ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიხსნა XV საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია მიძღვნილი აკადემიკოს კონსტანტინე წერეთლის 100 წლის იუბილესადმი.
კონფერენცია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებატა ფაკულტეტის დეკანმა ნანა გაფრინდაშვილმა გახსნა. მოხსენებების წარმოდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია. კონფერენციას ესწრებოდნენ თსუ პროფესორები და სტუდენტები.
Date:
05/07/2021