მიხაკო წერეთლის :გილგამეშიანი" წარმოადგენს "გილგამეშის ეპოსის" ერთ-ერთ უპირველეს თარგამანს მსოფლიოში. ქართული არის მეოთხე ენა - გერმანულის, ინგლისურის და ფრანგულის შემდეგ, რომელზედაც მ. წერეთლის მიერ 1924 წელს ითარგმნა "გილგამეშის ეპოსი". ავტორი "გილგამეშიანის" თარგმანზე მუშაობდა ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმში და, ძირითადად, ეყრდნობოდა აშურბანიპალის ბიბლიოთეკის (ასურულ) აქადურ ვერსიას. ამ უძველესი შუამდინარული ეპოსის წერეთლისეული თარგმანი
პირველად 1924 წელს გამოიცა კონსტანტინოპოლში, თუმცა საბჭოთა პერიოდში მიუწვდომელი დარჩა საქართველოსთვის.
ამჯერად ქართველი მკითხველი პირველად გაეცნობა მიხაკო წერეთლის ამ უნიკალურ თარგმანს.
მადლობას ვუხდით კემბრიჯის უნივერსიტეტს და ბრიტანელ მეცნიერებს, რომელთა უშუალო დახმარებით თითქმის საუკუნეების წინ დაკარგული თარგმანი ქართველ მკითხველს დაუბრუნდა.