Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რუმინეთის მთავრობის სტიპენდიები

დაიწყო განაცხადების მიღება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისათვის 2026-2027 აკადემიური წლისათვის გამოცხადებული რუმინეთის მთავრობის ყოველწლიური სასტიპენდიო პროგრამაზე.

დეტალური ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამის პირობების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე: https://scholarships.studyinromania.gov.ro/ განაცხადების მიღება წარმოებს ონლაინ 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით. საკონკურსო შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 15 ივლისს.

აქვე გაცნობებთ, რომ ქ. ბუქარესტის (რუმინეთი) პოლიტექნიკური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნულმა უნივერსიტეტმა წარმოადგინა ინფორმაცია 2026-2027 სასწავლო წლის საგანმანათლებლო პროგრამებისა და აკადემიური ინიციატივების შესახებ. ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://short-url.org/1puaO. უნივერსიტეტი გამოთქვავს მზაობას, მხარი დაუჭიროს დაინტერესებულ კანდიდატებს უნივერსიტეტის ჩართულობით ვებინარების ორგანიზებაში, საგანმანათლებლო გამოფენებსა და ფორუმებში მონაწილეობაში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამუშაო ვიზიტების განხორციელებაში. ბუქარესტის (რუმინეთი) პოლიტექნიკური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტი არის იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა შორის, სადაც შესაძლებელია ზემოაღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში განაცხადის წარდგენა.