ის­თვის შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლი­ანი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

 

სა­მარ­თლის ექ­სპერ­ტე­ბი, ას­ევე, მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­მო­ღე­ბა არ­ის გზა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მომ­ხრე და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მო­სახ­ლე­ობ­ას შო­რის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის აღ­მო­საფხვრე­ლად. ვრცლად იხ­ილ­ეთ: https://bit.ly/3DoPN6W

 

ად­ამი­ან­ის უფ­ლე­ბა­თა სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო კვი­რე­ული 2014 წლი­დან ტარ­დე­ბა. 2021 წლის კვი­რე­ულ­ში სა­ქარ­თვე­ლოს 14 უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თალ­მცოდ­ნე­ები და სტუ­დენ­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.