Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჰუმანიტარული დახმარება თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთათვის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ თურქეთში მომხდარ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით  საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს ალი ქაან ორბაის პირადად მიუსამძიმრა და საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. 


როგორც ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით უკვე გროვდება ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საელჩოში გააგზავნიან. 


 ჰუმანიტარული ნივთების შეგროვებას თსუ სტუდენტური თვითმმართველობა უწევს ორგანიზებას. 


 გთხოვთ, საჭირო ნივთები 10 თებერვლის 14:00 საათამდე მოიტანოთ თსუ პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში.


საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებული საჭირო ნივთების ჩამონათვალი: 

  •  ქურთუკები; 
  •  საწვიმარი; 
  •  ჯემპრი; 
  •  ხელთათმანი; 
  •  ქუდი; 
  •  წინდა; 
  •  პლედი; 
  •  საძილე ტომარა; 
  •  საკვები ყუთი (დაკონსერვებული);
  •  ბავშვთა საკვები; 
  •  ბავშვის ჰიგიენური საფენები; 
  •  ჰიგიენური ნივთები;