2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე (ანკეტა კითხვარში ცვლილებების შეტანა მიმდინარეობს 15 სექტემბრის ჩათვლით).
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.
მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამით (ინფორმაცია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).
2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები:
ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა დოკუმენტაციის მიღება (რეგისტრაცია)- 22 - 29 აგვისტო;
ბ) გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) – 1 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 1სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 2 სექტემბერი (12:00 საათი);
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 2 სექტემბერი;
ვ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება)- 3 სექტემბერი;
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 6 სექტემბერი;
თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 6-7 სექტემბერი;
ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 8 სექტემბერი (13:00 საათი);
კ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 9-10 სექტემბერი;
ლ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი;
მ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება–13-14 სექტემბერი;
ნ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;
ო) გამოცდა/გასაუბრება სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 16 სექტემბერი (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - 9 10 სექტემბერი)
პ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 17-18 სექტემბერი;
ჟ)საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისთვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 19 სექტემბერი.
2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე დოკუმენტაციის მიღება მოხდება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: https://uni-can.tsu.ge/login?returnUrl=%2F (მისამართი გააქტიურდება 22 აგვისტოს)
თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი(თსუ-ს კურსდამთავრებულისთვის- უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2025 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
გ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
დ);ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ე);წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი)
ვ);უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ზ);ფოტოსურათი (3X4) – 2 ცალი;
თ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.
რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი დაბრკოლების/სირთულის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის ფაკულტეტს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ: 225 04 84 (შიდა 2330); თამარ თათრიშვილი 577737387.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ.: 2 25 04 84 (შიდა 1734 ).
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ: 225 04 84 (შიდა 6224; 6238); მედიკო უშარაული 577 72 02 96.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ელისო კვირიკაშვილი,ტელ: 551 98 01 52.
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკაში (ინგლისურენოვანი) - საკონტაქტო პირი: ტელ: 2507177; 225 04 84 (შიდა 104).
იურიდიული ფაკულტეტი - საკონტაქტო: 225 04 84 (შიდა 2230).
მედიცინის ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: თამარ ლეკაშვილი, ტელ: 555 32 32 00.
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - საკონტაქტო პირი: ტელ: 225 04 84 (შიდა 3224).