13,14,18 თებერვალს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართება ტრენინგი "საგრანტო პროექტების მომზადების პრაქტიკული უნარები". ტრენინგს გაუძღვება პროფესორი ირინე სახელაშვილი.
ტრენინგი გათვალისწინებულია უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისათვის და ითვალისწინებს მათ დახმარებას, საგრანტო პროექტების წერის აუცილებელი ჩვევების განვითარებაში. აღნიშნული, თავის მხრივ, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
ტრენიგის საფასური 270 ლარია.
იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა.