Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მუზეუმი და გლობალიზაცია”

  7-8 დეკემბერს, სსიპ აჭარის მუზეუმში ჩატარდება მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მუზეუმი და გლობალიზაცია”.

კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები: 1.ისტორია; 2.არქეოლოგია; 3.ეთნოგრაფია 4. ხელოვნება/არქიტექტურა; 5 კულტურული ტურიზმი; 6. სამუზეუმო მენეჯმენტი; კონფერენცია ღიაა ჰუმანიტარული, სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკისა და ბიზნესის მენეჯმენტის დარგებს მკვლევარებისათვის. კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.

კონფერენციის ჩატარების ფორმა - ჰიბრიდული. კონფერენციის ხანგრძლივობა - 2 დღე. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება 15 სექტემბრის ჩათვლით.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე.  დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: conferenceajaramuseums@gmail.com კონფერენციაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის თავისუფალია, საჭიროა მხოლოდ რეგისტრაციის გავლა ზემოთ მითითებულ ბმულებზე, რომელიც უფასოა. კონფერენციის დასასრულს, გაიცემა სსიპ აჭარის მუზეუმის მეორე საერთაშორისო სამეცნი ერო კონფერენციაში “ მუზეუმი და გლობალიზაცია”მონაწილის სერტიფიკატი. ნაშრომები დაიბეჭდება სსიპ აჭარის მუზეუმის სამეცნიერო ჟურნალში - ,,მუზეუმი და გლობალიზაცია“.