Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი

ათასწლეულის ფონდის ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი წელს მეექვსედ გამოცხადდა. კონკურსის მხარდამჭერია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, საქართველოს პარლამენტი, პროფესიული უნარების სააგენტო და ისრაელის საელჩო საქართველოში. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზება და სექტორში ჩართული წარმატებული ადამიანებისა და ორგანიზაციების წარმოჩენა. კონკურსში გამარჯვებულებს დამოუკიდებელი ჟიური ოთხ ძირითად საკონკურსო კატეგორიაში გამოავლენს:

  • წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;
  • წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი;
  • წლის პროფესიული განათლების სტუდენტი;
  • წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი.

 

საკონკურსო კატეგორიების გარდა სპეციალურ ჯილდოებს გადასცემენ:

  • საქართველოს პარლამენტის სპეციალური პრიზი - ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის.
  • პროფესიული უნარების სააგენტოს სპეციალური პრიზი - წლის სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორი
  • საქართველოში ისრაელის საელჩოს სპეციალური პრიზი.

 

პროფესიული განათლების 2023 წლის ეროვნული ჯილდოს საკონკურსო განცხადების მიღება 16 ივნისს სრულდება. განცხადების მიღება შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდზე: https://millennium.org.ge/geo/aplication_122, სადაც ასევე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ.