Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სლოვაკეთის მთავრობის სტიპენდიები ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

სლოვაკეთის რესპუბლიკა, ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს სთავაზობს 2 სამთავრობო სტიპენდიას 2022-2023 სასწავლო წლისთვის. სტიპენდიები განკუთვნილია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

მსურველებს აპლიკაციის ფორმების შევსება შეუძლიათ ონლაინ მისამართზე: https://www.vladnestipendia.sk/en/ მიმდინარე წლის 25 მარტიდან 30 მაისის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია მისამართზე: https://www.minedu.sk/scholarships-of-the-government-of-the-slovak-republic/.

კითხვების არსებობის შემთხვევაში სტუდენტებს შეუძლიათ დაეკონტაქტონ შემდეგ ელ-ფოსტაზე: helpdesk@studyabroad.sk ან დარეკონ ნომერზე: +421 907 551 404. ასევე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნულ პროცესში სტუდენტებისთვის დახმარების გაწევის თაობაზე. ზემოთხსენებულ პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი პირობაა სლოვაკური ენის ცოდნა. მსურველებს ასევე შეუძლიათ გაიარონ უფასო ენის კურსები 02.09.2022-დან 30.06.2023 -ის ჩათვლით. ენების კურსების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია მისამართზე: https://cdv.uniba.sk/.