საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ კონკურსზე წარდგენილ კანდიდატთა შორის შერჩევის შედეგად აკადემიკოსად არჩეულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხუთი წარმომადგენელი:
თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ინფორმაციის დამუშავებისა და სტატისტიკური ანალიზის სპეციალისტი ელიზბარ ნადარაია;
თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ფიზიკოსი ალექსანდრე შენგელაია;
ფსიქოლოგი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი იმედაძე;
თსუ პროფესორი, ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი თორნიკე ქადეიშვილი;
ეთნოლოგი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ყოფილ მეცნიერ-თანამშრომელი ლიანა მელიქიშვილი.