ჟურნალი “სტუდენტური საისტორიო ძიებანი” აცხადებს სტატიების მიღებას. გამოსაქვეყნებლად სტატიების გამოგზავნა შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.
გამოგზავნილი სამეცნიერო სტატია შესაძლოა, ეხებოდეს საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და კულტურის კვლევების საკითხებს. ასევე, ჟურნალში დასაბეჭდად მიიღება აკადემიური თარგმანები და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომები.
სტატიები ანონიმური რეცენზირების გზით შეირჩევა. ავტორებს შესაძლებლობა ექნებათ გამოასწორონ რეცენზენტის შენიშვნები და სტატიის განახლებული ვარიანტი, ხელახლა წარმოადგინონ დასაბეჭდად.
პირველი ნომრისათვის ავტორებს სტატიის გამოგზავნა შეეძლებათ 2022 წლის 20 მაისამდე.
ელექტრონული ფოსტის მისამართი: studentresearches2021@gmail.com
სხვა დეტალები იხილეთ ბმულზე.