Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2023 წლის ბოლოს თსუ-ის ყველა ძირითადი სასწავლო კორპუსი სრულად რეაბილიტირებული იქნება

ნი­ნო კა­კუ­ლია

 

სო­ცი­ალ­ურ ქსე­ლებ­ში ხში­რად შეხ­ვდე­ბით სტუ­დენ­ტე­ბის პრე­ტენ­ზი­ულ და კრი­ტი­კულ შე­ნიშ­ვნებს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის კორ­პუ­სებ­ში ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის თა­ობ­აზე და ნაკ­ლე­ბად აღ­ნიშ­ნა­ვენ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ გა­კე­თე­ბულ იმ სი­კე­თეს, რაც სწო­რედ რომ ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რულ სი­ახ­ლე­ებს უკ­ავ­შირ­დე­ბა.

 

უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე­ორე კორ­პუს­ში მიმ­დი­ნა­რე მას­შტა­ბუ­რი სა­რე­აბ­ილ­იტ­აციო სა­მუ­შაოები შე­მოდ­გო­მა­ზე დას­რულ­დე­ბა. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ბევ­რი იმ­უშ­ავა იმ­ის­თვის, რომ ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის ფორ­მატ­ში ჩარ­თულ სტუ­დენ­ტებს ახ­ლო მო­მა­ვალ­ში უკ­ეთ­ესი გა­რე­მო დახ­ვდეთ.

 

„სა­რე­აბ­ილ­იტ­აციო სა­მუ­შაოები უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე­ორე კორ­პუს­ში ად­რეც შე­იძ­ლე­ბო­და დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა იმ შეზღუდ­ვებ­მა, რაც ქვე­ყა­ნა­ში ბო­ლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოქ­მე­დებ­და, მცი­რე­დით გა­აჭი­ან­ურა პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბა. „კო­ვიდ 19“-ით ხან სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის პერ­სო­ნა­ლი იყო და­ავ­ად­ებ­ული, ხან კი ტრან­სპორ­ტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აფ­ერ­ხებ­და სა­მუ­შაო პრო­ცესს. თუმ­ცა შე­მოდ­გო­მა­ზე ჩვენ უკ­ვე შევ­ძლებთ მე­ორე კორ­პუს­ში სტუ­დენ­ტე­ბის მი­ღე­ბას.

 

ამ­ას­თან ერ­თად, მიმ­დი­ნა­რე­ობს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის (მაღ­ლი­ვი) ფოიეს რე­აბ­ილ­იტ­აცია. სე­რი­ოზ­ული ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შაოებია დაწყე­ბუ­ლი ზე­და სარ­თუ­ლებ­ზე, სა­დაც არ­ის სა­გა­მოც­დო ცენ­ტრი. ვფიქ­რობთ, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს ბევ­რად კარ­გი გა­რე­მო დახ­ვდე­ბათ, რო­დე­საც ის­ინი სამ­კითხვე­ლო დარ­ბა­ზე­ბით სარ­გებ­ლო­ბას მო­ის­ურ­ვე­ბენ ან სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში იქ­ნე­ბი­ან ვი­ზი­ტით.

 

მაღ­ლი­ვი კორ­პუ­სის ტე­რი­ტო­რი­აზე არ­სე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რაც მო­წეს­რიგ­და. ვინც სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბა­ში ჩა­ერ­თვე­ბა და სხვა­დას­ხვა სპორ­ტულ წრე­ებ­ში გა­წევ­რი­ან­დე­ბა, მათ თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მოც დახ­ვდე­ბათ აქ“, — აღ­ნიშ­ნა ჩვენ­თან სა­უბ­არ­ში თსუ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ლა­შა სა­ღი­ნა­ძემ.

 

რამ­დე­ნი­მე წლის წინ თსუ-ის რექ­ტო­რის სტუ­დენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რებ­ზე მუდ­მი­ვად ის­მო­და უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტუ­რი სივ­რცე­ებ­ის მოწყო­ბის თა­ობ­აზე თხოვ­ნა. ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მა­შინ­ვე და­იწყო. მაღ­ლი­ვი კორ­პუ­სის ფოიეში ულ­ამ­აზ­ესი სტუ­დენ­ტუ­რი სივ­რცე 2020 წელს მო­ეწყო, თუმ­ცა პან­დე­მი­ის გა­მო სტუ­დენ­ტებს ჯერ არ უს­არ­გებ­ლი­ათ ამ სი­კე­თით. რო­გორც ლა­შა სა­ღი­ნა­ძე აცხა­დებს, 2021 წლის ბო­ლომ­დე თსუ-ის ყვე­ლა სას­წავ­ლო კორ­პუს­ში თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სტუ­დენ­ტუ­რი სივ­რცე­ებ­ის მოწყო­ბის პრო­ცე­სი დას­რულ­დე­ბა.

 

„აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გარ­და, ჩვენ და­გეგ­მი­ლი გვაქ­ვს, რომ 2023 წლის ბო­ლომ­დე სა­რე­აბ­ილ­იტ­აციო სა­მუ­შაოები ყვე­ლა ძი­რი­თად სას­წავ­ლო კორ­პუსს ჩა­ვუ­ტა­როთ. ას­ევე, ჩვე­ნი მი­ზა­ნია ახ­ალი სას­წავ­ლო კორ­პუ­სის მშე­ნებ­ლო­ბა, თუმ­ცა ამ ახ­ალ დე­ტა­ლებ­ზე სა­მო­მავ­ლოდ გე­სა­უბ­რე­ბით“, — აღ­ნიშ­ნა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას.