თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინიციატივით უწყვეტი განათლების ცენტრმა შეიმუშავა და დაგეგმა ტრენინგები და სასერტიფიკატო კურსები თსუ ცენტრალური და ფაკულტეტების ადმინისტრაციული პერსონალისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ კურსებს სრულად აფინანსებს თსუ, კონკრეტულ კურსში მონაწილეობას შეძლებს მხოლოდ პროფილური სამსახურის თანამშრომელი, მისი სამუშაო აღწერილობის გათვალისწინებით.
კურსზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შესაბამისი ბმულის საშუალებით:
1. გენდერული თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა
ტრენერი: ეკატერინე სხილაძე
კურსის ჩატარების თარიღები: 22-24 დეკემბერი (22 დეკემბერი: 16:00-18:00, 23, 24 დეკემბერი: 15:00-17:00)
კურსის მოცულობა: 6 სთ.
2. თანამედროვე მენეჯერის უნარები
(კურსი განკუთვნილია საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, რომლებსაც სურთ მენეჯერული უნარების განვითარება, საკუთარი მოტივაციის და მიზანსწრაფულობის გაზრდით, გუნდის მოტივაციის და ჩართულობის ამაღლება და პროდუქტიულობის გაზრდა ინდივიდუალურ, გუნდურ და ორგანიზაციულ დონეზე).
ტრენერი: რუსუდან კვაჭანტირაძე
კურსის ჩატარების თარიღები: 8, 11, 15, 18 და 22 თებერვალი, 17:00-21:00.
კურსის მოცულობა: 20 სთ.
3. სოციალური მედიის მართვა
ტრენერი: რევაზ ბარამიძე
კურსის ჩატარების თარიღები: 17, 19, 21, 25, 27 იანვარი, (18:30-20:30სთ.)
კურსის მოცულობა: 10 სთ.
4. ქსელური ფაერვოლი Fortinet Fort iGATE NGFW
ტრენერი: ალექსანდრე კაზალიკაშვილი)
კურსის ჩატარების თარიღები: 31 იანვარი - 11 თებერვალი (ყოველ სამუშაო დღეს), 16:00-19:00 სთ.
კურსის მოცულობა: 30 სთ.
5. Excel, Power Point
ტრენერი: თეა მუნჯიშვილი
კურსის ჩატარების თარიღები: 17 იანვარი - 5 თებერვალი (17, 19, 21, 24, 26, 27, 31 იანვარი, 02, 04, 05 თებერვალი, 19:00-22:00სთ.)
კურსის მოცულობა: 30 სთ.
შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ:tsulifelonglearning@tsu.ge ან keti.tsintsadze@tsu.ge
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჯგუფების დაკომპლექტებისას, მისაღებზე მეტი რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ მათ, ვის სამუშაო ფუნქციებთანაც მეტი ბმა ექნება კონკრეტულ კურსს.