Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჩინეთის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის ვიცე მინისტრის ვიზიტი თსუ-ში

 

25 ოქტომბერს თსუ-ს ეწვია ჩინეთის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის ექვსი წევრისაგან შემდგარი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: ბიანბა ჭასი, ჩინეთის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის ვიცე მინისტრი (დელეგაციის ხელმძღვანელი), ლი ჯუნჯი, ჩრდილოეთ მინზუს უნივერსიტეტის პრეზიდენტი;  ჟაო ჟუ, დალიან მინზუს უნივერსიტეტის საბჭოს პრეზიდენტი;  იანგ იუჩენგი, ჩინეთის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე;  ქიუ პენგი, ჩინეთის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; ვეი შივეი, ეროვნული კომისიის გენერალური ოფისის მდივანი. ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლები.

 

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე - ლია გიგაური და თინათინ ღოღელიანი, სამოქალაქო თანასწორობის განყოფილების უფროსი.

 

თსუ-ს მხრიდან შეხვედრას უძღვებოდა რექტორის მ/შ  ნინო გვენეტაძე, ასევე შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ბატონი გიორგი ღაღანიძე, სინოლოგი პროფ. ნანა გელაშვილი, პროფ. ქეთევან ხუციშვილი, პროფ. ვაჟა ტრაპაიძე და ასისტ. პროფ. სანდრო ტაბატაძე.

 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინსტიტუციების შესახებ ინფორმაციები და გამოთქვეს მზადყოფნა სამომავლო თანამშრომლობისათვის. ძირითადი აქცენტი გაკეთდა ეთნიკური უმცირესობების მიმართ განათლების პოლიტიკის შემუშავებაზე და საუკეთსო გამოცდილების გაზიარებაზე. ასევე, სამეცნიერო კვლევითი თანამშრომლობის განვითარებაზე ჩინურ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის.