Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

Fablab TSU სტუდენტებს მცირე ბიზნესის დაწყებაში დაეხმარება

მაია ტო­რა­ძე

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის, University of Essex-ისა და Change School-ის კონ­სორ­ცი­უმ­მა ფონ­დის – „შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­პერ­წკა­ლი: სა­მე­წარ­მეო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის“ – და­ფი­ნან­სე­ბა მო­იპ­ოვა. და­ფი­ნან­სე­ბის ფარ­გლებ­ში თსუ-ის სტუ­დენ­ტებს BIG IDEA CHALLENGE-ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ („შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­პერ­წკა­ლი“ არ­ის სა­მე­წარ­მეო (ბიზ­ნეს) უნ­არ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის, რო­მე­ლიც მიზ­ნად ის­ახ­ავს — მო­მა­ვალ თა­ობ­ას მის­ცეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­იძ­ინ­ოს და გა­ნა­ვი­თა­როს სა­ჭი­რო უნ­არ­ები და გახ­დეს და­საქ­მე­ბის მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ანი). ცო­ტა ხნის წინ ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში „BIG IDEA CHALLENGE 2021“ — 60 წა­მი­ანი ვი­დეო-ფიჩ კონ­კურ­სი გა­მოცხად­და. Fablab TSU-ის მთა­ვა­რი სპე­ცი­ალ­ის­ტის ნი­კო­ლოზ მნა­თო­ბიშ­ვი­ლის თქმით, კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ებ­ის გა­ნაცხა­დე­ბის მი­ღე­ბა შე­სა­ბა­მის პლატ­ფორ­მა­ზე თე­ბერ­ვალ­ში და­იწყო და უკ­ვე დას­რულ­და. პირ­ველ ეტ­აპ­ზე, 28 თე­ბერ­ვლამ­დე, სა­ჭი­რო იყო მხო­ლოდ ინ­ტე­რე­სის და­ფიქ­სი­რე­ბა, რის შემ­დე­გაც, ბრი­ტა­ნელ­მა პარ­ტნი­ორ­ებ­მა ჩა­ატ­არ­ეს ტრე­ნინ­გე­ბი იდე­ებ­ის დახ­ვე­წი­სა და ვი­დეო-ფი­ჩის მოთხოვ­ნე­ბის/რჩე­ვე­ბის შე­სა­ხებ. კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ებს ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მო­იგ­ონ 3000 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი, მი­იღ­ონ ბიზ­ნეს მხარ­და­ჭე­რის სე­სი­ები, მენ­ტო­რო­ბის პა­კე­ტე­ბი და და­ეს­წრონ Start-up Sprint-ის დის­ტან­ცი­ურ პროგ­რა­მას. გარ­და კონ­კურ­სე­ბი­სა, Fablab TSU სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ით­აცაა და­კა­ვე­ბუ­ლი. მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტებ­სა და მო­მავ­ლის გეგ­მებ­ზე ნი­კო­ლოზ მნა­თო­ბიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

 

– რა აქ­ტი­ვო­ბებს ახ­ორ­ცი­ელ­ებს ფაბ­ლა­ბი პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­ული შეზღუდ­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში?

 

— ფაბ­ლა­ბი არ­ის ინ­ოვ­აცი­ებ­ის და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ის სამ­რეწ­ვე­ლო ლა­ბო­რა­ტო­რია, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზანს წარ­მო­ად­გენს ის, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე სტუ­დენ­ტებ­მა წა­მო­იწყონ თა­ვი­ან­თი ბიზ­ნე­სი რო­გორც სა­მე­წარ­მეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის, ას­ევე სტარ­ტაპ-მი­მარ­თუ­ლე­ბით, აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, ფაბ­ლა­ბი სტუ­დენ­ტებს სთა­ვა­ზობს რო­გორც თე­ორი­ულ, ას­ევე პრაქ­ტი­კულ დახ­მა­რე­ბას. თე­ორი­ული ნა­წი­ლი მოიაზრებს სტუ­დენ­ტებ­ში იმ უნ­არ-ჩვე­ვე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, რო­მე­ლიც მათ ბიზ­ნე­სის/სტარ­ტა­პის გა­კე­თე­ბა­ში გა­მო­ად­გე­ბათ, ხო­ლო პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, პირ­ველ ეტ­აპ­ზე ჩვენ მათ ფაბ­ლა­ბის დაზ­გა-და­ნად­გა­რე­ბით ვეხ­მა­რე­ბით, ხო­ლო შემ­დგომ — წარ­მო­ებ­ის გა­მარ­თვა­შიც ვუწყობთ ხელს.

 

ამ­ავე მიზ­ნით ტარ­დე­ბა რი­გი ღო­ნის­ძი­ებ­ები. შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია სო­ცი­ალ­ური მე­დი­ის მარ­კე­ტინ­გი­სა და გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ინ­ის, მარ­კე­ტინ­გის, გა­ყიდ­ვე­ბი­სა და სხვა მსგავ­სი კურ­სე­ბი. გარ­და ამ­ისა, ჩვენ უკ­ვე მე­სა­მე წე­ლია, აქ­ტი­ურ­ად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს­თან მა­თი საგ­რან­ტო პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც თსუ-ცოდ­ნის გა­და­ცე­მი­სა და ინ­ოვ­აცი­ებ­ის ცენ­ტრმა და ფაბ­ლაბ­მა მო­ვი­გეთ. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ვა­ტა­რებთ სამ­დღი­ან „ბუთ­ქემ­ფებს“ მრა­ვალ ნა­კა­დად, რო­მე­ლიც მოიაზრებს რო­გორც ტრე­ნინ­გებს, ას­ევე პრაქ­ტი­კულ ნა­წილ­საც. ამ პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია სტუ­დენ­ტებ­ში ბიზ­ნეს-ცნო­ბი­ერ­ებ­ის ამ­აღ­ლე­ბა და ბიზ­ნე­სის დაწყე­ბა.

 

პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ნა­ირი ღო­ნის­ძი­ება ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში გა­და­ვი­ტა­ნეთ. მხო­ლოდ პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლი დავ­ტო­ვეთ ჩვე­ულ­ებ­ის­ამ­ებრ და ბე­ნე­ფი­ცი­არ­ებს ვი­ღებ­დით ყვე­ლა­ნა­ირი წე­სის დაც­ვით, რაც კა­ნონ­დებ­ლო­ბით იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

 

– რა გეგ­მე­ბი აქ­ვს Fablab TSU-ს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში?

 

– ფაბ­ლაბ­ში სა­მი თვის წინ გა­იხ­სნა დრო­ნე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექ­ტია. იგი მი­ზა­ნად ის­ახ­ავს ინ­დუს­ტრი­ული მი­მარ­თუ­ლე­ბით დრო­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას და მათ უშუ­ალო ბიზ­ნეს­ში ჩარ­თვას. აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, 2021 წლის ივ­ლი­სი­დან აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შე­ვა დრო­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ებ­ით ტრე­ნინ­გე­ბი, რო­მე­ლიც მო­იც­ავს რო­გორც პრაქ­ტი­კულ, ას­ევე თე­ორი­ულ მა­სა­ლას. ამ ეტ­აპ­ზე ლა­ბო­რა­ტო­რი­ას გა­აჩ­ნია 24 პა­ტა­რა და 2 დი­დი დრო­ნი, რო­მე­ლიც გვაძ­ლევს სა­შუ­ალ­ებ­ას — სატ­რე­ნინ­გო პრო­ცე­სით მო­ვიც­ვათ თით­ქმის ყვე­ლა ინ­დუს­ტრია.

 

ამ ეტ­აპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ივ­ლი­სამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. პირ­ვე­ლი და მთვა­რი აქ­ტი­ვო­ბა (iTeams ) გუ­ლის­ხმობს ერ­თგვარ სის­ტე­მას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ჩვენ მი­ერ შერ­ჩე­ული სა­მი სტარ­ტა­პი ას­ახ­ელ­ებს 3-3 გა­მოწ­ვე­ვას და უყ­ვე­ბა მათ შე­სა­ხებ ექ­ვს გუნ­დად ფორ­მი­რე­ბულ სტუ­დენ­ტებს. ის­ინი, თა­ვის მხრივ, ეძ­ებ­ენ მარ­ტივ გზას, თუ რო­გორ გა­დაჭ­რან ესა თუ ის პრობ­ლე­მა. შემ­დეგ თი­თოეული გუნ­დი წარ­სდგე­ბა Demo დღე­ზე, აირ­ჩე­ვა სა­უკ­ეთ­ესო იდეა და მათ­თან უკ­ვე კომ­პა­ნი­ები იწყე­ბენ მუ­შა­ობ­ას.

 

შემ­დე­გი ორი ღო­ნის­ძი­ება არ­ის სო­ცი­ალ­ური მე­დი­ის მარ­კე­ტინ­გი­სა და გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ინ­ის კურ­სე­ბი.

 

ფაბ­ლაბ­ში, ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, ას­ევე ჩა­მო­ყა­ლიბ­და მე­წარ­მე­თა ჰა­ბი, რომ­ლის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი არ­ის ის, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა სტუ­დენ­ტმა და­იწყოს მცი­რე ბიზ­ნე­სი ფაბ­ლა­ბი­სა და ცენ­ტრის დახ­მა­რე­ბით, რა­თა მი­ნი­მა­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­დეთ და სა­მო­მავ­ლოდ გარ­და­იქ­მნან დიდ კომ­პა­ნი­ებ­ად.