არბიტრაჟის ინიციატივა საქართველო (Arbitration Initiative Georgia - AIG) Willem C. Vis სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესების ფარგლებში, რიგით მე-12 თბილისის საერთაშორისო ფრი-მუთი გაიმართება.
Willem C. Vis სახელობის იმიტირებული პროცესების შეჯიბრი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრია საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში. შეჯიბრის ფინალური ეტაპი ყოველწლიურად ვენაში იმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით გუნდი მონაწილეობს. ფინალური ეტაპის გამართვამდე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქები მართავენ მოსამზადებელ შეჯიბრებს (Pre-Moots).
თბილისის საერთაშორისო ფრი-მუთს 2012 წლიდან მასპინძლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი (National Centre for Alternative Dispute Resolution – NCADR).
2023 წელს როგორც Willem C. Vis სახელობის იმიტირებული პროცესების საერთაშორისო შეჯიბრი, ასევე თბილისის ფრიმუთიც ფიზიკურად დასწრების ფორმატში გაიმართება, რითიც აღდგება შეჯიბრის მიმდინარეობის ტრადიციული პრინციპი.
თბილისის ფრიმუთში მონაწილეობენ საერთაშორისო გუნდები: University of Bonn (გერმანია), Friedrich-Alexander-University of Erlangen-Nuremberg (გერმანია), Freiburg University (გერმანია), National University of Kyiv-Mohyla Academy (უკრაინა), Taras Shevchenko National University of Kyiv (უკრაინა), Université Française en Arménie (სომხეთი), Yerevan State University (სომხეთი), American University of Armenia (სომხეთი), Baku State University (აზერბაიჯანი), ADA University (აზერბაიჯანი). ქართველ გუნდებს შორის არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA).
წელს, პირველად, თბილისის ფრი-მუთი ხუთდღიანი ღონისძიების სახით წარიმართება, რომელიც 22 თებერვალს ზეპირი ტრენინგებით დაიწყება. ზეპირ ტრენინგებზე Commercial Law Development Program U.S. Department and Commerce (CLDP)-ის მხარდაჭერით მოწვეული ექსპერტები ფრი-მუთის მონაწილეებს დაეხმარებიან ზეპირი შეჯიბრებისთვის მომზადებაში. ტრენინგების შემდეგ დაგეგმილია კონფერენცია, რომლის თემატიკა მიმდინარე წლის შეჯიბრის აქტუალურ საკითხებს შეეხება და მოიცავს ასევე იმიტირებული პროცესისთვის საჭირო პრაქტიკულ რჩევებს მონაწილე გუნდებისთვის. 25-26 თებერვალს გაიმართება ზეპირი რაუნდები სრულად ფიზიკური შეხვედრის ფორმატში, სადაც არბიტრებად მოწვეულნი იქნებიან არბიტრაჟის სფეროში საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, იურიდიული ფირმების პარტნიორები და პრაქტიკოსი იურისტები.
რიგით მე-12 ფრი მუთი ტარდება Commercial Law Development Program U.S. Department and Commerce (CLDP) მხარდაჭერით და თანაორგანიზებით.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/Tbilisi.Vis.Pre.Moot/?ref=settings
ღონისძიების გამართვის თარიღი: 22-26 თებერვალი
მისამართი (ზეპირი შეჯიბრებისთვის): ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ლი კორპუსი.
ორგანიზატორი: ა(ა)იპ არბიტრაჟის ინიციატივა საქართველო (AIG); Commercial Law Development Program U.S. Department and Commerce (CLDP)
საკონტაქტო პირი: ლიკა მაზიაშვილი, ლიზა ჩიტალაძე ტელ: 555971551, 598659605; ელ. ფოსტა: tbilisivispremoot@gmail.com