13-14 მაისს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის, გერმანული საკონსულტაციო ორგანიზაცია Mesopartner-ის მხარდაჭერით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მართავს სითითონს თემაზე „ფოთი - „ქალაქი ზღვას, მდინარეებსა და ტბებს შორის“, რომლის მიზანია ფოთის „ლურჯი ეკონომიკის“ განვითარების მაღალი პოტენციალის წარმოჩენა და ქალაქის, ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნეს-სექტორის გამოწვევების შესაძლებლობად გარდაქმნა.
სითითონის მიმდინარეობისას გუნდებს სპეციალურად მოწვეული მენტორები გაუწვევენ ინდივიდუალურ კონსულტაციას და კომპეტენტური ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულ გუნდს ან ინდივიდუალურ მონაწილეს. თითოეულ გამარჯვებულს იდეის განსახორციელებლად გადაეცემა 5 000 ლარი. სითითონის შესახებ დეტალურ ინფორმაცია იხილეთ.
სითითონში მონაწილეობის მსურველები, 14 აპრილის 18:00 საათამდე, უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე.