6 მაისს, 12:00-18:00 საათამდე, გიწვევთ ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში.
დღის განმავლობაში თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა შეხვდეთ “ჰორიზონტი ევროპა” საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებს, საკონტაქტო პირებს.
აღნიშნული ღონისძიება არის იდეალური საშუალება მიიღოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია და პირისპირ ესაუბროთ დარგის სპეციალისტებს; გაეცნოთ ჰორიზონტი ევროპას კონკურსებსა და შესაძლებლობებს.
გაიგეთ მეტი დაგეგმილი ღონისძიების შესახებ.