Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ამ სას­წავ­ლო წელ­საც სტუ­დენ­ტებს რამ­დე­ნი­მე სი­ახ­ლეს შევ­თა­ვა­ზებთ

თა­მარ დოლ­ბაია,
თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი,
ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი

 

– ახ­ალი სას­წავ­ლო წლის­თვის მზა­დე­ბა სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის­თვის ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნაა: ვა­ჯა­მებთ გან­ვლილს და მი­ვის­წრა­ფით ახ­ლის­კენ. ამ­ავ­დრო­ულ­ად, ვცდი­ლობთ – არ ვუ­ღა­ლა­ტოთ იმ ძი­რი­თად მიზ­ნებს, რა­საც სწავ­ლე­ბი­სა და კვლე­ვის მა­ღა­ლი ხა­რის­ხი ჰქვია.

 

უნ­და ით­ქვას, რომ ფა­კულ­ტე­ტი გა­მორ­ჩე­ულია სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სივ­რცე­ში. მი­სი მულ­ტი­დის­ციპ­ლი­ნუ­რი სტრუქ­ტუ­რა, სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა თა­ნა­არ­სე­ბო­ბა ფარ­თო შე­საძ­ლებ­ლო­ბებს იძ­ლე­ვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, სამ­კვლევ­რო თუ პრაქ­ტი­კუ­ლი საქ­მი­ან­ობ­ის კუთხით. წელს ბევ­რი რამ იგ­ეგ­მე­ბა სას­წავ­ლო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის და სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის ამ­აღ­ლე­ბი­სათ­ვის. ვემ­ზა­დე­ბით 20-მდე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის რე­აკ­რე­დი­ტა­ცი­ის­ათ­ვის და ვმუ­შა­ობთ ახ­ალი ქარ­თულ და ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი პროგ­რა­მე­ბის შექ­მნა­ზე.

 

უკ­ვე ტრა­დი­ცი­ად იქ­ცა ყო­ველ­წლი­ური პრო­ექ­ტი — „სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ის კონ­კურ­სი”, რო­მე­ლიც ახ­ალი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ის შექ­მნი­თა და არ­სე­ბუ­ლის გა­ნახ­ლე­ბით, სი­ახ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ცოდ­ნის და­უფ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს სტუ­დენ­ტებს.

 

ფა­კულ­ტე­ტის სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხურ­მა არა­ერ­თი ტრე­ნინ­გი ჩა­ატ­არა და ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის დამ­ხმა­რე ტუ­ტო­რი­ალი შექ­მნა დის­ტან­ცი­ური სწავ­ლე­ბის უნ­არ­ებ­ის გან­სა­ვი­თა­რებ­ლად. ახ­ალ სას­წავ­ლო წელ­საც მოგ­ვი­წევს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის „ჰიბ­რი­დულ ფორ­მატ­ში” წარ­მარ­თვა და პრო­ფე­სორ­თა და სტუ­დენ­ტთა დახ­მა­რე­ბა ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სწავ­ლე­ბის ხელ­შე­საწყო­ბად.

 

მი­უხ­ედ­ავ­ად პან­დე­მი­ისა, ფა­კულ­ტე­ტი აღ­რმა­ვებს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტაქ­ტებს და თა­ნამ­შრომ­ლობს აშშ-სა და ევ­რო­პის წამ­ყვან უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­თან, ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სუ­რა ჩარ­თუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვით საქ­მი­ან­ობ­ებ­ში.

 

სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე უკ­ვე მეცხრედ ჩა­ტარ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია — „სივ­რცე, სა­ზო­გა­დო­ება, პო­ლი­ტი­კა”. ვირ­ტუ­ალ­ურ სივ­რცე­ში ყოფ­ნამ ხე­ლი არ შე­უშ­ალა სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პრო­ცესს და წელს, პირ­ვე­ლად, უცხო­ელ მო­ნა­წი­ლე­თა რა­ოდ­ენ­ობ­ამ გა­და­აჭ­არ­ბა ად­გი­ლობ­რივ მო­ნა­წი­ლე­თა რიცხვს.

 

ფა­კულ­ტეტ­ზე იქ­მნე­ბა პრო­ფე­სორ­თა და სტუ­დენ­ტთა არა­ერ­თი სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნა­ლი. გა­მო­ვარ­ჩევთ თსუ-ის რამ­დე­ნი­მე ფა­კულ­ტე­ტის ბა­ზა­ზე შექ­მნილ სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნალს – „გა­რე­მო და სა­ზო­გა­დო­ება”, რომ­ლის მე­ორე ნო­მერს ვამ­ზა­დებთ გა­მო­სა­ცე­მად. ჟურ­ნა­ლი დარ­გთა­შო­რი­სი და ფა­კულ­ტეტ­თა­შო­რი­სი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­უკ­ეთ­ესო ნი­მუ­შად მიგ­ვაჩ­ნია.

 

დი­დია სტუ­დენ­ტთა ჩარ­თუ­ლო­ბა სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვით საქ­მი­ან­ობ­აში და ამ სას­წავ­ლო წელ­საც სტუ­დენ­ტებს რამ­დე­ნი­მე სი­ახ­ლეს შევ­თა­ვა­ზებთ. ეს­ენია: ონ­ლა­ინ „სტუ­დენ­ტთა სა­მეც­ნი­ერო კლუ­ბი”, რომ­ლის მი­ზა­ნია სტუ­დენ­ტთა კვლე­ვი­თი უნ­არ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბა და „სტუ­დენ­ტთა საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ნაშ­რო­მე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი”, რომ­ლის მეშ­ვე­ობ­ით­აც სტუ­დენ­ტე­ბი გა­ეც­ნო­ბი­ან სწავ­ლე­ბის სა­მი­ვე სა­ფე­ხურ­ზე შექ­მნილ სა­უკ­ეთ­ესო საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ნაშ­რო­მებს.

 

სტუ­დენ­ტზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს შე­საქ­მნე­ლად ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აკ­ად­ემი­ური და დამ­ხმა­რე პერ­სო­ნა­ლის მო­ტი­ვა­ცი­ის ამ­აღ­ლე­ბა. გა­მო­იძ­ებ­ნა ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი და დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად ჯერ აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის ან­აზღა­ურ­ება გა­იზ­არ­და, ახ­ლა დამ­ხმა­რე პერ­სო­ნა­ლი­სა იზ­რდე­ბა და ვი­მე­დოვ­ნებთ, ყო­ვე­ლი­ვე ეს აის­ახ­ება სტუ­დენ­ტთა მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხზე.

 

წელს ფა­კულ­ტეტ­ზე 640 სტუ­დენ­ტი მი­ვი­ღეთ. ის­ინი პირ­ვე­ლად შე­მო­აღ­ებ­ენ კარს ქვეყ­ნის ამ უმ­თავ­რეს და ტრა­დი­ცი­ულ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, რაც უდა­ოდ მათ­გან გა­წე­ული შრო­მის საზღა­ურია და იმ­ედი გვაქ­ვს, ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ნა­ყო­ფი­ერი იქ­ნე­ბა და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის­კენ წარ­მა­ტე­ბით სვლა­ში.

 

ჩანართი მოამზადა თამარ დადიანმა