თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით 2001 წლიდან ახალქალაქში, ჯავახეთის სტუდენტური ექსპედიცია ეწყობა. წელსაც, თსუ სტუდენტური პროექტების ფარგლებში არსებული დაფინანსების მეშვეობით ექსპედიციის მიერ არაერთი აქტივობა განხორციელდ. მათ შორის აღსანიშნავია თსუ მუზეუმის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ლექციები შემდეგ თემებზე: უნივერსიტეტის დაარსება, საქართველოში არსებული საგანმანათლებლო კერები, ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმის დაარსების ისტორია და საერთაშორისო ვიზიტორების მასპინძლობა.
როგორც ექსპედიციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს: "ეს შეხვედრა მნიშვნელოვან შესაძლებლობად იქცა სტუდენტებისთვის — თეორიული ცოდნის გაღრმავებისა და მუზეუმის მუშაობის მრავალმხრივი სპეციფიკის გასაცნობად."
დეკანოზ ალექსანდრე ქასრაშვილთან ერთად მუზეუმის თანამშრომლებმა მოინახულეს კუმურდოს საკათედრო ტაძარი, ადგილზე ისაუბრეს ტაძრის ისტორიულ და არქიტექტურულ თავისებურებებზე.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ვიზიტი კულტურული მემკვიდრეობის შემდეგ ადგილებში: ახალქალაქის კუმურდოსა და კარის ეპარქიის მუზეუმი, სადაც დაცულია უნიკალური რელიგიური და ისტორიული ექსპონატები, მათ შორის – 3000-ზე მეტი წმინდანის წმინდა ნაწილი მიქაელ მთავარანგელოზის ტაძარი და ეკვდერი, რომელშიც დაბრძანებულია ტურინის სუდარის ზუსტი ასლი.